ძვირფასო მომხმარებლებო, გაწვდით დამატებით ინფორმაციას საშეღავათო პერიოდით გაცემულ სესხებთან დაკავშირებით. საშეღავათო პერიოდით გაცემულ სესხებზე, საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა მოხდეს ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. თუ აღნიშნული პირობით გაცემული სესხის, ნაწილობრივი ან სრული წინსწრებით დაფარვა ხდება საშეღავათო პერიოდში, მაშინ მსესხებლის მხრიდან დასაფარია წინსწრების თარიღამდე დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის ამ თარიღამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ხოლო, თუკი წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, წინსწრების მომენტში გადასახდელია საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სრული საპროცენტო სარგებელი სხვა მიმდინარე გადასახდელებთან ერთად.
სესხის თანხა: 2000 ლარი საპროცენტო განაკვეთი: 10% ვადა - 12 თვე საშეღავათო პერიოდი ძირზე და პროცენტზე - 3 თვე სიცოცხლის დაზღვევა - 0.72% სესხის გაცემის თარიღი 13/06/2019 პირველი გადახდის რიცხვი - 28/07/2019 ( იხდის მხოლოდ დაზღვევას) პირველი გადახდის თარიღი, საშეღავათო პერიოდის შემდეგ ( დაზღვევასთან ერთად იწყებს ძირის და პროცენტის ( მათ შორის გადანაწილებული პროცენტის) დაფარვებს) - 28/10/2019 სესხის ვადის ბოლო - 16/06/2020
ამ პირობებით გაცემული სესხისთვის, საშეღავათო პერიოდში (13/06/2019 – 28/09/2019) დარიცხული პროცენტი შეადგენს 58.63 ლარს, რომლის გადახადაც კლიენტს უწევს საშეღავათო პერიოდის შემდეგ, შემდეგი გადანაწილებით შენიშვნა: ცხრილში მოცემული გადანაწილებული პროცენტი ემატება გრაფიკის მიმდინარე თარიღში გადასახდელ პროცენტს. საშეღავათო პერიოდში კლიენტი იხდის მხოლოდ დაზღვევას.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. სს „თიბისი ბანკი" |
|