სს თიბისი ბანკის მენეჯმენტი
-
ვახტანგ ბუცხრიკიძე
გენერალური დირექტორი
გამოცდილება • წამყვანი ბანკირი კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში • სტრატეგიული და ფინანსური ლიდერობის ფართო გამოცდილება 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში • სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების, სტარტაპებისა და ფინტექ მენეჯმენტის, შერწყმისა და შესყიდვების, კაპიტალისა და სასესხო კაპიტალის მოზიდვის, ინვესტორებთან ურთიერთობის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება ვახტანგს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს საბანკო და ფინანსურ სფეროში. ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოში დაარსებიდან (1992), დაწყებული სტარტაპიდან დღემდე, როგორც ფინანსური ტექნოლოგიების წამყვან ინსტიტუტს. 1993 წელს, თიბისი ბანკს შემოუერთდა უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე და 1996 წელს გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან იკავებს სს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობას; 2016 წლის მაისში, დაინიშნა კომპანიის გენერალურ დირექტორად. ვახტანგი მოწინავე ბანკირია კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ფლობს პრესტიჟულ ჯილდოებს, მათ შორისაა: 2011 წლის საუკეთესო ბანკირის ჯილდო სუამ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციისგან, 2014 წლის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევეროპისა და დსთ-ს საუკეთესო გენერალური დირექტორის ჯილდო ჟურნალ EMEA Finance-გან. 2019 წლის მარტში, მიენიჭა სპეციალური ჯილდო Responsible Capitalism in Adversity (პასუხისმგებელი კაპიტალიზმი გამოწვევების დროს) პრესტიჟული ორგანიზაციისგან FIRST (მულტიდისციპლინარული საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს დიალოგი მრეწველობის, ფინანსებისა და მთავრობის ლიდერებს შორის). მიმდინარე გარე არააღმასრულებელი (ჯგუფგარეშე) თანამდებობები • საქართველოს ბანკების ასოციაციის საბჭოს წევრი • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბჭოს წევრი • Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) ბიზნეს საბჭოს წევრი სრულად ნახვა დახურვა -
გიორგი მეგრელიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი
გიორგი სს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად 2020 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ბანკს შემოუერთდა 2020 წლის მარტში, ფინანსური დირექტორის მოადგილედ. აქვს ფინანსური სერვისების გლობალური ლიდერობის 25 წლიანი გამოცდილება. თიბისიში მოსვლამდე, ამსტერდამის Natwest Markets N.V.-ის კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2008-2019 წლებში, რამდენიმე ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა ლონდონის Barclays Bank-ში, მათ შორის იყო Barclays Treasury-ის დირექტორი, Barclays Internal Large Exposure-ის ხელმძღვანელი და Barclays Central Planning-ის ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა Barclays Bank PLC Solo Capital and Leverage Management-ის მმართველად და Barclaycard UK-ში სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელად. ადრეულ კარიერაში, გიორგი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა რამდენიმე ქართულ ორგანიზაციაში. ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (Judge Business School) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. სრულად ნახვა დახურვა -
თორნიკე გოგიჩაიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურება
თორნიკე სს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და საცალო საბანკო მომსახურების ხელმძღვანელად 2020 წლის იანვარში დაინიშნა. გარდა ამისა, 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო ოპერაციებს. თიბისის შემოუერთდა 2018 წელს, როგორც ოპერაციების მართვის დირექტორი. თორნიკეს აქვს ფინანსური მომსახურებისა და ოპერაციების მართვის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საქართველოსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. თიბისიში მოსვლამდე, მუშაობდა საქართველოს ბანკის ჯგუფში გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად. მანამდე, ამავე ჯგუფში, სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე საქმიანობდა. 2008-2010 წლებში, ეკავა ფინანსური დირექტორის თანამდებობა BG Bank Ukraine-ში (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია). კარიერის დასაწყისში, იყო საქართველოს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალური დირექტორი, მუშაობდა UEDC PA საკონსულტაციო კომპანიაში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე და ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიციები BCI Insurance-ში. თორნიკე ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ოქსფორდის საიდ ბიზნეს სკოლის აღმასრულებელ დიპლომს. სრულად ნახვა დახურვა -
გიორგი თხელიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგი, დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტი
გიორგი 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა მიმდინარე პოზიციაზე და ხელმძღვანელობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო საქმეებს. 2021 წლის იანვრიდან, პასუხისმგებელია ბანკის დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტსა და სალიზინგო ბიზნესებზე. თიბისის შემოუერთდა 2014 წელს, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და რისკების მართვის დირექტორი. გიორგის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს გლობალურ ფინანსურ სერვისებში. თიბისიში მოსვლამდე, მუშაობდა Barclays Investment Bank-ში, სადაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG), EMEA. მანამდე კი, ასოცირებული დირექტორი იყო Barclays Bank Debt Finance and Restructuring გუნდებში. ლონდონის Barclays-ში, მუშაობდა და ახორციელებდა მრავალრიცხოვან გარიგებას შერწყმა-შესყიდვის (M&A), ვალისა და კაპიტალის ბაზრებზე ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. კარიერის დასაწყისში, საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორის იყო; ხოლო მანამდე, ეკავა მზარდი თანამდებობები ამავე კომპანიაში. გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხს და ნოტინჰემის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს (LLM) საერთაშორისო კომერციულ სამართალში. სრულად ნახვა დახურვა -
ნინო მასურაშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების მართვის დირექტორი
ნინო სს თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორად 2020 წელს დაინიშნა. ბანკს შემოუერთდა 2000 წელს. ეკავა ეტაპობრივად მზარდი თანამდებობები, 2006 წელს, დაინიშნა ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდა თიბისის საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურებას. პარალელურად, წარმოდგენილია თიბისის ძირითადი შვილობილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორისაა: TBC Uzbekistan, TBC Leasing და Space International - TBC-ის ციფრული საბანკო პლატფორმა. აქვს 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ფინანსური მომსახურებისა და საბანკო საქმიანობის სფეროში, საქართველოში. კარიერის დასაწყისში, იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციებს სს თბილკომ ბანკსა და ბარენც ჯგუფში. ნინო ფლობს ბიზნეს სკოლის (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტირის ხარისხს. სრულად ნახვა დახურვა