საჭირო ინფორმაცია კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
როგორ შევადგინოთ კარგი პაროლი: კარგი პაროლი = რთული + ადვილად დასამახსოვრებელი. მინიმუმ 8 სიმბოლოთი. შეიცავდეს დიდი და პატარა რეგისტრის ასოებს, ციფრებს და სიმბოლოებს. კარგია თუ შედგება 2 ან მეტი სიტყვისგან + სახალისო. არ შეიცავდეს პირად ინფორმაციას. მაგალითი: tskh3liX@chapuri
რა არის ფიშინგი ფიშინგი არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დოკუმენტები. ფიშინგ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად შესაძლებელია მოხდეს მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა ან მისგან დამატებით სენსიტიური ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა). კიბერ-დამნაშავეები ცდილობენ ფიშინგ მეილები დააგზავნონ მასიურად, მაქსიმალურად მეტ ადრესატთან, რაც მათი წარმატების ალბათობას რეალურს ხდის. როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ გარკვეულ დროს შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგ შეტევის წარმატების ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც მსხვერპლზე არსებობს პირადი ინფორმაცია (სად მუშაობს, რომელი ბანკის მომხმარებელია, რომელ მაღაზიებში დადის, სად ცხოვრობს, ინტერესის სფერო და სხვა). მას შემდეგ რაც გაათვითცნობიერებთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია იცოდეთ ფიშინგისგან დაცვის საშუალებები:
მავნე პროგრამები: მავნე პროგრამები ცდილობენ მოიპარონ ან დააზიანონ მომხმარებლის ინფორმაცია. მომხმარებელმა არ უნდა დააყენოს კომპიუტერში არასანდო წყაროსგან მოპოვებული პროგრამული უზრუნველყოფა. არალიცენზირებული პროგრამების უმრავლესობას მოყვება ვირუსები. განუახლებელი ოპერაციული სისტემა და პროგრამები შესაძლოა გახდეს კომპიუტერის დავირუსების მიზეზი.
თაღლითები ინტერნეტში: ინტერნეტ თაღლითები ცდილობენ გამოტყუონ პირადი და საბანკო ინფორმაცია. იყენებენ ყალბ პროფილებს სოციალურ ქსელებში და ცდილობენ დაგითანხმონ სხვადასხვა ქმედებებზე. მომხმარებელმა არ უნდა ანდოს თავისი საბანკო ინფორმაცია (ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი ან პაროლი, საკრედიტო ბარათის მონაცემები, ანგარიშის ნომერი) არავის, მითუმეტეს ინტერნეტში გაცნობილ პიროვნებას. არ გადავიდეს უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე (შესაძლოა ფიშინგი იყოს). არ გახსნას უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები (შესაძლოა შეიცავდეს მავნე პროგრამას). საბანკო ინფორმაცია:
საკრედიტო ბარათის უსაფრთხოება: ბარათის ინფორმაცია არ უნდა მოხვდეს უცხო პირების ხელში. ბარათის გადახდისას მომხმარებელმა არ უნდა გაატანოს ბარათი მომსახურე პერსონალს და მოითხოვოს ტერმინალის ადგილზე მოტანა. ბარათზე არსებული ccv2 კოდი მომხმარებელს შეუძლია დაიმახსოვროს და ბარათიდან წაშალოს. ინტერნეტ შოპინგისთვის და ყოველდღიური ხმარებისთვის რეკომენდებულია მომხმარებელს ქონდეს სხვადასხვა ბარათი.
სმარტფონის უსაფრთხოება: სმარტფონზე უნდა ეყენოს ე.წ screen lock, რადგან ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში არ მოხდეს მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე უცხო პირების წვდომა. არ უნდა დაყენდეს საეჭვო წყაროებიდან მოპოვებული პროგრამები, რადგან უმრავლესობა შეიცავს მავნე პროგრამებს. პროგრამის დაყენებისას უნდა შემოწმდეს მოთხოვნილი უფლებები, რადგან ზოგიერთი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს მისთვის არასაჭირო ფუნქციას ცუდი მიზნებისტვის. არ უნდა მოხდეს სმარტფონის ეწ დარუთვა/ჯეილბრეიქი, რადგან მავნე პროგრამებს ეხსნებათ გზა ტელეფონის სრული კონტროლისთვის.
სანდო ბენეფიციარი თიბისის ციფრულ არხებში სანდო ბენეფიციარი აღიქმება, როგორც სანდო შაბლონი. თუ შაბლონი სანდოა, მაშინ გადარიცხვის ან გადახდის დროს SMS ან Digipass კოდი აღარ დაგჭირდება. გირჩევთ, სანდო შაბლონად მონიშნო მხოლოდ ის ადრესატები, რომელთაც ენდობი და მათთან თანხის გადარიცხვა ხშირად დაგჭირდება. |
|