გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა თიბისი ბანკი ერთ-ერთი პირველი ბანკი იყო ქვეყანაში, რომელმაც შეიმუშავა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა აქციონერმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, გერმანულმა საინვესტიციო კორპორაციამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ, რათა ბანკს დაენერგა ყველაზე მოწინავე და სრულყოფილი სისტემა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების შესაბამისად.
გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა მიმართულია იმ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია კომერციულ დაკრედიტებასა და ინვესტიციებთან. გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის მთავარი დებულებებია:
თიბისი ბანკი, აქციონერებთან და პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რეგულარულად აახლებს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემის დოკუმენტს. დოკუმენტის განახლებული ვერსია ძალაშია 2019 წლის 1 მაისიდან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემის დოკუმენტს, რის შედეგადაც ბანკი ეფექტურად მართავს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს და მინიმუმამდე დაჰყავს მისი ზემოქმედება გარემოსა და ბანკთან დაკავშირებულ ყველაზე მხარეზე. |
|