შეიძინეთ
- დაიცავი ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია
- დააზღვიე შენი ავტომობილი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან
- შეიქმენი უსაფრთხო გარემო
ზოგადი აღწერა
პოლისის პირობები ითვალისწინებს დამზღვევის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ავტომობილის დაზღვევას ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, ქურდობა/ძარცვისგან, ყაჩაღობისგან, ბოროტგანზრახული შემთხვევებისგან, საგნების ვარდნისგან, სტიქიური მოვლენებისა და მინების/სარკეების ცალკეული დაზიანებისგან.
ავტომობილის დაზღვევას შეძლებს ყველა ავტომფლობელი, რომელიც არის:
- მინიმუმ 18 წლის;
- ავტომობილს იყენებს პირადი გადაადგილებისთვის;
- აქვს მოქმედი მართვის მოწმობა;
დაზღვევა გულისხმობს შემდეგ პირობებს:
- ზარალის ადგილზე დარეგულირება ულიმიტოდ;
- 24-საათიანი ტექნიკური დახმარება გზებზე;
- 24-საათიანი ავტომომსახურების ჯგუფის სერვისი.
პირობები და ტარიფები
ტარიფების დათვლა მოხდება ინდივიდუალურად ფრანშიზის და მომხმარებლის ასაკის მიხედვით
ხშირად დასმული კითხვები
რა ვადით ფორმდება პოლისი?
- პოლისი ფორმდება 1 კალენდრული წლით;
- პოლისის გაუქმების სურვილის შემთხვევაში, კლიენტი უნდა მოვიდეს ბანკში და დაწეროს განაცხადი პროდუქტის გაუქმებაზე.
ფრანშიზა:
- სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღურება მოხდება პოლისში აღნიშნული ფრანშიზის გამოკლებით.
- გამონაკლისები, რომელთა ანაზღაურება არ მოხდება:
- არ იფარება ქურდობა/ძარცვით დამდგარი ზარალი, თუ ამ დროს დაზღვეულ ავტომობილში დატოვებულია გასაღები და/ან ღიაა კარი;
- გაუფასურება; ამორტიზაცია; ცვეთა; მექანიკური და ელექტროსისტემების/ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა ისეთი მიზეზით/ რისკებით, რაც არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკებით;
- ავტომობილის შეკეთების შედეგად წარმოქმნილი გაუფასურება;
- კონფისკაცია, დაპატიმრება, დაკავება ან სახელმწიფო ორგანოების დავალების შედეგად გამოწვეული დაზიანება/ ზარალი;
- არ ანაზღაურდება კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებით გამოწვეული ზარალი, თუ ეს არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით;
- ნებისმიერი ისეთი სარემონტო თუ სხვა სახის ხარჯი, რომელიც გააუმჯობესებს დაზღვეული ავტომობილის მდგომარეობას სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულთან შედარებით;
- ნებისმიერი სარემონტო ხარჯი, რომლებიც გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული მიზეზით;
- ინტერიერის, სავარძლების, შალითების და ხალიჩების დაზიანება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაზიანება გამოწვეულია დაზღვეული რისკებით;
- უხარისხო გზით გამოწვეული სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის, საბურავების ან დისკების ცალკეული დაზიანება.
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის დროს?
- არ უნდა გადააადგილოს ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან;
- შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშრიდეს თიბისი დაზღვევას 2 42 22 22;
- შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის საფასური დროულად ვერ დავფარე?
- 14 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება შეჩერდება, დავალიანების გადახდის შემდეგ კი ისევ მოხდება დაზღვევის გააქტიურება;
- 30 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო შენატანების დაზღვევა გაუქმდება (აღიშნულ პერიოდში მომხდარი შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას);
- პოლისის შეჩერებისა და გაუქმების შემთხვევაში ინფომაციის SMS-ით მიწოდება არ ხდება.
- დაზღვევის გაუქმება შესაძლებელია კლიენტის სურვილის შემთხვევაშიც. ამისთვის მან უნდა მიმართოს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს.
- პოლისის თავისი ინიციატივით გაუქმებისას კლიენტს ჩამოეჭრება ჯარიმა 1 თვის პრემიის ოდენობით.
პროდუქტის საფასურის გადახდა
- პროდუქტის საფასურის გადახდა ხდება ავტომატურ რეჟიმში, Direct Debit-ის საშუალებით, რომელიც ფორმდება კლიენტთან პროდუქტის რეგისტრაციის დროს.
- Direct Debit რეგისტრაციის გარეშე აღნიშნული პოლისი არ იყიდება.
შემთხვევის დარეგულირების დეტალები
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირება ხდება თიბისი დაზღვევაში, კლიენტის მიერ დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში;
- სადაზღვევო შემთხვევის დადებითად დარეგულირების შედეგად, თიბისი დაზღვევა აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს მესამე მხარეს ლიმიტის ფარგლებში, 10 კალენდარულ დღეში.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეძენილი პოლისი უნდა იყოს ხელმოწერილი და პირველი შენატანი გადახდილი;
- იმისთვის, რომ პოლისი ძალაში შევიდეს, უნდა მოხდეს ავტომობილის გარეგანი დათვალიერება (ფოტოების გადაღება);
- დაზღვევა მუშაობს მხოლოდ პრემიის დროული გადახდის შემთხვევაში.
როგორ შევიძინო?
შეიძინეთ ონლაინ
შეიძინე ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
|
შეიძინეთ
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()