1. როგორ გადავრიცხო თანხა და გადავიხადო კომუნალური გადახდები?
    1. 1. როგორ გადავრიცხო თანხა?

მიიტანეთ კურსორი ზედა პანელზე არსებულ "გადარიცხვები"-ს ღილაკთან, ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "თანხის გადარიცხვა", ხოლო ახლადგახსნილ გვერდზე, ზედა მენიუში აირჩიეთ გადარიცხვის ტიპი.

გადარიცხვა სულ სამი მარტივი ეტაპისგან შედგება.

პირველ ეტაპზე უნდა აირჩიოთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ გადარიცხვის შესრულება. თუ გაქვთ ძირითადი ანგარიში არჩეული, პირველ ეტაპს გამოტოვებთ, რადგან ანგარიში ავტომატურად შეირჩევა. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ პირველ ეტაპზე "შეცვლა" ღილაკზე დაჭრით და შეცვალოთ ანგარიში.

მეორე ეტაპზე შებლონების სიიდან უნდა აირჩიოთ შესაბამისი შაბლონი. თუ თქვენ არ გაქვთ მიმღების მონაცემები დამახსოვრებული შაბლონებში, დააჭირეთ ღილაკს "ახალი მიმღები" და შეავსეთ მოთხოვნილი ველები.

მესამე ეტაპზე შეიყვანეთ სასურველი თანხა.

ღილაკზე "გადარიცხვა" დაჭერით გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახული იქნება თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციბრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი ან SMS კოდი.

ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ "მიმდინარე დავალებების' გვერდზე.

 

  1. 2.  როგორ ვისარგებლო კონვერტაციის შეღავათიანი კურსით?

დააკონვერტირეთ თანხა ინტერნეტბანკით და ისერგებლეთ შეღავათიანი კურსით.

შეღავათიან კურსი მოქმედებს 20 000 ლარამდე ან მის ექვივალენტამდე თანხის კონვერტაციისას. 

შეღავათიანი კურსის, და შეღავათის შედეგად მიღებული სარგებლის  ნახვას შეძლებთ კონვერტაციის შესრულებისას, დასაკონვერტირებელი თანხის შეყვანის შემდეგ.

 

  1. 3.  როგორ გადავიხადო კომუნალური და სხვა გადახდები?

მიიტანეთ კურსორი ზედა პანელზე არსებულ "გადარიცხვების" ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "კომუნალური გადახდები". თუ წარსულში გისარგებლიათ "თიბისი ბანკის" კომუნალური გადახდებით, სიაში გამოგიჩნდებათ ადრე გადახდილი სერვისების ჩამონათვალი.

თუ ჩამონათვალში არ არის იმ სერვისის დასახელება, რომელზეც გსურთ გადახდის განხორციელება, მაშინ დააჭირეთ ღილაკს "ახალი გადახდა" და შეავსეთ შესაბამისი ველები. თქვენს მიერ შექმნილი შაბლონი დაემატება სერვისების სიას.

გადახდის განსახორციელებლად სასურველი სერვისის გასწვრივ დააჭირეთ "არჩევა" ღილაკს. არჩევის შემდეგ სერვისი ჩაგივარდებათ მარჯვენა მხარეს და თანხა ავტომატურად შეივსება დავალიანების თანხით. გადახდის განხორციელებამდე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თანხა შესაბამისი სერვისის გასწვრივ არსებულ თანხის ველში კორექტირების შეტანით. აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ ოპერაციის შესრულება და დააჭირეთ "გადახდა" ღილაკს.

თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სერვისის დავალიანების ერთდროულად გადახდა.

მიმდინარე დავალებების გვერდზე შეამოწმეთ კომუნალური გადარიცხვის სტატუსი. თუ სტატუსი არის "დასრულებული", ე.ი. გადარიცხვა წარმატებით შესრულდა.

 

  1. 4.  როგორ შევავსო მობილურის ბალანსი?

მიიტანეთ კურსორი ზედა პანელზე არსებულ "გადარიცხვების" ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ " მობილურის შევსება".

გადარიცხვა სულ სამი ნაბიჯისგან შერდგება:

პირველ ნაბიჯზე აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ ბალანსის შევსება.

მეორე ნაბიჯზე  აირჩიეთ მობილურის ნომრის შაბლონი ან მიუთითეთ ახალი ნომერი.

მესამე ნაბიჯზე მიუთითეთ თანხა.

 

  1. 5.  როგორ გადავიხადო პატრულის და სითი პარკის ჯარიმა?

მიიტანეთ კურსორი ზედა პანელზე არსებულ "გადარიცხვების" ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "ჯარიმის გადახდა".

გადარიცვა სულ სამი ნაბიჯისგან შედგება:

პირველ ნაბიჯზე აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ ჯარიმის გადახდა.

მეორე ნაბიჯზე აირჩიეთ შესაბამისი სერვისი. მიუთითეთ ქვითრის სერია და ნომერი და დააჭირეთ "გადამოწმება" ღილაკს. გადამოწმების შემდეგ ეკრანზე გამოვა ინფორმაცია ჯარიმაზე. დააჭირეთ "გაგრძელება" ღილაკს.

მესამე ნაბიჯზე მიუთითეთ ჯარიმის თანხა.

 

  1. 6.  როგორ შევავსო ტოტალიზატორის ან ონლაინ კაზინოს ანგარიშზე ბალანსი?

მიიტანეთ კურსორი ზედა პანელზე არსებულ "გადარიცხვების" ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "კომუნალური გადახდები". სიაში გამოგიჩნდებათ ადრე გადახდილი სერვისების ჩამონათვალი.

თუ ჩამონათვალში არ არის იმ სერვისის დასახელება, რომელზეც გსურთ გადახდის განხორციელება, მაშინ დააჭირეთ ღილაკს "ახალი გადახდა" . გამოსულ ფანჯარაზე აირჩიეთ კატეგორია "აზარტული თამაშები", აირჩიეთ კომპანია, სერვისი და მიუთითეთ იდენთიფიკატორი. თქვენს მიერ შექმნილი შაბლონი დაემატება სერვისების სიას.

გადახდის განსახორციელებლად სასურველი სერვისის გასწვრივ დააჭირეთ "არჩევა" ღილაკს. არჩევის შემდეგ სერვისი ჩაგივარდებათ მარჯვენა მხარეს.  თანხის ჩაწერას შეძლებთ შესაბამისი სერვისის გასწვრივ არსებულ ველში. აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ ოპერაციის შესრულება და დააჭირეთ "გადახდა" ღილაკს.

მიმდინარე დავალებების გვერდზე შეამოწმეთ გადარიცხვის სტატუსი. თუ სტატუსი არის "დასრულებული", ე.ი. გადარიცხვა წარმატებით შესრულდა.

 

  1. 7.  სად არის შესაძლებელი ოპერაციების სტატუსების ნახვა?

ოპერაციების სტატუსების ნახვა შესაძლებელია "მიმდინარე დავალებების" გვერდზე. შესასვლელად მიიტანეთ კურსორი ზედა პანლეზე არსებულ "გადარიცხვების ღილაკთან და ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ "ტრანზაქციები".  გამოსულ ფანჯარაზე აირჩიეთ "მიმდინარე დავალებები".

"მიმდინარე დავალებების" გვერდზე ბოლო ტრანზაქცია გამოგიჩნდებათ სიის თავში.

თუ ტრანზაქციას სტატუსის ველში აქვს მწვანე რგოლი, ე.ი., ოპერაცია წარმატებით დასრულდა. წითელი რგოლი ნიშნავს რომ ოპერაცია უარყოფილია. უარყოფის მიზეზი შეგიძლიათ იხილოთ ტრანზაქციაზე დაჭერით გამოსულ ფანჯარაზე.

 

  1. 8.  რა ვადაში დაჯდება მიმღების ანგარიშზე გადარიცხული თანხა?

გადარიცხვა პირად ანგარიშებს შორის:

თანხა აისახება მომენტალურად, იმ შემთხვევაშიც, თუ გადარიცხვა მოხდება არასამუშაო დროს.

 

გადარიცხვა თიბისი ბანკის ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში 3000 ლარის ფარგლებში:

თანხა დაჯდება მიმღების ანგარიშზე მომენტალურად იმ შემთხვევაშიც, თუ თანხის გადარიცხვა მოხდება არასამუშაო დროს.

 

გადარიცხვა თიბისი ბანკის ანგარიშზე ეროვნულ (3000 ლარის ზევით) და უცხოურ ვალუტაში:

სამუშაო დღეებში, 19:30 საათამდე შესრულებული გადარიცხვისას, თანხა მიმღების ანგარიშზე დაჯდება იმავე დღეს. არასამუშაო დროს შესრულებული გადარიცხვისას თანხა მიმღების ანგარიშზე დაჯდება მომდევნო სამუშაო დღეს.

 

გადარიცხვა სხვა ბანკში უცხოურ ვალუტაში:

თანხა მიმღების ანგარიშზე დაჯდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, თანხები ჯდება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.

გადარიცხვა სხვა ბანკში ეროვნულ ვალუტაში:

თანხა მიმღების ანგარიშზე მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღეს. თუმცა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა ოფიციალური დასვენების დღეებისა) 16:30 საათამდე განხორციელებული გადარიცხვები დაჯდება მიმღების ანგარიშზე იმავე დღეს.

 

  1. რა არის ავტომატური გადარიცხვები?
    1. 1.  რა არის ავტომატური გადარიცხვები?

ავტომატური გადარიცხვა არის ბანკისთვის კომუნალური თუ სხვა სისტემატური გადარიცხვის შესრულების დავალება. თქვენ ერთხელ არეგისტრირებთ (ავალებთ ბანკს) მაგალითად, თქვენი კომუნალური დავალიანების დაფარვას, ან ყოველთვიურად სწავლის საფასურის გადარიცხვას, ან თქვენ ანაბარზე თანხის დამატებას, ხოლო ბანკი ავტომატურად ასრულებს გადარიცხვებს თქვენს მიერ მითითებული ანგარიშიდან, მითითებული პერიოდულობით და მითითებული ვადის განმავლობაში.

ავტომატური გადარიცხვებით შესაძლებელია, როგორც ფიქსირებული თანხის(მაგალითად დაზღვევის თანხა, ან იტერნეტის ყოველთვიური გადასახადი) ასევე ცვლადი თანხის ( მაგალითად დენის და გაზის გადასახადი) გადარიცხვების შესრულება.

 

  1. 2. როგორ დავარეგისტრირო ავტომატური კომუნალური გადახდები?

1. ავტომატური გადარიცხვების გვერდზე დააჭირეთ "ახალი დავალება" ღილაკს.

2. აირჩიეთ კომუნალური და სხვა გადახდები და დააჭირეთ შემდეგს.

3. მეორე ნაბიჯზე აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ, რომ შეასრულოთ გადახდები. შემდეგ მიუთითეთ კომუნალური სერვისის პროვაიდერის და აბონენტის მონაცემები.

4. მესამე ნაბიჯზე აირჩიეთ დაწყების და დასრულების თარიღები. ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში მისათითებელი იქნება ასევე დავალების შესრულების პერიოდულობა და გადასარიცხი თანხა.

5. ბოლო საფეხურზე დაადასტურეთ შექმნილი დავალება.

 

  1. 4.  როგორ დავარეგისტრირო ავტომატური გადარიცხვა?

1. ავტომატური გადარიცხვების გვერდზე დააჭირეთ "ახალი დავალება" ღილაკს.

2. აირჩიეთ თქვენს ანგარისებს შორის გსურთ გადარიცხვა თუ სხვასთან და დააჭირეთ შემდეგს.

2.1. თუ თქვენ ანგარიშებს შორის გსურთ გადარიცხვების შესრულება, მეორე ნაბიჯზე მიუთითეთ ანგარიშები, რომელთა შორისაც გსურთ თანხის გადარიცხვა. მიუთითეთ გადასარიცხი თანხა, დაარქვით დავალებას სახელი და დააჭირეთ შემდეგს.

2.2. თუ სხვასთან გსურთ გადარიცხვების შესრულება, მეორე ნაბიჯზე მიუთითეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ თანხის გადარიცხვა, მიმღების საბანკო რეკვიზიტები, გადასარიცხი თანხა, დაარქვით დავალებას სახელი და დააჭირეთ შემდეგს. თუ თქვენი და მიმღების ანგარიშების ვალუტები განსხვავებულია, დამატებით აირჩიეთ თქვენი ანგარიში კონვერტაციების განსახორციელებლად.

3. მესამე ნაბიჯზე აირჩიეთ გადარიცხვის პერიოდულობა, გადარიცხვის შესრულების რიცხვი ან დღე და დაწყების და დასრულების თარიღები.

4. ბოლო ნაბიჯზე დაადასტურეთ შექმნილი დავალება.

 

  1. რა კოდი მოითხოვება ოპერაციის შესრულებისას?
    1. 1. რა კოდით უნდა დავადასტურო გადარიცხვები?

ზოგი ოპერაციის შესრულებისას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სისტემა მოგთხოვთ გარკვეული კოდის შეყვანას.

კოდის დასაგენერირებლად ინტერნეტბანკში არსებობს სამი უსაფრთხოების დონე - საბაზისო, საშუალო და მაღალი. სერთიფიკაციის დონეებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ საბაზისო დონის შემთხვევაში ავტორიზაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, ხოლო საშუალო და მაღალი დონის შემთხვევაში გამოიყენება ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება ყოველი ახალი მოთხოვნისას.

საშუალო დონის სერთიფიკაციის მეთოდში გამოიყენება SMS კოდი. ეს არისერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე.

უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.

საბაზისო და საშუალო დონეს შედარებით დაბალი ტრანზაქციის ლიმიტები გააჩნია, ამიტომ რეკომენდირებულია მაღალი უსაფრთხოების დონის გამოყენება.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი უსაფრთხოების დონე პერსონალური პარამეტრების გვერდიდან.

 

  1. 2.  რა არის სატელეფონო კოდი?

სატელეფონო კოდი არის 8 ციფრის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება სატელეფონო სერვის ცენტრთან დაკავშირების დროს  და ინტერნეტბანკში გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზაციისას. მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებში, სრულიად უფასოდ.

სატელეფონო კოდით ტრანზაქციების დადასტურება შესაძლებელია 1500 ლარამდე. ამასთავან თვიური ლიმიტი შეადგენს 1500 ლარს.

ინტერნეტბანკში სხვა კლიენტებთან გადარიცხვების დადასტურება შესაძლებელია არა მხოლოდ სატელეფონო კოდით, არამედ SMS კოდით ან დიჯიპასით. თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ ავტორიზაციის მეთოდი ინტერნეტბანკიდან. ავტორიზაციის საბაზისო მეთოდში გამოიყენება სატელეფონო კოდი. უფრო მაღალი უსაფრთხოება მიიღწევა ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით, ხოლო ყველაზე მაღალი უსაფრთხოება და მოხერხებულობა მიიღწევა ერთჯერადი დიჯიპასის კოდით.

 

  1. 3.  რა არის SMS კოდი?

SMS კოდი არის ერთჯერადი ოთხნიშნა კოდი, რომელიც გენერირდება ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გადადიხართ გადარიცხვის დადასტურების გვერდზე (თუ თქვენ ავტორიზაციის SMS მეთოდს იყენებთ). ასეთ დროს კოდი ავტომატურად იგზავნება თქვენს მიერ ბანკში მითითებულ მობილურის ნომერზე. თუ თქვენ არ მოგივათ SMS კოდი, დააჭირეთ კოდის ხელახლა გამოგზავნის ღილაკს. SMS კოდით გადარიცხვების დადასტურების ლიმიტია 5000 ლარი. თვიური ლიმიტი შეადგენს 15000 ლარს.

 

  1. 4. რა არის დიჯიპასი?

დიჯიპასი არის ერთჯერადი კოდის გენერაციის მოწყობილობა ან აპლიკაცია, რომლის საშუალებით ინტერნტბანკით და მობაილბანკით შესაძლებელია გარე გადარიცხვების განხორციელება უსაფრთხოდ, შეუზღუდავი ლიმიტით. გარე გადარიცხვის დასრულების დროს პროგრამა მოგთხოვთ დიჯიპასით გენერირებული კოდის შეყვანას (თუ თქვენ ავტორიზაციის ამ მეთოდს იყენებთ).

დიჯიპასის მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დიჯიპასის აპლიკაცია მობილური ტელეფონისთვის,  ფილიალში მიუსვლელად, სატელეფონო სერვის ცენტრში დარეკვით.

 

  1.  5.   როგორ შევცვალო მეთოდი, რომლითაც ვადასტურებ ტრანზაქციებს?

თქვენთვის სასურველი სერთიფიკაციის მეთოდის ასარჩევად დააჭირეთ ზედა პანელზე განთავსებულ პერსონალური პარამეტრების მართცის ღილაკს. გახსნილ გვერდზე აირჩიეთ "უსაფრთხოების დონე" და გაეცანით თითოეულ დონეზე მოცემულ ინფორმაციას.

აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი დონე. შესაბამის ღილაკზე დაჭრის შემდეგ გაიხსნება დადასტურების ფანჯარა. ფანჯარაზე მოცემულ ველეში თქვენ უნდა შეიყვანოთ მოქმედი და ახალი არჩეული სერთიფიკაციის მეთოდის შესაბამისი კოდები. მაგალითად, თუ თქვენ სარგებლობთ სატელეფონო კოდით და გსურთ SMS კოდით ავტორიზაციის მეთოდზე გადასვლა, თქვენ შეივანოთ სატელეფონო კოდის 3 შესაბამისი ციფრი და მობილურზე მიღებული SMS კოდი. დადასტურების შემდეგ თქვენი სერთიფიკაციის მეთოდი შეიცვლება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომავალში განხორციელებული ტრანზაქციებისას, პროგრამა მოგთხოვთ არჩეული სერთიფიკაციის დონის შესაბამისი კოდის შეყვანას. სურვილის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ უსაფრთხოების დონე.