TBC Pass - დიჯიპასის აპლიკაცია
დიჯიპასის აპლიკაციით შეძლებ დააგენერირო უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი, რომელსაც SMS კოდის ნაცვლად გამოიყენებ საქართველოში ან საზღვარგარეთ ისეთ სერვისებზე როგორიცაა: გადარიცხვა, ექაუნთში შესვლა, სესხის მოთხოვნა, კომუნალური გადახდები, ფულადი გზავნილები და სხვა
აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია
კოდის გენერირება
|
ჩამოტვირთეთ App Store-დან ჩამოტვირთეთ Google Play-დან |
ხშირად დასმული კითხვები
რომელი მობილური ტელეფონებისთვისაა თავსებადი TBC Pass აპლიკაცია?
აპლიკაცია თავსებადია შემდეგი თაობის ტელეფონებთან:
- iPhone ყველა იმ მოდელზე, რომლის მინიმალური iOS ვერსია არის 8.0 და ზევით;
- Android-ების ყველა იმ მოდელზე, რომლის Android OS ვერსია არის 4.0 და ზევით;
როგორ დავაყენო TBC Pass აპლიკაცია iPhone-ში?
iPhone-ებში TBC Pass აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა თქვენ დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID. აპლიკაცია განთავსებულია App Store-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Pass. აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის App Store-დან უფასოდ.
როგორ დავაყენო TBC Pass აპლიკაცია Android-ში?
Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play-დან. ამისათვის საჭიროა კლიენტი დარეგისტრირებული იყოს Google Play-ის მომხმარებლად. აპლიკაცია განთავსებულია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Pass. მისი ჩამოტვირთვა უფასოა.
როგორ გავააქტიურო TBC Pass აპლიკაცია?
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ მისი გააქტიურება შესაძლებელია ფილიალში ან ქოლცენტრის მეშვეობით.
ბანკის ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით აქტივაციისათვის აუცილებელ კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ აპლიკაციის შესაბამის ველში. ხოლო ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებთ პინ-კოდს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ TBC Pass აპლიკაციის გააქტიურებისთვის აუცილებელია ინტერნეტ კავშირი (მობილური ინტერნეტის ან WiFi-ს მეშვეობით).
შესაძლებელია თუ არა ერთი აპლიკაციით რამდენიმე მომხმარებლის გადარიცხვების ავტორიზაცია?
დიახ, შესაძლებელია. თუ თქვენ TBC Pass გჭირდებათ როგორც ფიზიკურ პირს და იმავდროულად როგორც იურიდიულ პირს, შესაძლებლობა გაქვთ ერთ აპლიკაციაში იქონიოთ რამოდენიმე TBC Pass-ი.
როგორ დავამატო ახალი TBC Pass-ი?
ახალი TBC Pass-ის დასამატებლად უნდა მოხვიდეთ ფილიალში ან დაგვიკავშირდეთ ქოლცენტრში. ოპერატორი მოგაწვდით/გამოგიგზავნით აქტივაციის ახალ კოდს, რომელსაც შეიყვანთ TBC Pass-ის დამატების გვერდზე შესაბამის ველში პარამეტრების მენიუდან.
ონლაინ რეგისტრაცია
ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით
|
ეწვიეთ ფილიალს
დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
|
დარეგისტრირდით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |