1 მაისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე საბანკო ბარათით (სადებეტო/საკრედიტო), პირველივე უკონტაქტო პინის გარეშე ტრანზაქციის შესრულებისას, მიუხედავად ტრანზაქციის ოდენობისა, თუ უკონტაქტო პინის გარეშე უკვე შესრულებული ტრანზაქციების ჯამური ოდენობა შეადგენს 600 ლარს, საჭირო იქნება აღნიშნული ტრანზაქციის პინ კოდით დადასტურება. პინ კოდის შეყვანის შემდეგ, დადგენილი 600 ლარიანი ლიმიტის დაანგარიშება დაიწყება თავიდან და ყოველი შემდგომი გადახდა შესრულდება წინამდებარე წესის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება ელექტრონული საფულით (Google pay, Apple Pay, TBC Wallet) შესრულებულ ტრანზაქციებზე, ასევე ტრანსპორტით მგზავრობისა და პარკირების საფასურის გადახდისთვის განკუთვნილ თვითმომსახურების ტერმინალებზე შესრულებულ ტრანზაქციებზე |
|