ანგარიშის გახსნა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირებისთვის
„საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირებისთვის ანგარიშის გასახსნელად წარმოდგენილი/გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ანგარიშის გახსნის მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისო პასპორტი ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დასაშვები სხვა დოკუმენტი);
2. თვითდეკლარაცია საქართველოში საბანკო მომსახურების / პროდუქტების მიღების / სარგებლობის საჭიროების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ანგარიშის გახსნის მიზნის და მოსალოდნელი საბანკო ოპერაციების შესახებ (ფორმდება ბანკში ვიზიტის დროს).
3. ბანკის მიერ შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნას:
• ანგარიშზე ჩასარიცხი/განსათავსებელი თანხების წარმოშობის წყაროს დოკუმენტაცია
• სპეციალური კითხვარის შევსება
• იურიდიული/ფაქტობრივი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი
• ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს პირის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ / გაცხადებულ ინფორმაციას.
• ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ნებისმიერი დოკუმენტი / ინფორმაცია."