გადაიხადეთ TBC Wallet-ით, პლასტიკური ბარათების გარეშე!
|
ჩამოტვირთეთ Google Play-დან |
ხშირად დასმული კითხვები
რა არის თიბისი საფულე? |
თიბისი საფულე ანდროიდის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ სავაჭრო, თუ მომსახურების ობიექტზე, სადაც აქვთ POS ტერმინალი, გადაიხადოთ მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გარეშე. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტერმინალზე, რომელსაც აქვს უკონტაქტო ტრანზაქციბის მხარდაჭერა. თიბისი საფულე საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი Visa ან MasterCard ბარათი და შეასრულოთ სასურველი ტრანზაქცია. აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ თქვენს მიერ შესრულებული ტრანზაქციები. |
ვის შეუძლია ისარგებლოს თიბისი საფულით? |
თიბისი საფულით სარგებლობა შეუძლია TBC ბანკის კლიენტს, ვისაც აქვს VISA ან MasterCard ბარათი, სარგებლობს თიბისის ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკით და აქვს NFC მხარდაჭერის მქონე ანდროიდ ტელეფონი. |
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მობილური ტელეფონი, რომ ვისარგებლო თიბისი საფულით? |
მობილურ ტელეფონს უნდა ქონდეს ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა და NFC მხარდაჭერა. |
ფასიანია თუ არა თიბისი საფულე? |
აპლიკაციით სარგებლობა უფასოა. აპლიკაციას სჭირდება ინტერნეტი, რაზეც გავრცელდება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტული ტარიფი. თიბისი საფულით განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირი დამატებითი ტარიფები არ მოქმედებს. |
როგორ დავაყენო თიბისი საფულის აპლიკაცია მობილურ ტელეფონში? |
აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Google Play-დან! ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად, იპოვოთ აპლიკაცია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Wallet, ან გამოიყენოთ Google Play-ს ძიების ფუნქცია. |
როგორ გავიარო რეგისტრაცია? |
იმისთვის, რომ ისარგებლოთ თიბისი საფულით, საჭიროა, სარგებლობდეთ თიბისის ინტერნეტბანკით/მობაილბანკით. რეგისტრაციის გასავლელად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს: |
როგორ დავამატო ბარათი აპლიკაციაში? |
როდესაც აპლიკაციის მომხმარებელი ხართ და ახალი ბარათების დამატება გსურთ: |
რა არის ძირითადი ბარათი? |
ძირითადი ბარათი გამოიყენება გადახდების შესასრულებლად თიბისი საფულის გახსნის გარეშე, ტელეფონის განბლოკვით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კითხვა „რა არის გადახდის მეთოდი?"). აპლიკაცია მოგთხოვთ ძირითადი ბარათის არჩევას ბარათების დამატების შემდეგ. ძირითადი ბარათის შეცვლა შესაძლებელია მთავარ გვერდზე ბარათზე ვარსკვლავის მონიშვნით. |
როგორი ტიპის ბარათების დამატება არის შესაძლებელი? |
თიბისი საფულეში შეგიძლიათ დაამატოთ თიბისი ბანკის VISA და MasterCard ბარათები. |
როგორ გადავიხადო თიბისი საფულით? |
თიბისი საფულით გადახდა ისევე ხდება, როგორც პლასტიკური ბარათით: მიიტანეთ ტელეფონის უკანა მხარე ტერმინალთან. საუკეთესო შედეგისათვის ნუ შეახებთ ტელეფონს ტერმინალს, ტელეფონსა და ტერმინალს შორის დატოვეთ 1-2 სმ. |
დამერიცხება თუ არა ერთგულის ქულები თიბისი საფულით სარგებლობისას? |
თიბისის საფულით გადახდისას დაგერიცხებათ უფრო მეტი ქულა, ვიდრე სტანდარტული ბარათით გადახდის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათების შემთხვევაში ქულების ნაწილი დაგერიცხებათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაგერიცხებათ არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. |
მჭირდება თუ არა ტერმინალზე ბარათის პინ-კოდის შეყვანა? |
თიბისი საფულით გადახდისას ტერმინალზე პინ-კოდის შეყვანა არ არის საჭირო (ნებისმიერ თანხაზე). ეს VISA-ს და Mastercard-ის საერთაშორისო საგადამხდელო სტანდარტია, ბარათის პინ-კოდით ტრანზაქციის დადასტურებას ამ შემთხვევაში ანაცვლებს ტელეფონის განბლოკვა/აპლიკაციაში შესვლა პასკოდით ან თითის ანაბეჭდით. |
რა არის გადახდის მეთოდი? |
აპლიკაციას აქვს 2 გადახდის მეთოდი: გადახდა აპლიკაციაში შესვლით და გადახდა ტელეფონის განბლოკვით. მეთოდის არჩევა შეიძლება პარამეტრებიდან. |
რას ნიშნავს Default mobile payment service (Tap and Pay default app)? |
ეს ანდროიდის ოპერაციული სისტემის პარამეტრია. თუ თქვენს ტელეფონში გაქვთ 1-ზე მეტი გადახდის აპლიკაცია, ამ პარამეტრით ირჩევთ მთავარ აპლიკაციას. იმისათვის, რომ თიბისი საფულემ იმუშაოს გამართულად, აუცილებელია გადახდის მთავარ აპლიკაციად არჩეული იყოს TBC Wallet. სხვადასხვა მწარმოებლების ტელეფონზე ამ პარამეტრის დასახელება შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. |
როგორ მოვიქცე, თუ დავკარგავ ბარათს ან მობილურს? |
ბარათის ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ჩვენს სატელეფონო სერვის ცენტრში ნომერზე: (+995 32) 227 27 27 და განაცხადეთ დაკარგული მობილურის/ბარათის შესახებ, ან ეწვიეთ თიბისი ბანკის რომელიმე ფილიალს. უსაფრთხოების მიზნით, თიბისი ბანკის წარმომადგენელი დაკარგული ბარათის შემთხვევაში დაბლოკავს ბარათს, ხოლო დაკარგული მობილურის შემთხვევაში დაბლოკავს თქვენს აპლიკაციას. |
რა არის პასკოდი? |
პასკოდი არის 5 ნიშნა კოდი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში შესვლა. პასკოდის შეცვლა შეგიძლიათ პარამეტრებიდან. |
როგორ აღვადგინო დავიწყებული პასკოდი? |
პასკოდის დავიწყების შემთხვევაში: |
მუშაობს თუ არა თიბისი საფულე ინტერნეტის გარეშე |
თიბისი საფულეს გამოყენება შეიძლება ინტერნეტის წვდომის გარეშეც, თუმცა ამ დროს ფუნქციონალი შეზღუდულია. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ აპლიკაციაში, განახორციელოთ გადახდა, შეცვალოთ პასკოდი, შეცვალოთ ენა, გააუქმოთ ანგარიში. თუმცა ვერ შეძლებთ ახალი ბარათების დამატებას. ასევე შეზღუდულია გადახდების რაოდენობა და ნაშთის ნახვა. |
შემიძლია თუ არა ერთდროულად ვისარგებლო თიბისი საფულით და სტიკერით? |
არ შეიძლება. თიბისი საფულის გააქტიურების შემდეგ აუცილებელია გადახდის სტიკერი მოხსნათ მობილურ ტელეფონს. |
რატომ აღარ მიჩანს ბარათი/ბარათები? |
თუკი აპლიკაციაში შესვლის შემდეგ რომელიმე ბარათი აღარ გიჩანთ, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: |
რატომ ვერ ვამატებ ბარათს? |
ბარათს შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ამატებდეთ: |
რატომ ვეღარ ვიხდი? |
გადახდების პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი: |
სად ვნახო ტრანზაქციების ისტორია? |
თიბისი საფულეში შეგიძლიათ ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ნახვა. მთავარ გვერდზე დააჭირეთ „ტრანზაქციებს" ბარათის ქვემოთ, რომ იხილოთ ამ ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ჩამონათვალი. ტრანზაქციები დალაგებულია დროის მიხედვით. |
საფულის დეაქტივაცია |
საფულის დეაქტივაციისას წაიშლება თქვენს აპლიკაციაში დამატებული ყველა ბარათის ინფორმაცია. საფულის აღდგენისათვის თქვენ თავიდან მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა. |
ონლაინ რეგისტრაციადარეგისტრირდით ონლაინ სახლიდან გაუსვლელად. TBC Wallet-ით სარგებლობისთვის საჭიროა იყოს დარეგისტრირებული ინტერნეტ და მობაილ ბანკზე |
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
|
დარეგისტრირდით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |