გადარიცხვის ახალი ფუნქციონალი მობაილბანკში.
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე. მობაილბანკიდან ამ დრომდე შესაძლებელი იყო თანხის გადარიცხვა ანგარიშის და მობილურის ნომრით, დღეიდან კი პირადი ნომრით გადარიცხვაც დაემატა. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მომხმარებლებს დღეიდან უკვე შეუძლიათ. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასოა. გადმოიწერე მობაილბანკის აპლიკაცია:
iOS-ისთვის - გადმოწერა Android-ისთვის - გადმოწერა |
|