დისტანციური მომსახურება
  • ილაპარაკეთ ბალანსის ამოწურვის გარეშე
  • მობილურის ბალანსის შევსების უმარტივესი გზა
  • ბალანსის შევსება თქვენთვის სასურველი თანხით
უფასო

მეტი ინფორმაცია

მობილურის ბალანსის ავტომატური შევსების სერვისი თავიდან აგაცილებთ მობილური ბალანსის მოულოდნელად ამოწურვის შემთხვევებს. 

ბანკი ავტომატურად შეავსებს მობილურის ბალანსს:

  • წინასწარ მითითებული თანხით,
  • როგორც კი იგი ჩამოცდება თქვენს მიერ მითითებულ მინიმალურ ზღვარს.
  • თქვენ თავად ირჩევთ მინიმალურ ზღვარს და მობილურის ბალანსის შესავსებ თანხას.

მაგალითად: თუ თქვენს მიერ არჩეული მინიმალური ზღვარი არის 1 ლარი, ხოლო შესავსები თანხა - 10 ლარი, თქვენი ბალანსი ავტომატურად შეივსება 10 ლარით, როგორც კი თქვენი მობილურის ბალანსი ჩამოცდება 1 ლარს.

 

მობილურის ბალანსის ავტომატური შევსების სერვისით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერ პირს, რომელსაც თიბისი ბანკში აქვს:

  • სადებეტო ბარათი;
  • ნებისმიერი საკრედიტო ბარათი განვადების ბარათის გარდა.

 

მობილურის ბალანსის ავტომატური შევსების სერვისზე შესაძლებელია მხოლოდ მაგთის ქსელში ჩართული ნომრების რეგისტარცია - კერძოდ კი მაგთის, ბანის და ბალის ქსელში ჩართული ან პორტირებული ნომრების.

ტარიფები

მობილურის ბალანსის ავტომატური შევსების სერვისზე რეგისტრაცია უფასოა!

 

მობილური ბალანსისის შევსების საკომისიოა შესავსები თანხის 0%.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ინტერნეტბანკიდან სახლიდან გაუსვლელად.

 

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()