თბილისის, ქუთაისის, გორის და ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი, ან ქალაქის სატრანსპორტო ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

ქუთაისში, გორსა და ფოთში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის, ქუთაისის და ფოთის თიბისის ფილიალებში, ასევე გორში, ქუთაისსა და ფოთში  მდებარე „სპარის", „დეილის" და „ბევერლი ჯგუფის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულებაა 2 ლარი და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

აქ.ახლა იმგზავრე ბარათით და გადაიხადე მარტივად

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

ტრანსპორტში ბარათით გადახდა

  1. რომელი ტიპის ბარათით  არის შესაძლებელი ტრანსპორტში გადახდა?
  • ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია თიბისის  ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით (როგორც სადებეტო, ასევე - საკრედიტო).

 

  1. საჭიროა  თუ არა თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო გადახდების ფუნქციის გააქტიურება?
  • თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო ბარათებით გადახდის ფუნქციის გააქტიურება არ არის საჭირო.  ეს ფუნქცია  ყველა ბარათზე ავტომატურად არის გააქტიურებული და ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.

 

  1. რომელ ქალაქებში არის შესაძლებელი თიბისი ბანკი ბართებით გადახდა ?
  • თიბისი ბანკის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელია  შემდეგ ქალაქებში:
  • თბილისი
  • ქუთაისი
  • გორი 
  • ფოთი

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქალაქებიც.

 

  1. რომელი ტიპის ტრანსპორტში არის შესაძლებელი თიბისი ბანკი ბარათით გადახდა?
  • თბილისში:
  1. ავტობუსი
  2. მეტრო
  3. ლურჯი ფერის მიკროავტობუსი (ყვითელი ფერის მიკროავტობუსში გადახდა  არ არის შესაძლებელი)
  4. საბაგირო
  • ქუთაისი/გორი/ფოთი
  1. ავტობუსი (ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს)

 

  1. შემიძლია თუ არა  APPLE PAY-ით და TBC WALLET-ით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია ტრანსპორტში  APPLE PAY-ით და TBC WALLET-ით გადახდა.

 

  1. APPLE PAY-ის ან TBC WALLET-ის საშუალებით გადახდის შემთხვევაში, როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში?
  • თუ გადახდა შესრულდა Apple pay-ის ან TBC wallet-ის საშუალებით, ამ შემთხვევაში თანხა ბარათზე დაიბლოკება მომენტალურად, ხოლო ამონაწერში აისახება მე-3 ან მე-4 დღეს.

 

  1.  შემიძლია თუ არა  ერთგული ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • ერთგული ბარათით  ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.

 

  1. შემიძლია თუ არა  სფეის ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • სფეისბარათით  ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.
  1. შემიძლია თუ არა თიბისის სამაჯურით და სტიკერით ტრანსპორტში გადახდა?
  • თიბისის სამაჯურით/სტიკერით   ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.

 

  1. შესაძლებელია თუ არა თიბისის საბანკო  ბარათი გავიდეს მინუსში, თუ ბარათზე საკმარისი თანხა არ არის?
  • თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში მინუსში გავიდეს.

 

  1. მოდის თუ არა SMS-შეტყობინება ტრანსპორტში ბარათით გადახდისას?
  • SMS-შეტყობინება ტრანსპორტში გადახდის შესახებ იგზავნება.  

  

  1. საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში ჩანს თუ არა ავტობუსში განთავსებული ვალიდატორის ეკრანზე ნაშთი?

 

  • საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში ტრანსპორტში განთავსებულ ვალიდატორზე ბარათის ნაშთი არ ჩანს.   

 

  1. თიბისის საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში/ბარათზე?
  • ტრანსპორტში თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა ბარათზე არ იბლოკება და ანგარიშის ამონაწერში აისახება მე-2  სამუშაო დღეს.

 

  1. ვის მივმართავთ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
  • საბანკო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2272727.

 

  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება საბანკო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად საბანკო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა.
  • შესაბამისი ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება.

 

  1. ავტობუსში გადახდისას უნდა დაიბეჭდოს თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე მხოლოდ ელექტრონულად ხდება გადახდის მიღება.

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორი, რომ მე განვახორციელე მგზავრობის საფასურის გადახდა?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე საბანკო  ბარათის მიდებით.
  • ავტობუსში  მგზავრობის ღირებულების გადახდას კონტროლიორი  გააკონტროლებს.

 

სატრანსპორტო  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

  1. რა არის სატრანსპორტო ბარათი?
  • სატრანსპორტო არის ბარათი, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისათვის გამოიყენება.
  • სატრანსპორტო ბარათი არის უსახელო ბარათი.
  • ბარათზე არ არის მიბმული  საბანკო ანგარიში.
  • ბარათზე არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში.
  1. სატრანსპორტო ბარათის მოქმედების ვადა
  • სატრანსპორტო ბარათი არის უვადო.

 

  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის შეძენა?
  • სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თიბისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის ფილიალებში.
  • ქუთაისის, გორისა და ფოთის ქსელურ სავაჭრო ობიექტებში - „სპარი" , „დეილი", „ბევერლი ჯგუფი".
  1. რა ღირს სატრანსპორტო ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (მერიის მიერ დადგენილ სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული ბარათი გაიცემა უფასოდ).
  • ბარათის საფასური (2 ლარი) ბარათის ბალანსზე არ აისახება და საჭიროა მისი  შევსება.

 

  1. არის თუ არა შეღავათიანი ტარიფი სატრანსპორტო ბარათით გადახდისას
  • სტანდარტულ უსახელო სატრანსპორტო ბარათზე შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს.
  1. როგორ გავააქტიუროთ ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათი აქტიურია შეძენისთანავე და დამატებით გააქტიურება არ არის საჭირო.   
  • ბარათი ვალიდურია მასზე თანხის პირველი ჩარიცხვისთანავე.

 

  1. როგორ შევავსოთ ბალანსი სატრანსპორტო ბარათზე ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის ტერმინალებში თანხის შეტანით, რომლებსაც ბარათის წამკითხველი აქვს.
  • ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის  სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:  
  • ქუთაისი: 800 000 817
  • გორი: 800 000 816
  • ფოთი: 0800 000 814

 

  1. არის თუ არა საკომისიო სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება არის უფასო.
  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია თიბისი ფეის აპარატის ბარათის წამკითხველზე მიდებით.
  • ტრანსპორტში დამონტაჟებულ  ვალიდატორზე ბარათის მიდებით.

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათი გავიდეს მინუსში, თუ მასზე საკმარისი თანხა არ არის?
  • სატრანსპორტო ბართზე გადახდის მომენტში მოწმდება ბალანსი და მინუსში გაყვანა არ არის შესაძლებელი. თუ საკმარისი თანხა არ იქნება, ვალიდატორზე გამოიტანს შეცდომას და გადახდა ვერ შესრულდება.

 

 

  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის გამოყენება?

სატრანსპორტო  ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება
  • სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება შესაძლებელია თიბისი ბანკის  ქუთაისის, გორის და ფოთის მთავარ ფილიალებში.
  • ქუთაისი: გრიშაშვილის ქ. 26
  • გორი:  სტალინის გამზ. 13
  • ფოთი:  აღმაშენებლის ქ. 57
  • თანხის განაღდებისთვის მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იქონიოს სატრანსპორტო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

  1. სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში  შესაძლებელია თუ არა მისი  აღდგე/განახლება/თანხის დაბრუნება?
  • სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია: მისი აღდგენა, განახლება, კლიენტისთვის თანხის დაბრუნება.  კლიენტმა უნდა აიღოს ახალი ბარათი და  გადაიხადოს მისი ღირებულება - 2 ლარი. (სოციალური ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 5 ლარს).

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა?
  • კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა ან/და განბლოკვა არ არის შესაძლებელი.

 

  1. ვის მივმართავთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?

სატრანსპორტო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ სატრანსპორტო ბარათების მომსახურე კომპანია „ინტერფეის"   სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:

  • ქუთაისი: 800 000 817
  • გორი: 800 000 816
  • ფოთი: 0800 000 814

 

  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად სატრანპსორტო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა.
  • შესაბამისად, ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება.

 

  1. ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი უნდა დაიბეჭდოს თუ არა?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე გადახდის მიღება მხოლოდ ელექტრონულად ხდება.

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორი, რომ მე გადავიხადე მგზავრობის საფასური?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე სატრანსპორტო ბარათის მიდებით.
  • ავტობუსში მგზავრობის ღირებულების გადახდის გაკონტროლება კონტროლიორის მიერ მოხდება.

 

სხვა ბანკის  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

 

  1. შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკის ბარათით ტრანსპორტში გადახდა
  • ქუთაისში, გორსა და ფოთში შესაძლებელი იქნება ზოგიერთი  ქართული ბანკის და ნებისმიერი  უცხოური VISA/MasterCard  ბანკების ბარათებით გადახდა:

 

გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება შემდეგი ქართული ბანკების ბარათებით:

  1. ხალიკ ბანკი
  2. კრედო ბანკი
  3. ფინკა ბანკი
  4. ქართუ ბანკი
  5. ტერაბანკი
  6. ბაზის ბანკი (ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისში)

 

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქართული ბანკებიც.

  1. რა იქნება მგზავრობის ღირებულება  სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში
  • სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება იქნება

1 ლარი (ზემოთ ჩამოთვლილი ქართული ბანკების და ყველა უცხოური ბანკის ბარათების შემთხვევაში).

ბაზის ბანკის ბარათით ქუთაისი ტრანსპორტში გადახდის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება იქნება 40 თეთრი.

თბილისი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია:

TBC ბანკის კლიენტებს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შეუძლიათ:

  • მეტროში
  • ავტობუსში
  • ლურჯი ფერის მიკროავტობუსში
  • საბაგიროზე

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1,5 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
  • ერთსა და იმავე ავტობუსში/ლურჯ მიკროავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი, იმისთვის, რომ მომდევნო გადახდა იყოს უფასო.
  • გამონაკლისი - მეტროს ერთსა და იმავე სადგურში ბარათით გადახდისას არ მოქმედებს 1,5 საათიანი საშეღავათო პერიოდი და ყველა გადახდა არის ფასიანი.
  • თბილისში, ავტობუსებში, მეტროს სადგურებში და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში შესაძლებელია მგზავრობის საფასურის ხურდა ფულით გადახდა.

. თბილისში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

ქუთაისი

ქუთაისის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ქუთაისში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში შესაძლებელია მგზავრობის საფასურის ხურდა ფულით გადახდა.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება 40 თეთრია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

ქუთაისში მხოლოდ ამ ქალაქის სტუდენტებისთვის  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე და ბაგა-ბაღის გაერთიანების თანამშრომლების სახელფასო ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის განახევრებული ტარიფი - 20 თეთრი.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ქუთაისის თიბისის ფილიალებში და ქუთაისში მდებარე „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

პერსონიფიცირებული ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომლებზეც შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი - 20 თეთრი) ვრცელდება . ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ქუთაისში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.

პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია  ქუთაისში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის ინტერფეისსპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში:

  • ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ. #1.
  • ქ.ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #28 ბინა 1.
  • ტელ: 800 000 817

მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ ქ. ქუთაისში რეგისტრირებული  შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;

ბ) ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;

გ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირები;

დ) მადლიერების სახლის ბენეფიციარი პირები;

ე) მრავალშვილიანი დედები;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000-ს;

ზ) საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები;

თ) ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები (მ.შ. პროფესიული სასწ.);

ი) დევნილი ვეტერანები;

კ) ჩერნობილის ავარიის ვეტერანები.

 

ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე  გაცემა  ხდება ადგილზე, იმავე დღეს.

გორი

გორის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

გორის ტრანსპორტში თიბისი ბანკის ბარათებზე შეღავათიანი ტარიფები არ ვრცელდება.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ ის სხვადასხვა ავტობუსში პირველი გადახდიდან 1 საათის განმავლობაში ხდება, მგზავრობა უფასოა.
  • ერთსა და იმავე ავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი იმისთვის, რომ მომდევნო გადახდაც იყოს უფასო 1-საათიანი საშეღავათო პერიოდის მანძილზე.
  • ავტობუსებში ხურდა ფულით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50-თრს შეადგენს.

გორში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის თიბისის ფილიალებში და გორში მდებარე „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

ფოთი

ფოთის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ფოთში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ხურდა ფულით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50 თეთრია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

ფოთში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს სკოლის მოსწავლის  ბარათებზე. (24 საათში 2-ჯერ უფასო მგზავრობა)

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ფოთის თიბისის ფილიალებში და ფოთში მდებარე „სპარის", „დეილის" და „ბევერლი ჯგუფის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ფოთში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.

პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია  ფოთში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის „ინტერფეი" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისში:

  • ქ. ფოთი,  რეკვავას #1 სანაპირო, ნიკოლაძის #47

ტელ: 0800 000 814

 

50%-იანი  შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

 

მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) 0- 6 წლამდე ბავშვები;

ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);

გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის" ბენეფიციარები, მედდები და ექიმები;

 

ფოთში შეღავათიანი ტარიფების ამოქმედებამდე მოხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელი სოციალური ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით ტრანსპორტში და როდის უნდა მიმართონ ინტერფეის მომსახურების ოფისს.

ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის ბეჭდვა და მომხმარებელზე  გაცემა  ხდება ადგილზე, იმავე დღეს.