გახსენი ანაბარი
  • დააგროვე პირველადი შენატანის გარეშე
  • დააგროვე მცირე თანხებით
  • აიღე ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი (ქეშ-ქავერი)

ზოგადი აღწერა

ანაბრის „ჩემი მიზანი" მეშვეობით შენ შეგიძლია აუჩქარებლად და მცირე შენატანებით დააგროვო შენთვის საჭირო თანხა. ამასთან, ანაბარს შეგიძლია დაარქვა სახელი და  მოარგო ის შენს მიზანს, მაგალითად „ჩემი ახალი მანქანა", „ჩემი დასვენება" და ა.შ.

ეს ანაბარი წარმოადგენს ე.წ. "ყულაბას", რომელიც დაგეხმარება შეაგროვო თანხა ყოველთვიური დანაზოგების სახით. ბანკი დაარიცხავს სარგებელს შენს თითოეულ შენატანს, რაც საშუალებას მოგცემს სწრაფად შეაგროვო თანხა თქვენი მიზნებისათვის.

 

საპროცენტო განაკვეთები

ეფექტური განაკვეთი დათვილია ანაბარზე მინ. 1000 ერთეულის განთავსების პირობით.

პერიოდი   ლარი აშშ. დოლარი ევრო ფუნტი
3-5 თვე წლიური 11.20% 0.30% N/A N/A
ეფექტური 11.68%-დან 0.3%-დან N/A N/A
6-8 თვე წლიური 11.65% 0.60% N/A 0.15%
ეფექტური 11.99%-დან 0.6%-დან N/A 0.15%-დან
9-11 თვე წლიური 11.85% 0.70% N/A 0.30%
ეფექტური 12.03%-დან 0.7%-დან N/A 0.3%-დან
12 თვე წლიური 12.10% 1.00% N/A 0.45%
ეფექტური 12.11%-დან 1%-დან N/A 0.45%-დან
13-14 თვე წლიური 12.10% 1.00% 0.00% 0.50%
ეფექტური 12.05%-დან 1%-დან 0%-დან 0.5%-დან
15-17 თვე წლიური 11.80% 1.25% 0.00% 0.55%
ეფექტური 11.65%-დან 1.25%-დან 0%-დან 0.55%-დან
18-20 თვე წლიური 11.80% 1.35% 0.00% 0.65%
ეფექტური 11.49%-დან 1.35%-დან 0%-დან 0.65%-დან
21-23 თვე წლიური 11.90% 1.50% 0.00% 0.70%
ეფექტური 11.43%-დან 1.49%-დან 0%-დან 0.7%-დან
24 თვე წლიური 12.00% 1.65% 0.00% 0.75%
ეფექტური 11.38%-დან 1.64%-დან 0%-დან 0.75%-დან

საპროცენტო განაკვეთები არარეზიდენტი პირებისთვის

არარეზიდენტი ფიზ.პირის შემთხვევაში რეზიდენტი ფიზ. პირის ანაბრის საპროცენტო განაკვეთს აკლდება 0.5% ყველა ვალუტაში.

სხვა პირობები

საპროცენტო განაკვეთის ტიპი:

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.

ტარიფები: 

  • ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა;
  • ანაბრის საპროცენტო განაკვეთები არის წლიური (სარგებლის დარიცხვა ანგარიშდება ფაქტობრივი განთავსების დღეების რაოდენობაზე)
  • ანაბრის ანგარიშზე დარიცხულ სარგებელს მეანაბრე მიიღებს ვადის ბოლოს.
  • მინიმალური შენატანი: ანაბარზე არ მოითხოვება პირველადი მინიმალური შენატანი. შემდგომში კი შენ შეგიძლიათ ყოველთვიურად დაამატოთ მინიმუმ 5 ლარი/დოლარი/ევრო/ფუნტი;
  • ყოველთვიური დანაზოგის მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს.
  • თუ კლიენტის მიერ არ მოხდა მინიმალური თანხის შეტანა 2 თვეზე მეტ ხანს, მოხდება ანაბრის პირობის დარღვევა.

ანაბრის ვადა: ანაბრის ვადა შესაძლოა იყოს 3-დან 24 თვემდე;

სხვა პირობები

  • დანაზოგის თანხა ნებისმიერ თვეს შეიძლება იყოს განსხვავებული (არა 5 ერთეულზე ნაკლები);
  • პირგასამტეხლო ანაბრის დარღვევისთვის: ანაბრის გახსნიდან 1 (ერთი ) თვის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში თანხის განაღდების საკომისიოს შეადგენს ანაბრის თანხის 0.2 % GEL; 0.25- USD, EUR, GBP; ხოლო ანაბრის გახსნიდან 1 (ერთი) თვის შემდგომ შეწყვეტის შემთხვევაში- 0%-ს;
  • ანაბარი "ჩემი მიზანის" პირობის დარღვევის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები ვალუტების მიხედვით, კერძოდ:
    • GEL ფაქტიური განთავსების შესაბამისი საპროცენტო განაკვეთზე 4%-ით ნაკლები, მინიმუმ 0.50%
    • USD 0.10%;
    • GBP 0.10%;
    • EUR 0.00%.

შენიშვნა: უკვე განაღდებული საპროცენტო სარგებელი დაკავდება ძირითადი თანხიდან.

მეანაბრეს აქვს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება.

ოპერაციების წარმოება

  • ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • ანაბარზე თანხის სხვა ანგარიშებიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკის, მობაილ ბანკის, სატელეფონო სერვის ცენტრის და ავტომატური გადარიცხვების საშუალებით.

 

ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

 

დეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს:  www.diagency.ge.

როგორ გავხსნა?

გახსენი ონლაინ

გახსენი დეპოზიტი ინტერნეტ ან მობაილბანკიდან და მიიღე +0.3% ეროვნულ ვალუტაში, ხოლო +0.15% უცხოურ ვალუტაში

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკე 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვე თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიე ფილიალს

გახსენი ანაბარი უახლოეს ფილიალში.
გახსენი
დამირეკე
მოძებნე
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()