დისტანციური მომსახურება

მხოლოდ ინტერნეტ და მობაილბანკში, ფიზიკური პირებისათვის უკვე შესაძლებელია კონვერტაცია ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსით.

ინტერნეტ და მობაილბანკში კურსი მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე ბანკის სტანდარტული კურსი.

თქვენ აღარ დაგჭირდებათ თანხის გატანა და მისი სავალუტო ჯიხურებში კონვერტაცია.

როგორ შეამოწმოთ საუკეთესო კურსი?

გამოაგზავნეთ სმს შეტყობინება ტექსტით Kursi ნომერზე: 2727

როგორ დააკონვერტიროთ თანხა?

თუ თქვენ ინტერნეტბანკით სარგებლობთ:

  • კომპიუტერიდან შედით ბმულზე www.tbconline.ge;
  • ინტერნეტბანკში შესვლის შემდეგ გადარიცხვების მენიუდან შედით თანხის გადარიცხვაში და აირჩიეთ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა.
  • აირჩიეთ ერთი ლარის და მეორე უცხოური ვალუტის ანაგარიში და მიუთითეთ თანხა, რომლის კონვერტაციაც გსურთ. ამის შემდეგ გამოჩნდება თქვენთვის მოქმედი საუკეთესო კურსი და სარგებელი;
  • დაკონვერტირებული თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე;
  • თანხის მაქსიმალური ლიმიტია დღეში 60,000 ლარი.

თუ თქვენ მობაილბანკით სარგებლობთ:

  • შედით მობაილბანკის აპლიკაციაში ან მობილური ბრაუზერიდან აკრიფეთ www.tbconline.ge;
  • აირჩიეთ გადარიცხვების მენიუდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა;