გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით 

მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა სხვის ანგარიშზე, მხოლოდ მისი მობილურის ნომრის მითითებითაც კი შესაძლებელია.

ინტერნეტ და მობაილბანკით შეგიძლიათ გადარიცხოთ:

  • 500 ლარამდე* თანხა მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით;
  • 20 ლარამდე თანხა საკომისიოს გარეშე.

 

გადმორიცხული თანხის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თანხის ავტომატურად მისაღებად, პირდაპირი გადარიცხვის სერვისს მიაბით თქვენი ანგარიშის ნომერი.

თუ  მობილურზე უკვე მიბმული გაქვთ თიბისის ანგარიშის ნომერი, მაშინ ანგარიშის ცვლილებისთვის მიჰყევით ბმულს

მობაილ ბანკით თანხის გადარიცხა სხვის ანგარიშზე, მხოლოდ მისი მობილურის ნომრის მითითებითაც კი შესაძლებელია.

*გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლარში, საქართველოს მასშტაბით.

Product img

როგორ მუშაობს?

  • ინტერნეტ ან მობაილბანკში ირჩევთ "გადარიცხვა მობილურის ნომრით";
  • უთითებთ მიმღების მობილურის ნომერს, სახელს და გადასარიცხ თანხას (არ არის აუცილებელი, რომ მობილურის ნომერი აუცილებლად მიმღების სახელზე იყოს რეგისტრირებული);
  • მითითებულ ნომერზე ტექსტური შეტყობინების სახით იგზავნება ინტერნეტბმული და გადარიცხვის კოდი;
  • მიმღები გადადის ტექსტური შეტყობინებით მიღებულ ბმულზე, უთითებს ლარის ანგარიშის ნომერს და ადასტურებს თანხის მიღებას*;
  • თუ თანხის მიმღები თიბისი ბანკის კლიენტია, სისტემა ავტომატურად უჩვენებს მისი ანგარიშის სიას, საიდანაც შეუძლია აირჩიოს სასურველი ანგარიში თანხის მისაღებად;
  • თუ მიმღები 3 დღის ვადაში არ დაადასტურებს თანხის მიღებას, მაშინ თანხა ავტომატურად უბრუნდება უკან გადამრიცხავს;
  • თიბისი ბანკის კლიენტთან გადარიცხვა მომენტალურად აისახება მიმღების ანგარიშზე (როგორც კი მიმღები დაადასტურებს მას)*.

 

*თუ მიმღები ტექსტური შეტყობინებით მიღებულ ბმულზე გადავა კომპიუტერიდან, მაშინ უნდა აკრიფოს ის კოდი, რომელიც ტექსტური შეტყობინებით მიიღო. მობილურიდან პირდაპირ ბმულზე გადასვლისას, კოდის შეყვანა საჭირო არ არის.

**სხვა ბანკის ანგარიშზე გადარიცხვისას თანხის ასახვას, შესაძლოა, მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე დასჭირდეს.

ტარიფები

გადასარიცხი თანხის ოდენობა ტარიფი
0 - 20.00 ლარი უფასო
20.01 - 500.00 ლარი 1 ლარი
*P2P გადარიცხვა თუ არ მიიღო მიმღებმა ან თვითონ გადამრიცხავმა გააუქმა გადარიცხვა, საკომისიო 1 ლარი უკან უბრუნდება კლიენტს

უსაფრთხოება და გადარიცხვის ლიმიტები

  • ყველა პირდაპირ გადარიცხვას აქვს უნიკალური 10-ნიშნა კოდი, რომლის ვადაა 3 დღე;
  • პირდაპირი გადარიცხვის სისტემა აკონტროლებს, რომ ერთჯერადი კოდი იყოს უნიკალური, ეკუთვნოდეს კონკრეტულ მომხმარებელს, რომელიც გამგზავნმა მიუთითა;
  • გადარიცხვების დასადასტურებლად აუცილებელია ერთჯერადი კოდის გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადარიცხვის თანხა ნაკლებია 45 ლარზე. ამასთან, კოდი მოითხოვება იმ შემთხვევაშიც, თუ P2P გადარიცხვების ჯამური თანხა თვის განმავლობაში აჭარბებს 500 ლარს, ან სხვა კლიენტებთან ნებისმიერი ტიპის გზავნილით გადარიცხული თანხების ჯამი თვის განმავლობაში გადააჭარბებს 1500 ლარს;
  • ერთ კლიენტთან თვის განმავლობაში შესაძლებელია მაქსიმუმ 3000 ლარის გადარიცხვა

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვისარგებლო პირდაპირი გადარიცხვის სერვისით?
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ინტერნეტ/მობაილბანკიდან გადარიცხვების მენიუში "გადარიცხვა მობილურის ნომრით" არჩევით.

რომელ ანგარიშზე ჩამერიცხება თანხა?
მიმღები თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს თნხის მიღება.

შემიძლია, რომ სხვისი ანგარიში მივუთითო თანხის ჩასარიცხად?
შესაძლებელია როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის ანგარიშის მითითება.

როგორ გავიგო, ადრესატმა მიიღო თუ არა თანხა? 
როდესაც ადრესატი დაადასტურებს ან უარყოფს თანხის მიღებას, მიიღებთ ტექსტურ შეტყობინებას.

რა ხდება, თუ მიმღებმა არ მიუთითა ანგარიში 3 დღეში?
ასეთ შემთხვევაში, გადარიცხული თანხა ავტომატურად დაბრუდნება გადამრიცხავის ანგარიშზე. 

როგორ მივიღო გადმორიცხული თანხა?

თანხის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გადმორიცხული თანხა ასევე ავტომატურად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს თიბისის ანგარიშზე, თუ შემდეგ ბმულს მიჰყვებით. 

როგორ შევცვალო ანგარიში, რომელზეც პირდაპირ გადარიცხვებს ავტომატურად ვიღებ?

თუ მობილურის ნომერზე უკვე მიბმული გაქვთ  თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი, რომელზეც გადარიცხვებს ავტომატურად იღებთ, მაშინ ამ ანგარიშის ცვლილებისთვის მიჰყევით ბმულს.