შეიძინეთ
  • აიღეთ სამოგზაურო დაზღვევა;
  • ბოლომდე შეიგრძენით მოგზაურობის ხიბლი;
  • იმოგზაურეთ მშვიდად.
10
ლარიდან

ზოგადი აღწერა

თუ ხშირად მოგზაურობთ, ეს პაკეტი თქვენთვისაა შექმნილი. სამოგზაურო დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობას ან სხვა შემთხვევას უკავშირდება. სამოგზაურო დაზღვევა ბევრ საელჩოში სავალდებულოდ მოითხოვება და ვიზის მიღების წინაპირობაა.

ჩვენ აგინაზღაურებთ საზღვარგარეთ ყოფნისას უეცარი ავადმყოფობით  და უბედური შემთხვევით გამოწვეულ ხარჯებს. მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო-სტაციონალურ და ამბულატორიულ მკურნალობას (კბილის მწვავე ტკივილის მოხსნის ჩათვლით) ან გარდაცვალებით გამოწვეული ხარჯებს.

 

ვის შეუძლია სამოგზაურო დაზღვევის აღება?

დაზღვევის აღება შეუძლია თიბისი ბანკის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც:
  • არის 85 წლამდე ასაკის;
  • აპირებს მოგზაურობას.

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის დროს დაზღვეულმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს თიბისი დაზღვევაში ცხელ ხაზზე 2 42 22 22, აცნობოს პოლისის ნომერი და არსებული პრობლემები.

თუკი დარეკვა ვერ ხერხდება, მკურნალობის დასრულებამდე, დაზღვეულმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა ცენტრს უნდა შეატყობინოს არსებული პრობლემის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალობაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.

ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაცია

დაზღვეულის მიერ სამედიცინო მომსახურების ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვის შემთხვევაში, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას ზარალი აუნაზღაურდება წერილობითი განცხადებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთების წარდგენისას:

  • სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;
  • სამედიცინო სერთიფიკატების ორიგინალები, სადაც მითითებული იქნება დაზღვეულის გვარი, სახელი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება;
  • უბედური შემთხვევისას, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ;
  • ექიმების და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშების ორიგინალები ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლები, სამედიცინო პრეპარატების შეძენის ქვითრები რეცეპტთან ერთად;
  • მზღვეველის მოთხოვნისას, დაზღვეული ვალდებულია წარადგინოს საკუთარი პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება საქართველოს საზღვრის გადაკვეთის თარიღები;
  • ცხედრის რეპატრიაციის შემთხვევაში, მზღვეველს უნდა მიეწოდოს ცნობა, გარდაცვალების შესახებ, ექიმის დასკვნა სიკვდილის მიზეზის შესახებ და ანგარიშების ორიგინალები ან დუპლიკატები.

ტარიფები

ერთჯერადი გადახდისას სატარიფო ბადე:

დაზღვეულის ასაკი: 1-60 წელი 60 წელს ზევით
წლიური პრემია (1 კვირა) 10 ლარი 20 ლარი
წლიური პრემია (2 კვირა) 20 ლარი 40 ლარი
წლიური პრემია (1 თვე) 40 ლარი 80 ლარი
წლიური პრემია (3 თვე) 90 ლარი 180 ლარი
როგორ შევიძინო?

შეიძინეთ ონლაინ

ინტერნეტ ან მობაილბანკის შეთავაზებების მენიუდან აირჩიეთ სამოგზაურო დაზღვევა

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
შეიძინეთ
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()