შეიძინეთ
  • დაიცავი ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია
  • დააზღვიე შენი პასუხისმგებლობა მანქანის მართვისას
  • შეიქმენი უსაფრთხო გარემო
10,000 ლარი
ანაზღაურების ლიმიტი

ზოგადი აღწერა

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა გიცავთ იმ შემთხვევებში, თუ ავტომობილის მართვისას დააზიანეთ მესამე პირის ჯანმრთელობა, მანქანა ან სხვა ქონება. თქვენ მიერ მიყენებულ ზარალს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

 

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეუძლია მანქანის მფლობელს, რომელიც

  • არის მინიმუმ 21 წლის;
  • ავტომანქანას იყენებს პირადი გადაადგილებისთვის;
  • აქვს მოქმედი მართვის მოწმობა.

ტარიფები

კლიენტს შეუძლია აირჩიოს ხუთი ლიმიტიდან ერთ-ერთი და გადაიხადოს შესაბამისი პოლისის  ყოველთვიური გადასახადი:
ყოველთვიური გადასახადი
ანაზღაურების ლიმიტი 5,000 ლარი 5.85 ლარი
ანაზღაურების ლიმიტი 10,000 ლარი 7.50 ლარი
ანაზღაურების ლიმიტი 25,000 ლარი 9.20 ლარი
ანაზღაურების ლიმიტი 50,000 ლარი 11.70 ლარი
*იზღვევა ავტომობილი და არა მისი მფლობელი, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს დაზღვეულ ავტომობილს, იმ პირობით, რომ მძღოლი არის არანაკლებ 18 წლის და გააჩნია შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლებამოსილება

ხშირად დასმული კითხვები

რა ვადით ფორმდება პოლისი?

  • პოლისი ფორმდება  უვადოდ (ავტომატური გაგრძელება);
  • პოლისის გაუქმების სურვილის შემთხვევაში კლიენტი უნდა ეწვიოს ბანკს და დაწეროს განაცხადი პროდუქტის გაუქმებაზე.

 

რას ანაზღაურებს ავტომფლობელის დაზღვევა?

თიბისი დაზღვევის მიერ იზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეულის ბრალეულობით მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანი:

  • მესამე მხარის ჯანმრთელობა;
  • მესამე მხარის ქონება (მათ შორის, ავტომობილი).

მესამე პირის ჯანმრთელობის დაზიანებისას ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება:

  • მკურნალობისათვის საჭირო თანხები;
  • შრომისუუნარობის ან გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულის მისაღები ჯამური დასაბუთებული შემოსავალი, არაუმეტეს 5 წლის მანძილზე.

მესამე პირის ქონების დაზიანებისას ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება:

  • ქონების სრულად განადგურების შემთხვევაში - ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდება ნარჩენი ღირებულება;
  • ქონების ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში - ანაზღაურდება შეკეთების ხარჯები.

შენიშვნა: სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თიბისი დაზღვევა იტოვებს უფლებას სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოქვითოს სრული პრემიის გადაუხდელი ოდენობა.

 

გამონაკლისები, რომელთა ანაზღაურება არ მოხდება:

  • თუ ავტომობილი გამოიყენება როგორც ტაქსი;
  • ავტომობილი გადატვირთულია;
  • ავტომობილი გამოიყენება შეუსაბამო საგზაო პირობებში;
  • მძღოლი მოძრაობს საპირისპირო ზოლში;
  • ზარალის მიზეზია კონსტრუქციული დეფექტი;
  • მძღოლი იმყოფება ალკოჰოლის / ნარკოტიკული ნივთირებების ზემოქმედების ქვეშ;
  • ზარალი გამოწვეულია მძღოლის თვითმკველელობის მცდელობით;
  • რბოლებში მონაწილეობა, მანქანის გამოცდა;
  • სახიფათო ნივთიერების ტრანსპორტირება (რადიაციული, ატომური, ბირთვული);
  • ომი, ტერორისტული აქტი;
  • დაზღვეულის პასუხისმგებლობა დაზღვეულია სხვა პოლისით (ანაზღაურდება პროპორციულად);
  • ზარალი მიყენებულია დაზღვეულის ჯანმრთელობისა თუ ქონებისთვის;
  • მესამე მხარის ქონება განთავსებულია დაზღვეულ ავტომობილში.

 

როგორ უნდა  მოიქცეს მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის დროს?

  • არ უნდა გადააადგილოს ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან;
  • შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშრიდეს თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე 2 42 22 22;
  • შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას;
  • 10 დღის ვადაში წარადგინოს ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

რა დოკუმენტების წარმოდგენაა საჭირო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

  • სადაზღვევო პოლისი, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის და ტექ-პასპორტის ასლი;
  • ცნობა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, შსს შესაბამისი სამსახურებიდან, სადაც მითითებულია შემთხვევის დეტალები, ბრალეული მძღოლის ვინაობა, მისი მდგომარეობა;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები (სადაზღვევო კომპანიის მითითებისამებრ).

 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის საფასური დროულად ვე დავფარე?

  • 14 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება შეჩერდება, დავალიანების გადახდის შემდეგ კი ისევ მოხდება დაზღვევის გააქტიურება;
  • 30 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო შენატანების დაზღვევა გაუქმდება (აღიშნულ პერიოდში მომხდარი შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას);
  • პოლისის შეჩერებისა და გაუქმების შემთხვევაში ინფომაციის SMS-ით მიწოდება არ ხდება.

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის გაუქმება შესაძლებელია კლიენტის სურვილის შემთხვევაშიც. ამისთვის მან უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს

  • პოლისის თავისი ინიციატივით გაუქმებისას კლიენტს ჩამოეჭრება ჯარიმა 1 თვის პრემიის ოდენობით

 

პროდუქტის საფასურის გადახდა

პროდუქტის საფასურის გადახდა ხდება ავტომატურ რეჟიმში, Direct Debit-ის საშუალებით, რომელიც ფორმდება კლიენტთან პროდუქტის რეგისტრაციის დროს.

თუ კლიენტმა ისურვა ყოველთვიური გადახდა, Direct Debit რეგისტრაციის გარეშე აღნიშნული პოლისი არ იყიდება.

 

შემთხვევის დარეგულირების დეტალები

სადაზღვევო  შემთხვევის დარეგულირება ხდება თიბისი დაზღვევაში:

  • კლიენტის მიერ დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში;
  • სადაზღვევო შემთხვევის დადებითად დარეგულირების შედეგად თიბისი დაზღვევა აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს მესამე მხარეს, ლიმიტის ფარგლებში 10 კალენდარულ დღეში.

 

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეძენილი პოლისი უნდა იყოს ხელმოწერილი და პირველი შენატანი გადახდილი
  • დაზღვევა მუშაობს მხოლოდ პრემიის დროული გადახდის შემთხვევაში
  • პოლისის მოქმედების შეჩერება მოხდება გადაუხდელობიდან 2 კვირაში, შესაბამისად, ამ პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა არ ანაზღაურდება
  • პოლისი გაუქმდება გადაუხდელობიდან 1 თვეში
როგორ შევიძინო?

ონლაინ შეძენა

ამ ეტაპზე ონლაინ შეძენა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
შეიძინეთ
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()