საბჭომ შექმნა სამი ძირითადი კომიტეტი: აუდიტის კომიტეტი, ანაზღაურების კომიტეტი და კორპორატიული მმართველობისა და ნომინაციის კომიტეტი. ასევე შეიქმნა რისკის კომიტეტი და ტექნოლოგიისა და მონაცემთა კომიტეტი. ამ კომიტეტების ყველა წევრი ინიშნება საბჭოს მიერ. დამტკიცებული ტექნიკური დავალების თანახმად, კომიტეტების თავმჯდომარეები დამოუკიდებელი წევრები არიან. კომიტეტები რეკომენდაციებს გასცემენ ძირითად სფეროებთან მიმართებაში, უზრუნველყოფენ სათანადო სისტემებისა და კონტოლების არსებობას მთლიანი ჯგუფის მასშტაბით რისკების მართვის მიზნებისათვის, მათ შორის შესაბამისობის განხორციელებასა და მონიტორინგს. |
|
წევრები
თავმჯდომარე | წევრი |
წევრი | აუდიტის კომიტეტი | რისკის კომიტეტი | ანაზღაურების კომიტეტი | კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი | ტექნოლოგიისა და მონაცემთა კომიტეტი | ESG და ეთიკის კომიტეტი |
---|---|---|---|---|---|---|
არნე ბერგრენი | ||||||
ცირა კემულარია | ||||||
ერან კლაინი | ||||||
პერ ანდერს ფასტი | ||||||
ტიმიოს კირიაკოპულოსი | ||||||
რაჯივ სოუნი | ||||||
ნინო სუქნიძე |
აუდიტის კომიტეტი
ჯგუფის აუდიტის კომიტეტი პასუხისმგებელია:
- ჯგუფს წარუდგინოს ფინანსური უწისები და გაანალიზოს ჯგუფის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების პოლიტიკები, მათ შორის გააკეთოს ოფიციალური და სავაჭრო განცხადებები ჯგუფის ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით ;
- შიდა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობებზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებისა და ეფექტიანობის შეფასებაზე;
- ჯგუფის პროცედურების განხილვაზე თაღლითობის რისკის გამოვლენის, მონიტორინგისა და მართვის მიზნით;
- საბჭოსათვის რეკომენდაციის გაწევაზე გარე აუდიტორების დანიშვნასთან, ხელახლა დანიშვნასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
- წლიური გარე აუდიტის ტიპის, მასშტაბისა და შედეგების განხილვაზე;
- რეკომენდაციის გაწევაზე აუდიტის საზღაურთან დაკავშირებით და გარე აუდიტორების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ყოველწლიურ შეფასებაზე; და
- ჯგუფის შიდა კონტროლებისა და სისტემების მიმოხილვაზე ფინანსური და არაფინანსური რისკების შეფასებისა და შემცირების მიზნით.
აუდიტის კომიტეტი ოთხი წევრისაგან შედგება. კომიტეტს თავმჯდომარეობს პერ ანდერს ფასტი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი და გვარი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
პერ ანდერს ფასტი | თავჯდომარე | 2021 |
ცირა კემულარია | წევრი | 2018 |
ტიმიოს კირიაკოპულოსი | წევრი | 2022 |
ნინო სუქნიძე | წევრი | 2022 |
Audit Committee Terms of Reference
რისკის კომიტეტი
რისკის კომიტეტი პასუხისმგებელია ჯგუფთან დაკავშირებული ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაზე გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებსაც იღებს საბჭო. სახელდობრ, კომიტეტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
- ჯგუფის რისკების მართვის სტრატეგიის, რისკის მადისა და ტოლერანტობის, რისკების მართვის სისტემისა და რისკების პოლიტიკების ანალიზი და შეფასება;
- პროცესების ანალიზი და მონიტორინგი კანონებთან, რეგულაციებთან და ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- შიდა და გარე აუდიტორების მიერ შესაბამისობის, ეთიკისა და რისკების მართვის ფუნქციებთან მიმართებაში გამოვლენილი შიდა კონტროლის ხარვეზების გამოსწორების მონიტორინგი ;
- კომიტეტის მუშაობის ყოველწლიური თვით-შეფასება და შესაბამისი შედეგების საბჭოსათვის წარდგენა;
- რისკების მართვის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტისა და პოლიტიკის სხვა დოკუმენტების ანალიზი და მათ დასამტკიცებლად საბჭოსათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა.
კომიტეტს თავმჯდომარეობს ტიმიოს კირიაკოპულოსი, დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
ტიმიოს კირიაკოპულოსი | თავმჯდომარე | 2021 |
პერ ანდერს ფასტი | წევრი | 2021 |
ერან კლაინი | წევრი | 2022 |
Risk Committee Terms of Reference
ანაზღაურების კომიტეტი
ჯგუფის ანაზღაურების კომიტეტი შეიქმნა გენერალური დირექტორის მოადგილის, თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორებისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის სხვა წევრების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ჩარჩო დოკუმენტისა და უფრო ფართო პოლიტიკის შესაბამისი წესით განსაზღვრისა და საბჭოსათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის მიზნით.
ანაზღაურების კომიტეტი ასევე ზედამხედველობს ჯგუფის ფარგლებში ნებისმიერ ცვლილებას თანამშრომელთა სარგებლების სტრუქტურაში. ანაზღაურების კომიტეტს მოეთხოვება ანგარიშის მომზადება ჯგუფის ანაზღაურების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ, რომელიც შედის ჯგუფის წლიურ ანგარიშში და უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს ანგარიში ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარედგინოს აქციონერებს.
ანაზღაურების კომიტეტი ოთხი წევრისაგან შედგება. კომიტეტს თავმჯდომარეობს პერ ანდერს ფასტი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
არნე ბერგგრენი | წევრი | 2021 |
ცირა კემულარია | წევრი | 2023 |
პერ ანდერს ფასტი | თავმჯდომარე | 2022 |
Remuneration Committee Terms of Reference
კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი
კორპორატიული მმართველობისა და ნომინაციის კომიტეტი შეიქმნა საბჭოს სტრუქტურის, სიდიდისა და შემადგენლობის (მათ შორის უნარების, ცოდნისა და მრავალგვარობის) რეგულარულად გასაანალიზებლად.
კომიტეტს მოეთხოვება განიხილოს დირექტორებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაცვლეობა მართვაში; მოამზადოს რეკომენდაციები საბჭოსათვის წარსადგენად აღმასრულებელი და არააღმასრულებელი დირექტორებისა და საბჭოს კომიტეტების წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. კომიტეტი ასევე ზედამხედველობს საბჭოს ეფექტიანობის ყოველწლიურ შეფასებას.
კორპორატიული მმართველობისა და ნომინაციის კომიტეტი სამი წევრისაგან შედგება. კომიტეტს თავმჯდომარეობს არნე ბერგრენი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
არნე ბერგრენი | თავმჯდომარე | 2021 |
ნინო სუქნიძე | წევრი | 2022 |
რაჯივ სოუნი | წევრი | 2022 |
CGN Committee Terms of Reference
ტექნოლოგიისა და მონაცემთა კომიტეტი
ტექნოლოგიისა და მონაცემთა კომიტეტი ორი წევრისაგან შედგება. კომიტეტს თავმჯდომარეობს რაჯივ სოუნი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
რაჯივ სოუნი | თავმჯდომარე | 2022 |
ტიმიოს კირიაკოპულოსი | წევრი | 2021 |
ერან კლაინი | წევრი | 2021 |
Technology and Data Committee Terms of Reference
ESG და ეთიკის კომიტეტი
ESG და ეთიკის კომიტეტი სამი წევრისაგან შედგება. კომიტეტს თავმჯდომარეობს ერან კლაინი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობა:
სახელი | თანამდებობა | დანიშვნის წელი |
---|---|---|
ერან კლაინი | თავმჯდომარე | 2022 |
ცირა კემულარია | წევრი | 2022 |
რაჯივ სოუნი | წევრი | 2022 |
ESG and Ethics Committee Terms of Reference