გახსენი ანაბარი
  • მუდმივი წვდომა შენს დანაზოგზე
  • სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე
  • მეტი სარგებელი კონცეპტ ნაკრების მფლობელებისთვის

ზოგადი აღწერა

ანაბრის „ჩემი სეიფის" მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე, ხოლო საჭიროებისას გქონდეთ წვდომა დანაზოგზე ნებისმიერ დროს.

თქვენ ყოველთვის გაქვთ წვდომა თანხაზე და ამავე დროს, იღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს ხელუხლებელ ნაშთზე.

საპროცენტო განაკვეთები

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ ანაბარზე არსებული საშუალო თვიური ნაშთი შეადგენს 1,000 ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი 100 ერთეულს.

 

ანაბარი „ჩემი სეიფი"

(ცვლადი  საპროცენტო განაკვეთით)

GEL

USD

EUR

 წლიური საპროცენტო განაკვეთი

6%

0.25%

0.15%

 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

-1%

-0.95%

-0.94%

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი კონცეპტ ციფრული და პრემიუმ  ნაკრების მფლობელებისთვის:

ლარში: 7% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.90%)

დოლარში: 0.50% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.92%)

ევროში: 0.15% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.94%)

ფუნტში: 0.25% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.68%)


წლიური საპროცენტო განაკვეთი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებისთვის:

ლარში: 7.50%% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.84%)

დოლარში: 0.55% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.91%)

ევროში: 0.15% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.94%)

ფუნტში: 0.25% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -0.48%)

 

მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ კონცეპტ მომსახურებით, შეუძლიათ გახსნან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი ჩემი სეიფი, რომლის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებულ რეფინანსირების განაკვეთზე და განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 0,5%.

მაგალითად: 2024 წლის მაისის თვის მდგომარეობით გაცხადებული რეფინანსირების  განაკვეთის შესაბამისად, ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 7.5%-ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 0.63% -ს . რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეიცვლება ანაბრის წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

საჯარო ინდექსის (ინდექსის მიერ მიღებული მნიშვნელობების) შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შემდეგ ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ლარშ

სხვა პირობები

საპროცენტო განაკვეთის ტიპი:

  • ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.
  • ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი - მხოლოდ კონცეპტ მომხმარებლებისათვის.

ტარიფები

ჩემი სეიფი - ცვლადი საპროცენტო განაკვეთი

  • ანგარიშის გახსნა - 10 ლარი*;

* ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით ანაბარი „ჩემი სეიფის" გახსნის შემთხვევაში ანგარიშის გახსნა უფასოა.

ასევე ანგარიშის გახსნა უფასოა კონცეპტ ნაკრების მფლობელთათვის, როგორც ფილიალში, ისე ინტერნეტ და მობაილ ბანკში. 

ჩემი სეიფი - ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით

  • ანგარიშის გახსნა - უფასო

მინიმალური შენატანი

  • არ მოითხოვება;
  • ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ნებისმიერი თანხით.

ანაბრის ვადა და სხვა პირობები

  • ანაბარი უვადოა;
  • საპროცენტო სარგებელი ანაბარს ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურს, ანუ ხელუხლებელ თანხას.

ოპერაციების წარმოება

  • ანაბარზე დაშვებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ჩარიცხვები;
  • თანხის განაღდების საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით.

ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

 

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

 

დეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

ტარიფები - ცვლადი საპროცენტო განაკვეთით

ვალუტა
სტანდარტული ტარიფი
კონცეპტ ციფრული და პრემიუმ ნაკრების მფლობელებისთვის
კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებისთვის
თანხის განაღდება GEL / USD / EUR / GBP 0.6% 0.4% 0.2%
ჩემი სეიფის გახსნის საკომისიო GEL / USD / EUR / GBP 10 ლარი უფასო უფასო

ტარიფები - ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით

ვალუტა
კონცეპტ ციფრული და პრემიუმ ნაკრების მფლობელებისთვის
კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებისთვის
ჩარიცხული / ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა GEL 0.15% 0.15%
ჩემი სეიფის გახსნის საკომისიო GEL უფასო უფასო
როგორ გავხსნა?

გახსენი ონლაინ

გახსენით ინტერნეტბანკიდან უფასოდ.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიე ფილიალს

გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
გახსენი
დამირეკე
მოძებნე
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()