თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.
ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.
ციფრული ბარათის უპირატესობებია:
ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება. ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. |
|