გახსენი
  • მარტივად გაასხვისეთ სერტიფიკატი
  • აიღეთ სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხი

ზოგადი აღწერა

თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტის დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, ამავე სერტიფიკატით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებაზე.

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით (ნომინალით), მასზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად და ვადის ბოლოს იფარება ნომინალური ღირებულებით.

მაგალითად კლიენტს სურს საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შემდეგი პირობებით:

  • ანაბრის თანხა - (სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება) - 10,000 ლარი;
  • ვადიანობა - 12 თვე;
  • სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელი - 9.0%;
  • კლიენტის ყოველთვიური სარგებელი იქნება - 75 ლარი, ხოლო წლიური - 900 ლარი;
  • ანაბრის თანხა ვადის ბოლოს იქნება - (სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება) - 10,000 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გადაწყვეტს, კლიენტის სურვილის საფუძველზე ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, კლიენტი ვალდებული იქნება სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილ ვადაზე გადაუხადოს ბანკს საკომისიო, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: სადეპოზიტო სერთიფიკატის გამოსყიდვის დღეს (მომენტში), სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილი ვადის ანალოგიური ვადიანობის ბანკში მოქმედი მიმდინარე სადეპოზიტო სერთიფიკატის საპროცენტო სარგებელს ან სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილი ვადის შემდგომი ვადის მქონე სადეპოზიტო სერთიფიკატის (იმ შემთხვევაში, თუ  სადეპოზიტო სერთიფიკატის დარჩენილი პერიოდის ვადიანობის სერთიფიკატი (პროდუქტი) ბანკს არ გააჩნია) საპროცენტო სარგებელს დამატებული 3%.

*ბანკი იტოვებს უფლებას უარი თქვას გაყიდული სადეპოზიტო სერთიფიკატის ვადაზე ადრე უკან გამოსყიდვაზე.

საპროცენტო განაკვეთები

თვე

განაკვეთი

ლარი

აშშ დოლარი

ევრო

ფუნტი

3 თვე

ნომინალური

7.50 %

1.00%

0%

0%

ეფექტური

7.76 %-დან

1.00%-დან

0.00%-დან

0.00%-დან

6 თვე

ნომინალური

8.50 %

1.80%

0.00%

0.30%

ეფექტური

8.84 %-დან

1.81%-დან

0.00%-დან

0.30%-დან

9 თვე

ნომინალური

9.00 %

2.55%

0.10%

1.05%

ეფექტური

9.38 %-დან

2.58%-დან

0.10%-დან

1.06%-დან

12 თვე

ნომინალური

9.50 %

3.30%

0.60%

1.75%

ეფექტური

9.92 %-დან

3.35%-დან

0.60%-დან

1.76%-დან

18 თვე

ნომინალური

9.55 %

3.55%

0.70%

1.95%

ეფექტური

9.98 %-დან

3.61%-დან

0.70%-დან

1.97%-დან

24 თვე

ნომინალური

9.70 %

3.75%

1.05%

2.25%

ეფექტური

10.14 %-დან

3.82%-დან

1.06%-დან

2.27%-დან

36 თვე

ნომინალური

9.85 %

3.80%

1.30%

2.35%

ეფექტური

10.31 %-დან

3.87%-დან

1.31%-დან

2.38%-დან

48 თვე

ნომინალური

9.90 %

3.90%

1.65%

2.60%

ეფექტური

10.36 %-დან

3.97%-დან

1.66%-დან

2.63%-დან

60 თვე

ნომინალური

10.10%

4.00%

1.85%

2.75%

ეფექტური

10.58%-დან

4.07%-დან

1.87%-დან

2.78%-დან

 

პირობები

  • სერთიფიკატის მინიმალური თანხა შეადგენს 5,000 ერთეულს;
  • სერტიფიკატის ყიდვა უფასოა;
  • სერტიფიკატის მფლობელობის დამადასტურებელი არის ბანკის სერტიფიკატის რეესტრში არსებული ჩანაწერი;
  • სერტიფიკატის მფლობელს თიბისი ბანკი აძლევს ამონაწერს სერტიფიკატის რეესტრიდან და ასევე აფორმებს მასთან სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის ხელშეკრულებას;
  • სერტიფიკატზე თანხის დამატება არ არის დაშვებული;
  • სერტიფიკატზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას;
  • სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ბანკის თანხმობის გარეშე ნებისმიერ პირზე გაასხვისოს სერტიფიკატი;
  • ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს კლიენტისგან სადეპოზიტო სერტიფიკატი"
  • სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო შეადგენს ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 50 ლარს;
  • სერტიფიკატის გასხვისების ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს თიბისი ბანკში;
  • სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია იმავე ვადიანობის ახალი სერტიფიკატის შეძენა;
  • სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია თიბისი ბანკში აიღოს სესხი სერტიფიკატის ყიდვის ღირებულების ფარგლებში, მისი უზრუნველყოფით, სერტიფიკატის პროცენტს + 3% წლიური საპროცენტო განაკვეთით*. მაგალითად, თუ სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 9.5%-ს, სესხის აღება ამ სერტიფიკატის უზრუნველყოფით შესაძლებელია 9.5%+3%=12.5%-ში.

* შენიშვნა: 100,000 ლარამდე დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

 

 

დეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობსდეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდსwww.diagency.ge

ხშირად დასმული კითხვების სანახავად დააჭირეთ აქ.

 

როგორ გავხსნა?

გახსენი ონლაინ

ამ ეტაპზე ანაბრის ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიე ფილიალს

გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
გახსენი
დამირეკე
მოძებნე
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()