ციფრულ ბარათს ელ.კომერციაში გადახდის ფუნქცია დაემატა

 

აქ. ახლა, თიბისის და ვიზას მომხმარებლებისთვის პირველი ციფრული ბარათი ხელმისაწვდომია, როგორც ონლაინ ასევე სავაჭრო ობიექტებში გადახდისთვის. 
ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ელექტრონულ კომერციაში და ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

 

დამატებითი ინფორმაცია ციფრული ბარათის შესახებ:
  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • უკვეთავს მარტივად მობაილ ან ინტერნეტბანკიდან:
  • არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად მობაილ ან ინტერნეტბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა
  • ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში/ელ.კომერციაში
 

ბარათის პირობები

ციფრული ბარათი - ფიზიკური პირებისთვის

ბარათის კლასი

ვიზა გოლდი

ბარათის მოქმედების ვადა

2 წელი

ATM-ში განაღდების დღიური ლიმიტი

2,000

ბარათის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო

1 ლარი *

ყიდვის დრიური ლიმიტი (POS. ონლაინ გადახდა)

10,000 ლარი

განაღდების საკომისიო, ციფრული საფულის შესაბამისად

0.2%

 
პროდუქტის ვალუტა:
 
ციფრული სადებეტო ბარათის ანგარიშზე შესაძლებელია შემდეგი ვალუტების მიბმა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო;
 
ციფრული ბარათის დაკვეთის განაცხადის მიღების არხები:
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკი;
 
ციფრული ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა:
  • ციფრული ბარათის დაბლოკვას, მომხმარებელი განახორციელებს ბანკში ყველა არსებული არხით (ინტერნეტ/მობაილ ბანკი, ბანკის ცხელ ხაზზე დაკავშირება, ფილიალში ვიზიტი).

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სრულად თავისუფლდებიან ბარათის შეკვეთის და მომსახურების საკომისიო გადასახადებისგან.