რა არის ფიშინგი?ფიშინგი არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დოკუმენტები. ფიშინგ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად შესაძლებელია მოხდეს მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა ან მისგან დამატებით სენსიტიური ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა). კიბერ-დამნაშავეები ცდილობენ ფიშინგ მეილები დააგზავნონ მასიურად, მაქსიმალურად მეტ ადრესატთან, რაც მათი წარმატების ალბათობას რეალურს ხდის. როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ გარკვეულ დროს შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ფიშინგის მსხვერპლი. ფიშინგ შეტევის წარმატების ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც მსხვერპლზე არსებობს პირადი ინფორმაცია (სად მუშაობს, რომელი ბანკის მომხმარებელია, რომელ მაღაზიებში დადის, სად ცხოვრობს, ინტერესის სფერო და სხვა). მას შემდეგ რაც გაათვითცნობიერებთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია იცოდეთ ფიშინგისგან დაცვის საშუალებები:
|
|