• მობაილბანკით სარგებლობა სმარტფონის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი გახდა!
დისტანციური მომსახურება

მობაილბანკით სარგებლობა ყველა ტიპის მობილური ტელეფონის მფლობელისთვის რომ ერთნაირად მარტივი იყოს, მობაილბანკის ვებ-ვერსიას აპლიკაციის პრაქტიკულად ყველა ფუნქცია დაემატა და ის მოხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

პაროლის აღდგენა:

თანამედროვე სამყაროში უამრავი პაროლის დამახსოვრება გიწევთ,  ამიტომ  ხშირად ზოგიერთი მათგანი  შესაძლოა დაგავიწყდეთ. პაროლის აღდგენა მარტივი რომ გახდეს, მობაილბანკის ვებ-ვერსიას პაროლის აღდგენის  ფუნქცია დაემატა. მობაილბანკში შესვლისას, მთავარ გვერდზე დააჭირეთ „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?"  და მიჰყევით ინსტრუქციას.  

გადარიცხვები პირდაპირ მობილურის ნომრით

ახლა უკვე  ნებისმიერი სმარტფონის მფლობელები შეძლებენ  საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანხის  მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომრით გადარიცხვას. ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა აირჩიოს მენიუში „გადარიცხვა მობილურის ნომრით", შეიყვანოს მიმღების მობილურის ნომერი, თანხა და დაადასტუროს გადარიცხვა.

გადახდები

მობაილბანკის ვებ-ვერსიას საბიუჯეტო და პარკირების გადასახადების, ასევე და საპატრულო და სიტიპარკის ჯარიმების გადახდის ფუნქციაც დაემატა. შედით  „გადარიცხვების" სექციაში და შეასრულეთ თქვენთვის სასურველი ტრანზაქცია მარტივად.   

ასევე,  მობაილბანკით სარგებლობისას,  სესხის წინსწრებით დაფარვის შესაძლებლობაც გახდა ხელმისაწვდომი. წინსწრებით დაფარვის ოპერაცია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში აისახება სესხზე.

საფოსტო ყუთი:

მობაილბანკის ვებ-ვერსიის მომხმარებლები ბანკისაგან მიღებული შეტყობინებების ნახვას და ბანკისთვის წერილის გაგზავნას უკვე მობაილბანკის „საფოსტო ყუთით"  შეძლებენ.

სმარტკლუბის სექცია:

მობაილბანკის ვებვერსიას დაემატა სმარტკლუბის სექცია. დაგროვილი სმარტ-ქულების შესახებ ინფორმაცია მთავარი გვერდის ბოლოს, სმარტკლუბის სექციაში განთავსდა.