ბარათის დამზადება და საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ არსებული კლიენტისთვის, რომელსაც თიბისი ბანკში გახსნილი აქვს საბარათე ანგარიში.

 

თუ იმყოფებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ ბარათის განახლება, თქვენთვის სასურველ ქვეყნაზე საკურიერო მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ თიბისის:

  • სატელეფონო სერვის-ცენტრის საშუალებით;
  • ინტერნეტ-ბანკით გამოგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;

 

აღსანიშნავია, რომ VISA/MasterCard ბარათით განხორციელებული გარიგებები გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება კლიენტის ანგარიშზე ბანკში. ბანკის საინფორმაციო სერვისებით შესაძლებელია ბანკში მოუსვლელად რეალურად განხორციელებული ყველა გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღება.

*შესყიდვ(ებ)ის კვირის ლიმიტში იგულისხმება ავტორიზაციები ბარათის მონაცემების გამოყენებით, რაც გულისხმობს როგორც ბარათის საშუალებით შესყიდვებს, ასევე უშუალოდ ბარათზე ჩარიცხულ/დაბრუნებულ თანხებს სხვადასხვა ობიექტების მხრიდან.


ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

  1. ვისთვის არის შესაძლებელია  საზღვარგარეთ ბარათის გაგზავნა?

 

ბარათის დამზადება და საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ არსებული კლიენტისთვის, რომელსაც თიბისი ბანკში გახსნილი აქვს ერთი საბარათე ანგარიში მაინც.

 

  1. რა ტიპის ბარათის დამზადებაა შესაძლებელი საზღვარგარეთ მყოფი კლიენტისთვის?

 

საზღვარგარეთ გასაგზავნად შესაძლებელია დამზადდეს:

  • Visa/Mc Gold ბარათი;

 

 

  1. როგორია ბარათის ლიმიტები და საკომისიო?

 

Visa/Mc Gold ბარათის შემთხვევაში:

ყოველთვიური საკომისიო

2.5 ლარი

ბარათიდან განაღდება სხვა ბანკომატებში

2%, მინ. 3 აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი ან 6 ლარი

სხვა ბანკის სერვის ცენტრში ტერმინალზე ბარათიდან განაღდება

2%, მინ. 3 აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი ან 6 ლარი (ლარის ანგარიშიდან)

ბარათის აღდგენა

2.5 ლარი

კვირის შესყიდვის ლიმიტი

100,000 ლარი ან ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში

ATM; განაღდების ლიმიტი

20 000 GEL (24 საათი) 75 000 GEL (168 საათი) ან ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში

 

ნაკრების ფარგლებში, ბარათის განახლების შემთხვევაში, დამატებით ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს (2.5 ლარი) გადახდა არ მოითხოვება.

 

  1. როგორ არის შესაძლებელი ბარათის განახლებაზე მოთხოვნის დაფიქსირება?

 

ბარათის განახლების მოთხოვნა შეგიძლიათ დააფიქსიროთ:

  • სატელეფონო სერვის ცენტრში;
  • ინტერნეტ ბანკში, ტექსტური შეტყობინების საშუალებით;

 

 

 

  1. რომელია მომსახურე საკურიერო კომპანია?

 

 მომსახურე საკურიერო კომპანია  არის UPS.

 

  1. შესაძლებელია მინდობილობით ბარათის განახლება და საზღვარგარეთ გაგზავნა?

 

დასაშვებია მინდობილობით ბარათის განახლება და საზღვარგარეთ გაგზავნა, თუ მინდობილობით, რწმუნებულ პირს აქვს ბარათის განახლებასთან დაკავშირებით სავალდებულო პროცედურების შესრულების  უფლება.

 

  1.  როგორია ბარათის გაგზავნის ხარჯები ქვეყნების მიხედვით?

 

ევროპა

კანადა/ამერიკა

დსთ

სხვა დანარჩენი

64 ₾

77 ₾

63 ₾

103 ₾


მოცემული ტარიფები არის საორიენტაციო. ზუსტი ტარიფის დათვლა შესაძლებელია მიმღების ქვეყანა/ქალაქის საფოსტო ინდექსის საშუალებით.
მიმღების  საფოსტო ინდექსიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ღირებულებას შესაძლებელია დაემატოს დამატებითი მომსახურების საფასური, რომელიც შეადგენს დაახლოებით 35 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

ბარათის და პინ კოდის გაგზავნა ხდება ერთ გზავნილად, ცალ-ცალკე კონვერტით.

 

  1. რა ვადაში ხდება ბარათის ჩაბარება?

 

როდესაც გზავნილს არ აქვს შეფერხება, ჩაბარებას ჭირდება საშუალოდ  7 სამუშაო დღე.

პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვადა გაიზარდოს 14 სამუშაო დღემდე.

 

  1. რა ხდება, როდესაც მიმღები  ვერ იბარებს ბარათს?

 

თუ პირველ ჯერზე მიმღები ვერ ჩაიბარებს გზავნილს,კურიერს კიდევორი მცდელობა აქვს რომმიიტანოს მითითებულ მისამართზე.
თუ სამივე მცდელობის შემდეგ, ვერ მოხდება გზავნილის ჩაბარება, ქვეყნის რეგულაციიდან გამომდინარე, ან დაუბრუნდება გამგზავნს, ან განადგურდება.

 

 

  1. როგორ ხდება გზავნილის მდებარეობის დადგენა?

 

გზავნილის მდებარეობის დადგენა შესაძლებელია UPS-ის ვებ-გვერდის მეშვეობით, Tracking განყოფილებაში გზავნილის ნომრის (Tracking number) გადამოწმებით.

გზავნილის ნომერი კლიენტს გადაეცემა ინტერნეტ ბანკის შეტყობინებით, სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში. ( Tracking | UPS - United States )