- დაცული განაღდებები ბანკომატიდან
- უსაფრთხო ინტერნეტშოპინგი
- თაღლითობისგან დაცვა
ზოგადი აღწერა
- ბარათის მესამე პირის მიერ არალეგალურად გამოყენების შემთხვევაში;
- ისეთ შემთხვევებში, როდესაც თქვენ შეასრულეთ საბარათე ტრანზაქცია, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო ტრანზაქციასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა;
პირობები და ტარიფები
ბარათით შესრულებული ტრანზაქციის/ ოპერაციის კატეგორია |
ანაზღაურების ლიმიტები ბარათის უსაფრთხოების სერვისის პროდუქტის შესაბამისად |
||
სტანდარტი |
პრემიუმი |
პრემიუმ + |
|
ჩიპიან ბარათზე პინის/ჩიპის გარეშე ჩატარებული არალეგალური ოპერაცია; |
2 000 ლარი |
5 000 ლარი |
10 000 ლარი |
ინტერნეტში ჩატარებული არალეგალური ოპერაცია; |
500 ლარი |
1 000 ლარი |
4 000 ლარი |
მომსახურება/სერვისი არ გაწეულა მერჩანტის მიერ ან მიღებული პროდუქცია/სერვისი არ შეესაბამება აღწერილს; |
500 ლარი |
500 ლარი |
500 ლარი |
ელექტრონული საფულით (Wallet) შესრულებული თაღლითური ტრანზაქციები; |
200 ლარი |
500 ლარი |
500 ლარი |
დაკარგული/მოპარული/თაღლითურად შესრულებული უკონტაქტო უპინო ტრანზაქციები; |
200 ლარი |
500 ლარი |
500 ლარი |
მომსახურების ღირებულება (წლიური) 1: |
5 ლარი; (შედის ნაკრები 5-ის საფასურში2) |
10 ლარი; (შედის ნაკრები 10-ის საფასურში2) |
შედის კონცეპტ ნაკრების საფასურში და განკუთვნილია მხოლოდ კონცეპტ ნაკრების მფლობელებისთვის2 |
დამატებითი პირობები:
- ბარათის უსაფრთხოების სერვისი ვრცელდება ყველა ტიპის საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე, როგორც ახალ, ისე არსებულ ბარათებზე (გარდა ბიზნეს ბარათებისა).
- ერთ ბარათზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ბარათის უსაფრთხოების სერვისის პროდუქტი;
- ბარათის უსაფრთხოების სერვისის ვადა განისაზღვრება ბარათის ვადის შესაბამისად (მაქსიმუმ 4 წელი);
- თითო ბარათზე ბანკის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება წელიწადში3 ორი შემთხვევა (ბარათის უსაფრთოების სერვისის ლიმიტის ფარგლებში);
- ერთ ბარათზე ვრცელდება მხოლოდ ერთი სახის ბარათის უსაფრთხოების სერვისის პროდუქტი;
მომსახურება ერთჯერადი გამოყენებისაა და მისი მოქმედება ავტომატურად წყდება ბარათის არალეგალური გამოყენების პირველივე შემთხვევის დადგომის შემდეგ, ასევე ნებისმიერი მიზეზით ბარათის მოქმედების შეწყვეტისას; ბარათის უსაფრთხოების სერვისის მოქმედება ასევე წყდება იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ბარათის მფლობელის მხრიდან არაკეთილსინდიერი/თაღლითური ქმედებები ან განზრახ ბრაულობის ფაქტი;
- ბარათის ვადაზე ადრე გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უქმდება ბარათთან დაკავშირებული ბარათის უსაფრთხოების სერვისი;
- საეჭვო/პრობლემურ ტრანზაქციის გასაჩივრებაზე, სასურველია ბარათის მფლობელმა ბანკს მიმართოს ტრანზაქციის აღმოჩენისთანავე, თუმცა არაუმეტეს ტრანზაქციის შესრულებიდან 60 კალენდარული დღისა;
- ბარათის უსაფრთხოების სერვისის დეტალური პირობები გაწერილია ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაში;
1 გადასახდელი საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია ბარათის უსაფრთოების სერვისის პროდუქტზე. საფასურის გადახდა ხდება სერვისის შეძენისას და შემდგომ წელიწადში ერთხელ. ხოლო ნაკრების შემთხვევაში (თუ ნაკრებში დაზღვევა შედის) ნაკრების ღირებულება მოიცავს ბარათის უსაფრთხოების სერვისის ფასს;
2 ნაკრების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://tbccard.ge/ka; კონცეპტ ნაკრების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://tbcconcept.ge/;
3 ბარათის უსაფრთოების სერვისის შეძენიდან ან უსაფრთოების სერვისის ავტომატური ამოქმედებიდან 1 წელი
უპირატესობები
- თანხის ანაზღურება ბანკში განაცხადის დაფიქსირებიდან მხოლოდ 3 სამუშაო დღეში;1
- დაცულობა ინტერნეტ თაღლითობისგან და ბარათთან დაკავშირებული სხვადასხვა შესაძლო პრობლემისგან;
1 თუ საბარათე ტრანზაქციის შესაბამისი თანხა არ არის ჩამოჭრილი ანგარიშიდან, შეგიძლიათ ბანკში დააფიქსიროთ განაცხადი, თუმცა თანხის გასაჩივრების და/ან ანაზღაურების პროცესი დაიწყება ანგარიშიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრის შემდეგ;
ხშირად დასმული კითხვები
1. რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ბარათით შესრულებული ტრანზაქციის გასაჩივრება?
ყველა კლიენტს, რომელიც ასრულებს გადახდებს ბარათის მეშვეობით, შესაძლოა შეექმნას სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, ბარათიდან ჩამოეჭრა გადასახდელზე უფრო მეტი თანხა ან, მაგალითად, მობაილ ბანკში შენიშნა ისეთი საბარათე ოპერაცია, რომელიც მას არ შეუსრულებია.
მსგავს სიტუაციებში კლიენტი, თანხის დაბრუნების მიზნით, ტრანზაქციას ასაჩივრებს ბანკში, ხოლო ბანკი თავის მხრივ კლიენტის მიერ მინიჭებული უფლების საფუძველზე ამ ტრანზაქციას ასაჩივრებს ვიზა/მასტერქარდში ან ადგილობრივ მაღაზიაში, სადაც შესრულდა ტრანზაქცია.
2. რა არხებით შეგიძლიათ დააფიქსიროს ბანკში საეჭვო/პრობლემური ტრანზაქცია?
საეჭვო/პრობლემური ტრანზაქციის აღმოჩენისას, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ ბანკს ნებისმიერი შემდეგი არხით:
- ბანკის ფილიალი/სერვის-ცენტრი;
- სატელეფონო ცხელი ხაზი;
- ინტერნეტ/მობაილ ბანკი (გამოგზავნეთ შეტყობინება);
- პირადი ბანკირი;
3. საეჭვო/პრობლემური ტრანზაქციის აღმოჩენიდან რამდენ ხანში შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს ტრანზაქციის გასასაჩივრებლად?
საეჭვო/პრობლემურ ტრანზაქციის გასაჩივრებაზე, სასურველია ბანკს მიმართოთ ტრანზაქციის აღმოჩენისთანავე, დამატებით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ბანკს შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა;
4. ბანკის მხრიდან რა ვადაში სრულდება გასაჩივრებული ტრანზაქციის განხილვა და თანხის ანაზღურება?
თუ ბარათის მფლობელს/კლიენტს შეძენილი აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი:
თანხის ანაზღაურება და კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდება ბანკში განაცხადის დაფიქსირებიდან 3 სრულ სამუშაო დღეში. ანაზღაურება მოხდება ბარათის უსაფრთხოების სერვისის შესაბამისი პროდუქტის ლიმიტების შესაბამისად;
შენიშვნა: საეჭვო/პრობლემური ტრანზაქციის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა, რომ საბარათე ტრანზაქცია იყოს დამუშავებული და ჩამოჭრილი კლიენტის ანგარიშიდან, ანუ თანხა არ უნდა იყოს დაბლოკილი;
მაგალითი: თუ კლიენტმა, რომელსაც შეძენილი აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ბანკში განაცხადი დააფიქსირა შაბათს (არასამუშაო დღეს), ბარათის უსაფრთხოების სერვისის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას თანხა აუნაზღურდება და ანგარიშზე ჩაერიცხება ოთხშაბათს;
თუ ბარათის მფლობელს არ აქვს შეძენილი ბარათის უსაფრთხოების სერვისი:
ამ შემთხვევაშიც კლიენტს თანხა შესაძლებელია აუნაზღაურდეს. თუმცა თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება მიიღება ვიზა/მასტერქარდში გასაჩივრების ან ადგილობროვ მერჩანტებთან (საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზაქციის შემთხვევაში) პროცესის (შემთხვევის განხილვის) დასრულების შემდეგ, არაუმეტეს 55 სამუშაო დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადა გაიზარდოს, თუ გასაჩივრების პროცესში საჭირო გახდა არბიტრის ჩართვა ვიზა/მასტერქარდის წესების შესაბამისად;
5. თუ შეძენილი გაქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი, არის ისეთი შემთხვევები, რომ განაცხადის ბანკში დაფიქსირებიდან 3 დღეში არ მოხდეს გასაჩივრებული ტრანზაქციის თანხის ანაზღურება და ამას უფრო დიდი ვადა დასჭირდეს?
დიახ, ქვემოთმოყვანილ შემთხვევებში თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შესწავლას და გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა დასჭირდეს 3 დღეზე მეტი, თუმცა, როგორც წესი, არაუმეტეს 55 სამუშაო დღისა:
- ბარათზე ბლოკირებული თანხის განბლოკვა (დაბლოკილი თანხა, რომ კლიენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი);
- ბანკომატის მიერ დაკავებული თანხები (საზღვარგარეთ);
- ბარათის პინ-კოდით დადასტურებული ოპერაციები;
- 3D კოდით დადასტურებული ოპერაციები;
- ელ.კომერციის ოპერაციისას (ინეტერნეტში შესყიდვისას) თანხა არ აესახა მერჩანტს, რის გამოც კლიენტმა ვერ მიიღო სერვისი/მომსახურება;
- გადარიცხვები ბიუჯეტში და სახელმწიფო ორგანიზაციებში;
- საბროკერო კომპანიებში ტრანზაქციები;
- საგადახდო პროვაიდერების ტრანზაქციები (მაგალითად: კომუნალური გადახდები, მობილური ბალანსის შევსება თიბისი ფეის/გადაიხადე/mypay.ge და სხვა მსგავსი პროვაიდერის არხებით);
- დაგვიანებით დამუშავებული საბარათე ტრანზაქციები. მაგალითად კლიენტმა 1 იანვარს ბარათით გადაიხადა 150 ლარი, რომელიც დაიბლოკა მის ანგარიშზე, ხოლო 31 იანვარს ეს ბლოკი მოიხსნა, ამასთან გადახდის შესაბამისი თანხის (150 ლარი) ჩამოჭრა მოხდა დაგვიანებით, 15 თებერვალს];
- DCC-ის სერვისის გამოყენებით საკურსო სხვაობების ანაზღაურების მოთხოვნა (როდესაც თანხის გადახდა სრულდება კლიენტისთვის სასურველ ვალუტაში და არა იმ ქვეყნის ვალუტაში, რომელშიც სრულდება ტრანზაქცია);
- ბანკების ფილიალებიდან გატანილი თანხები
6. იურიდიულ პირს შეუძლია შეიძინოს ბარათის უსაფრთხოების სერვისი?
იურიდიულ პირს ამ ეტაპზე არ შეუძლია ისარგებლოს ბარათის უსაფრთხოების სერვისის პროდუქტებით;
![]() ონლაინ რეგისტრაცია
ამ ეტაპზე ონლაინ რეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
|
ონლაინ რეგისტრაცია
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |