ძვირფასო მომხმარებელო, გვინდა პერიოდულად გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან. ფიშინგი არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. კიბერთაღლითები აყალბებენ კომპანიების ვებ გვერდებს ან აგზავნიან მათი სახელით თქვენთან ელ-ფოსტას, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანონ პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). მაგალითისთვის, თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგის აპლიკაციის მისამართია "tbconline.ge". თუმცა თაღლითები ქმნიან მიმსგავსებულ გვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. მაგალითად, "tbc0nline.ge", "tbconline-ge.ga" ან "tbconline.ge-cudisaiti.ge" და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. იმისთვის რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:
გახსოვდეთ, კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. პატივისცემით, თიბისი |
|