გადაიხადეთ TBC Wallet-ით, პლასტიკური ბარათების გარეშე!
გადმოწერეთ აპლიკაცია Play Store-დან

TBC Wallet საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაიხადოთ მობილური აპლიკაციით ყველა სავაჭრო ობიექტში, იმ ტერმინალებზე, რომელსაც უკონტაქტო ტრანზაქციების მხარდაჭერა აქვს
  • დაამატოთ თქვენი თიბისი ბანკის ვიზა  ან/და მასტერკლას ბარათები
  • აირჩიოთ ფავორიტი ბარათი, რომლითაც გსურთ ავტომატურად გადახდა
  • დააგროვოთ ერთგული ქულები სადებეტო ბარათებზე (0,5%) და საკრედიტო ბარათებზე (1%)

სარგებლობისთვის რა არის საჭირო?

  • უნდა ფლობდეთ Android-ის სისტემის სმარტფონს მინიმუმ 4.4 ვერსიის
  • სმარტფონს უნდა ჰქონდეს NFC მხარდაჭერა
  • საჭიროა სარგებლობდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ, ან მობაილ ბანკით
  • უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია Play Store-დან, გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი ინეტრნეტ/მობაილ ბანკის მონაცემებით,  ბოლოს კი დაამატოთ თქვენი თიბისი ბანკის ბარათები.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სარგებლობა სრულიად უფასოა*

დაიწყეთ TBC Wallet-ით სარგებლობა და გაიმარტივეთ გადახდის პროცესი!

Product img

Android app on

Google Play


ხშირად დასმული კითხვები

რა არის თიბისი საფულე?

თიბისი საფულე ანდროიდის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ სავაჭრო,  თუ მომსახურების ობიექტზე, სადაც აქვთ POS ტერმინალი, გადაიხადოთ მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გარეშე. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტერმინალზე, რომელსაც აქვს უკონტაქტო ტრანზაქციბის მხარდაჭერა. თიბისი საფულე საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი Visa ან MasterCard ბარათი და შეასრულოთ სასურველი ტრანზაქცია. აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენს მიერ შესრულებული ტრანზაქციები.

ვის შეუძლია ისარგებლოს თიბისი საფულით?

თიბისი საფულით სარგებლობა შეუძლია TBC ბანკის კლიენტს, ვისაც აქვს VISA ან MasterCard ბარათი, სარგებლობს თიბისის ინტერნეტ ან/და მობაილ  ბანკით და აქვს NFC მხარდაჭერის მქონე ანდროიდ ტელეფონი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მობილური ტელეფონი, რომ ვისარგებლო თიბისი საფულით?

მობილურ ტელეფონს უნდა ქონდეს ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა და NFC მხარდაჭერა.

ფასიანია თუ არა თიბისი საფულე?

აპლიკაციით სარგებლობა უფასოა. აპლიკაციას სჭირდება ინტერნეტი, რაზეც გავრცელდება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტული ტარიფი. თიბისი საფულით განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირი დამატებითი ტარიფები არ მოქმედებს.

როგორ დავაყენო თიბისი საფულის აპლიკაცია მობილურ ტელეფონში?

აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Google Play-დან! ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად, იპოვოთ აპლიკაცია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Wallet, ან გამოიყენოთ Google Play-ს ძიების ფუნქცია.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

იმისთვის, რომ ისარგებლოთ თიბისი საფულით, საჭიროა, სარგებლობდეთ თიბისის ინტერნეტბანკით/მობაილბანკით. რეგისტრაციის გასავლელად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1. ავტორიზაციის გვერდი: შეიყვანეთ თიბისი ინტერნეტბანკის/მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
2. SMS ავტორიზაცია: შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენს ნომერზე გამოგზავნილი კოდი. თუკი დაფიქსირებული მობილური ნომერი არ ემთხვევა თქვენს რეალურ ნომერს, საჭირო იქნება ტელეფონის ნომრის შეცვლა ინტერნეტბანკის საშუალებით, ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე;
3. პასკოდის დაყენება: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი 5 ნიშნა პასკოდი. პასკოდის საშუალებით თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ აპლიკაციაში შესვლას;
4. თითის ანაბეჭდის ფუნქცია (თუ თქვენს ტელეფონს ეს ფუნქცია არ აქვს, გამოტოვეთ ეს საფეხური): იმ შემთხვევაში თუ ტელეფონს აქვს თითის ანაბეჭდით ტელეფონის განბლოკვის ფუნქცია, აპლიკაცია შემოგთავაზებთ თიბისი საფულისთვის თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის ჩართვას. ჩართვის შემთხვევაში თიბისი საფულის აპლიკაციაში შესვლას შეძლებთ უკვე თითის ანაბეჭდით.

როგორ დავამატო ბარათი აპლიკაციაში?

როდესაც აპლიკაციის მომხმარებელი ხართ და ახალი ბარათების დამატება გსურთ:
1. მთავარ გვერდზე, ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ თქვენი პროფილის სურათს, თქვენი სახელის და გვარის გვერდით. შედეგად გახსნით მთავარ მენიუს;
2. დააჭირეთ ღილაკს "ბარათების მართვა";
3. გამოგიჩნდებათ იმ ბარათების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობთ თიბისი ბანკში, აირჩიეთ სასურველი ბარათ(ებ)ი და დააჭირეთ ღილაკს "შემდეგ";
4. აირჩიეთ ძირითადი ბარათი. ძირითადი ბარათი გამოიყენება გადახდების შესასრულებლად თიბისი საფულის გახნის გარეშე (იხ. კითხვა „რა არის გადახდის მეთოდი?").
5. ბარათ(ებ)ის დამატებას რამდენიმე წუთი სჭირდება, რის შემდეგაც ბარათ(ებ)ი გამოგიჩნდებათ მთავარ გვერდზე.

როდესაც აპლიკაციას იყენებთ პირველად: მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს "ბარათების დამატება" და გაიარეთ ზემოთ ჩამოთვლილი საფეხურები მე-3 საფეხურიდან.

რა არის ძირითადი ბარათი?

ძირითადი ბარათი გამოიყენება გადახდების შესასრულებლად თიბისი საფულის გახსნის გარეშე, ტელეფონის განბლოკვით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კითხვა „რა არის გადახდის მეთოდი?"). აპლიკაცია მოგთხოვთ ძირითადი ბარათის არჩევას ბარათების დამატების შემდეგ. ძირითადი ბარათის შეცვლა შესაძლებელია მთავარ გვერდზე ბარათზე ვარსკვლავის მონიშვნით.

როგორი ტიპის ბარათების დამატება არის შესაძლებელი?

თიბისი საფულეში შეგიძლიათ დაამატოთ თიბისი ბანკის VISA და MasterCard ბარათები.

როგორ გადავიხადო თიბისი საფულით?

თიბისი საფულით გადახდა ისევე ხდება, როგორც პლასტიკური ბარათით: მიიტანეთ ტელეფონის უკანა მხარე ტერმინალთან. საუკეთესო შედეგისათვის ნუ შეახებთ ტელეფონს ტერმინალს, ტელეფონსა და ტერმინალს შორის დატოვეთ 1-2 სმ.

იხ. მეტი ინფორმაცია გადახდის მეთოდის შესახებ.

დამერიცხება თუ არა ერთგულის ქულები თიბისი საფულით სარგებლობისას?

თიბისის საფულით გადახდისას დაგერიცხებათ უფრო მეტი ქულა, ვიდრე სტანდარტული ბარათით გადახდის შემთხვევაში.

 

  • აპლიკაციიდან სადებეტო ბარათით გადახდისას დაგერიცხებათ გადახდილი თანხის 0.5% ერთგული ქულა.
  • აპლიკაციიდან საკრედიტო ბარათით გადახდისას დაგერიცხებათ გადახდილი თანხის 1% ერთგული ქულა.

 

გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათების შემთხვევაში ქულების ნაწილი დაგერიცხებათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაგერიცხებათ არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

მჭირდება თუ არა ტერმინალზე ბარათის პინ-კოდის შეყვანა?

თიბისი საფულით გადახდისას ტერმინალზე პინ-კოდის შეყვანა არ არის საჭირო (ნებისმიერ თანხაზე). ეს VISA-ს და Mastercard-ის საერთაშორისო საგადამხდელო სტანდარტია, ბარათის პინ-კოდით ტრანზაქციის დადასტურებას ამ შემთხვევაში ანაცვლებს ტელეფონის განბლოკვა/აპლიკაციაში შესვლა პასკოდით ან თითის ანაბეჭდით.

რა არის გადახდის მეთოდი?

აპლიკაციას აქვს 2 გადახდის მეთოდი: გადახდა აპლიკაციაში შესვლით და გადახდა ტელეფონის განბლოკვით. მეთოდის არჩევა შეიძლება პარამეტრებიდან.
გადახდა აპლიკაციაში შესვლით: ეს სტანდარტული გადახდის რეჟიმია, რომელიც დაყენებულია აპლიკაციის პირველადი მოხმარებისას. იმისთვის რომ გადაიხადოთ ამ მეთოდით, აუცილებელია, გახსნათ აპლიკაცია, აირჩიოთ სასურველი ბარათი თითის ასმით და ამის შემდეგ მიიტანოთ ტელეფონი ტერმინალთან.
გადახდა ტელეფონის განბლოკვით: ეს გადახდის უფრო მარტივი მეთოდია, ამ შემთხვევაში აპლიკაციის გახსნა საჭირო არ არის, უბრალოდ უნდა განბლოკოთ თქვენი ტელეფონი. ამის შემდეგ მიიტანეთ ტელეფონი ტერმინალთან. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ რეჟიმით, აუცილებელია, ტელეფონზე გეყენოთ ეკრანის განბლოკვის შესაბამისი უსაფრთხოება (პასკოდი, თითის ანაბეჭდი...). მარტივი მეთოდით გადახდა შეგიძლიათ მხოლოდ 45 ლარამდე. 45 ლარს ზემოთ მარტივი მეთოდით გადახდისას, აპლიკაცია ავტომატურად გაიხსნება და დაგჭირდებათ აპლიკაციაში შესვლა. შესვლის შემდეგ კვლავ უნდა დაადოთ ტელეფონი ტერმინალს, რითაც დასრულდება გადახდა.

რას ნიშნავს Default mobile payment service (Tap and Pay default app)?

ეს ანდროიდის ოპერაციული სისტემის პარამეტრია. თუ თქვენს ტელეფონში გაქვთ 1-ზე მეტი გადახდის აპლიკაცია, ამ პარამეტრით ირჩევთ მთავარ აპლიკაციას. იმისათვის, რომ თიბისი საფულემ იმუშაოს გამართულად, აუცილებელია გადახდის მთავარ აპლიკაციად არჩეული იყოს TBC Wallet. სხვადასხვა მწარმოებლების ტელეფონზე ამ პარამეტრის დასახელება შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს.

როგორ მოვიქცე, თუ დავკარგავ ბარათს ან მობილურს?

ბარათის ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ჩვენს სატელეფონო სერვის ცენტრში ნომერზე: (+995 32) 227 27 27 და განაცხადეთ დაკარგული მობილურის/ბარათის შესახებ, ან ეწვიეთ თიბისი ბანკის რომელიმე ფილიალს. უსაფრთხოების მიზნით, თიბისი ბანკის წარმომადგენელი დაკარგული ბარათის შემთხვევაში დაბლოკავს ბარათს, ხოლო დაკარგული მობილურის შემთხვევაში დაბლოკავს თქვენს აპლიკაციას.

რა არის პასკოდი?

პასკოდი არის 5 ნიშნა კოდი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში შესვლა. პასკოდის შეცვლა შეგიძლიათ პარამეტრებიდან.
პასკოდის დავიწყების შემთხვევაში, მისი აღდგენა შეგიძლიათ პასკოდით ავტორიზაციის გვერდიდან. ამ შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს "პრობლემა გაქვთ?".
იხ. მეტი როგორ აღვადგინო დავიწყებული პასკოდი

როგორ აღვადგინო დავიწყებული პასკოდი?

პასკოდის დავიწყების შემთხვევაში:
1. პასკოდით ავტორიზაციის გვერდზე დააჭირეთ ღილაკს "პასკოდის აღდგენა";
2. შეიყვანეთ თქვენი ინტერნეტბანკის/მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
3. SMS-ის შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენს ნომერზე გამოგზავნილი კოდი;
4. დააყენეთ თქვენთვის სასურველი ახალი 5 ნიშნა პასკოდი. შემდეგ ნაბიჯზე საჭირო იქნება პასკოდის გამეორება;

მუშაობს თუ არა თიბისი საფულე ინტერნეტის გარეშე

თიბისი საფულეს გამოყენება შეიძლება ინტერნეტის წვდომის გარეშეც, თუმცა ამ დროს ფუნქციონალი შეზღუდულია. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ აპლიკაციაში, განახორციელოთ გადახდა, შეცვალოთ პასკოდი, შეცვალოთ ენა, გააუქმოთ ანგარიში. თუმცა ვერ შეძლებთ ახალი ბარათების დამატებას. ასევე შეზღუდულია გადახდების რაოდენობა და ნაშთის ნახვა.

შემიძლია თუ არა ერთდროულად ვისარგებლო თიბისი საფულით და სტიკერით?

არ შეიძლება. თიბისი საფულის გააქტიურების შემდეგ აუცილებელია გადახდის სტიკერი მოხსნათ მობილურ ტელეფონს.

რატომ აღარ მიჩანს ბარათი/ბარათები?

თუკი აპლიკაციაში შესვლის შემდეგ რომელიმე ბარათი აღარ გიჩანთ, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:
- ბარათს გაუვიდა ვადა;
- ბარათი გაუქმდა;
ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას აპლიკაციაში შესვლისთანავე. ბარათთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაგებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32) 227 27 27

რატომ ვერ ვამატებ ბარათს?

ბარათს შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ამატებდეთ:
- არ გაქვთ წვდომა ინტერნეტთან. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ინტერნეტს და სცადეთ თავიდან;
- ტექნიკური პრობლემა მოხდა თქვენი მოთხოვნის გამოგზავნის დროს. ამ დროს სცადეთ ბარათების დამატება კიდევ ერთხელ რამდენიმე წუთში;
- ბარათი, რომლის დამატებასაც ცდილობთ არის დაბლოკილი, გაუქმებული ან ვადაგასული. დეტალური ინფორმაციის გასაგებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32) 227 27 27

რატომ ვეღარ ვიხდი?

გადახდების პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი:
- არ გაქვთ კავშირი ინტერნეტთან და ამოგეწურათ ოფლაინ გადახდების ლიმიტი. ამ დროს დაუკავშირდით ინტერნეტს და თავიდან სცადეთ გადახდა;
- ვერ მყარდება კავშირი ტერმინალთან, თავიდან დაადეთ ტელეფონი ტერმინალს;
- იხდით აპლიკაციის გახსნის გარეშე და თქვენი ძირითადი ბარათი დაბლოკილი, ვადაგასული ან გაუქმებულია. ამ შემთხვევაში გახსენით აპლიკაცია და შეამოწმეთ ბარათი. თუ ბარათს აქვს პრობლემა, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას;
- იხდით აპლიკაციის გახსნის გარეშე და პარამეტრებში არ გაქვთ დაყენებული გადახდის მარტივი მეთოდი. ამ შემთხვევაში საჭიროა პარამეტრებიდან გადახდის მარტივი მეთოდის არჩევა;
- თიბისი საფულე არ არის დაყენებული გადახდის მთავარ აპლიკაციად. იხ. კითხვა რას ნიშნავს Default mobile payment service (Tap and Pay default app)?"

სად ვნახო ტრანზაქციების ისტორია?

თიბისი საფულეში შეგიძლიათ ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ნახვა. მთავარ გვერდზე დააჭირეთ „ტრანზაქციებს" ბარათის ქვემოთ, რომ იხილოთ ამ ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ჩამონათვალი. ტრანზაქციები დალაგებულია დროის მიხედვით.

საფულის დეაქტივაცია

საფულის დეაქტივაციისას წაიშლება თქვენს აპლიკაციაში დამატებული ყველა ბარათის ინფორმაცია. საფულის აღდგენისათვის თქვენ თავიდან მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა.

How to Register?

Register online

Register online without leaving your home.

You have to register for Internet and Mobile Banking in order to use TBC Wallet

(+995 32) 227 27 27

Call 24 hours a day, 7 days a week or request a call back.

Visit a branch

Register at the nearest branch.
Register online
Call me
Find branch
Thank you for reaching us
We will contact you as soon as possible
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()