-
1992
- თიბისი ბანკის პირველი მმართველი გუნდი
- 17 დეკემბერს დაფუძნდა საქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი".
-
1993
- საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია
- მაისში თიბისი ბანკს მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია.
-
1996
- პირველი საერთაშორისო აუდიტი
- ივნისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება "Coopers & Lybrand"-ის მიერ.
- აგვისტოში TACIS-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა პირველი საკრედიტო ხელშეკრულება.
- დეკემბერში თიბისი ბანკმა დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი.
-
1997
- თიბისი ბანკის პირველი სადებეტო ბარათი
- თებერვალში გაიხსნა მსოფლიო ბანკის საკრედიტო ხაზი - 1 მილიონი აშშ დოლარი.
- თიბისი ბანკმა პირველი სადებეტო ბარათი გამოუშვა
-
1998
- გაიხსნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი
- თებერვალში გაიხსნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც კვლავ მიმართული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე.
- 17 მარტს თიბისი ბანკსა და EBRD-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოში "აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" განხორციელების თაობაზე, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. პროექტი ეხმარებოდა საქართველოში ვაჭრობის განვითარებას და ახალი კომერციული კონტაქტების ჩამოყალიბებას.
- 16 აპრილს გაიხსნა გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი გერმანული მარკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდა.
-
1999
- ბანკის გადასვლა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე
- 17 აგვისტოს EBRD-ის "აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" თანხა გაიზარდა 2 მილიონი აშშ დოლარით. ამასთან, EBRD გარანტორად დაუდგა თიბისი ბანკს პირველი კლასის ბანკების წინაშე.
- მაისში თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო "საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის" (დღევანდელი "პროკრედიტბანკი") დაფუძნებაში.
- თიბისი ბანკი გადავიდა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე
-
2000
- IFC და DEG გახდნენ თიბისი ბანკის აქციონერები
- 2 თებერვალს გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) მიერ თიბისი ბანკისთვის მოხდა მეორე საკრედიტო ხაზის - 2 მილიონი ევროს გამოყოფა.
- 26 მაისს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია (DEG) თიბისი ბანკის აქციების 10-10 პროცენტის მფლობელნი გახდნენ.
- სექტემბერში Thomson Financial Bankwatch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა. ეს იყო ქართული კომპანიისათვის საერთაშორისო რეიტინგის მინიჭების პირველი შემთხვევა.
-
2001
- დაარსდა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
- 8 მაისს თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპენსიო სადაზღვევო ჰოლდინგის (GPI ჰოლდინგი) დაფუძნებაში. GPI ჰოლდინგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს საპენსიო დაზღვევა შესთავაზა.
- 13 ივნისს გამომცემლობამ "ჯორჯიან თაიმს" და მარკეტინგული კვლევის კომპანიამ "გორბი" დაასახელეს თიბისი ბანკი 2001 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიად.
- 3 სექტემბერს თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ "The Banker"-ის ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის დასახელდა.
-
2002
- თიბისი ბანკმა განაახლა კორპორატიული ვებ გვერდი
- მარტიდან თიბისი ბანკი, ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა.
- 14 მარტს გაიხსნა თიბისი ბანკის ფილიალი თელავში. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ქუთაისისა და ფოთის შემდეგ ეს თიბისი ბამის მე-5 ფილიალი იყო რეგიონებში.
- 13 ივნისს გამომცემლობა "Georgian Times"-ისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" მიერ თიბისი ბანკი 2001 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიად დასახელდა.
- დეკემბერში თიბისი ბანკს მიენიჭა ეურომარკეტ ფორუმ-2002-ის (Euromarket Forum-2002) პრიზი.
- თიბისი ბანკმა განაახლა კორპორატიული ვებ გვერდი
-
2003
- დაარსდა ლიტერატურული პრემია "საბა"
- 23 მაისს კომპანია "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ფონდი" თიბისი ბანკის აქციათა 25%-ის მფლობელი გახდა.
- 9 სექტემბერს თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ "The Banker"-ის ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის მეორედ დასახელდა.
- 5 დეკემბერს თიბისი ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის გაფორმდა ხელშეკრულება რისკების დაზღვევის თაობაზე - 2 მილიონი ევრო და 3 მილიონი დოლარი.
- 19 დეკემბერს თიბისი ბანკსა და EBRD-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე. ეს იყო პირველი ინვესტიცია საქართველოს კომერციულ სექტორში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ.
- თიბისი ბანკმა დააარსა ლიტერატურული პრემია "საბა"
-
2004
- თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა
- იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო კომპანია "თიბისი ლიზინგმა", რომელიც თიბისი ბანკმა დააფუძნა. საქმიანობის დაწყებიდან 1 წლის თავზე "თიბისი ლიზინგმა" საქართველოს სალიზინგო ბაზარზე სერიოზული პოზიციის დაკავება შეძლო.
- მარტში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა.
- 9 ივლისს აჭარაში, ქ. ბათუმში თიბისი ბანკის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ბანკისთვის რიგით მე-6 რეგიონული ფილიალი იყო.
- 7 სექტემბერს ლონდონში "ფაინენშლ თაიმს გრუპის" (Financial Times Group) ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგები გამოცხადდა, სადაც მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის ზედიზედ უკვე მესამედ დასახელდა თიბისი ბანკი.
-
2005
- თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი
- იანვარში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) თიბისი ბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო. ეს იყო საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ კომერციული ბანკისათვის სუბორდინირებული სესხის გამოყოფის პირველი პრეცენდენტი.
- 26 თებერვალს გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი. იგი განთავსდა მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში აშენებულ უნიკალურ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ძეგლებს განეკუთვნება და რომლის რეკონსტუქციის პროექტის დაფინანსებაზე ბანკმა 6 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.
- 1 მაისიდან თიბისი ბანკმა იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 20 წლამდე გაზარდა, რაც საქართველოს საბანკო სექტორისთვის რევოლუციურ ნაბიჯს წარმოადგენს. მანამდე საქართველოში სესხების მაქსიმალური ვადიანობა 10 წელი იყო.
- 27 ივლისს IFC–მა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა კომპანია "თიბისი ლიზინგს", რომლის დამფუძნებელია თიბისი ბანკი. ეს IFC-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.
- სექტემბერში Financial Times Group-მა ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს ,,წლის საუკეთესო ბანკებს" შორის უკვე მეოთხედ დაასახელა თიბისი ბანკი.
- 26 სექტემბერს თიბისი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამაზე. სახელშეკრულებო თანხა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
- ოქტომბერში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის უკვე მეორედ დაასახელა.
- 7 ნოემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitchrating-მა თიბისი ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა: ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი "CCC+"-დან "B-" დონემდე გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი - "C"-დან "B" დონემდე. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკის ზრდა შეფასდა, როგორც "სტაბილური".
-
2006
- გაეშვა პირველი კო-ბრენდ ბარათები: თიბისი კოსმო
- გაეშვა პირველი კო-ბრენდ ბარათები: თიბისი ლუკოილი
- გაეშვა პირველი კო-ბრენდ ბარათები: თიბისი მობაილ ქარდი
- თებერვალში გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიამ (DEG) თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო, რომლის ინვესტირებაც თიბისი ბანკის კაპიტალში განხორციელდა.
- 1 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სალიზინგო კომპანია "თიბისი ლიზინგის" აქციათა 10% შეიძინა. ამავე დროს, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო "თიბისი ლიზინგს", რაც EBRD-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.
- აპრილში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" თავის პერიოდულ საბანკო რეიტინგში "მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკები" თიბისი ბანკი კვლავ დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში.
- 1 მაისს თიბისი ბანკმა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გააფორმეს ხელშეკრულება ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის მიზანია თიბისი ბანკის პოზიციების გაძლიერება ფიზიკური პირების სეგმენტზე.
- 28 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი ბანკის ზრდის შეფასება ,,სტაბილურიდან" ,,პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.
- ნოემბერში ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია FMO-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ხუთ წლიანი ხელშეკრულება 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე.
- დეკემბერში საერთაშორისო ორგანიზაციამ Business Initiative Directions თიბისი ბანკი ხარისხის საერთაშორისო ჯილდოთი Gold Start დააჯილდოვა.
- საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა თიბისი ბანკს პირველად მიანიჭა საკრედიტო რეიტინგი შემდეგი კატეგორიით: B3 უცხოური ვალუტის და Baa3 ადგილობრივი ვალუტის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები, რაც დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მიღწევად ყველაზე მაღალ შეფასებას.
- თიბისი ბანკმა გამოუშვა პირველი კო-ბრენდ ბარათები
-
2007
- საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ტიპის ფილიალები
- საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ტიპის ფილიალები
- თებერვალში თიბისი ბანკმა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, ESM-თბილისის აქციათა 20% შეიძინა.
- მარტში თიბისი ბანკს მსოფლიოში ხარისხის ყველაზე ავტორიტეტული სტანდარტი, ISO 9001:2000 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.
- მარტში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" "მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკების" რეიტინგში თიბისი ბანკი დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში.
- მაისში, საერთაშორისო სააგენტომ Moody's, თიბისი ბანკს რეიტინგი მიანიჭა შემდეგ კატეგორიებში: შეფასება – სტაბილური, საბანკო დეპოზიტები - უცხოურ ვალუტაში - B3/NP, საბანკო დეპოზიტები - ეროვნულ ვალუტაში Ba1/NP, ბანკის ფინანსური მდგრადობა - D-.
- ივლისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings თიბისი ბანკის რეიტინგი 2 საფეხურით გააუმჯობესა და ,,B+" კატეგორია მიანიჭა.
- შემოდგომაზე თიბისი ბანკი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა და რეგიონულ განვითარების მიმართულებით პირველი პროექტი წარმატებით განახორციელა - თიბისი ბანკმა აზერბაიჯანში ადგილობრივი საკრედიტო ინსტიტუტის, "სოა კრედიტის" აქციათა 75% შეიძინა.
- დეკემბერში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია სენტეოსთან მუშაობის შედეგად თიბისი ბანკმა სრულიად განაახლა ფილაილების დიზაინი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
-
2008
- თიბისი ბანკმა 5 მილიონი ლარი შეიტანა "თიბისი ფონდში" დაზარალებულთა დასახმარებლად
- 16 თებერვალს თიბისი ბანკმა ანაბრების უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში თიბისი ბანკის 9 მეანაბრემ ავტომობილები მოიგო, ხოლო 31 დეკემბერს გათამაშდა მთავარი პრიზი - 1 მილიონი ლარი.
- 2008 წელს თიბისი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნა 23 ახალი ფილიალი, 3 ახალი სერვის-ცენტრი და დადგა 80 ახალი ბანკომატი.
- წლის განმავლობაში უცხოური ბაზრებიდან თიბისი ბანკმა მოიზიდა 206 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი, შემდეგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან: DEG, FMO, Merrill Lynch, RoseMount, OTP, Banco Internacional, EBRD, OPIC, CITI Bank.
- 13 აგვისტოს, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკმა საქველმოქმედო ორგანიზაცია - "თიბისი ფონდი" დააფუძნა და პირველი შენატანი, 5 მილიონი ლარი თავად განახორციელა. ეს იყო ყველაზე დიდი მოცულობის სოციალური ინვესტიცია ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შორის.
-
2009
- წარმატებით გაგრძელდა ანაბრების ყველაზე მასშტაბური გათამაშება "გახდი მილიონერი"
- EBRD, FMO, JP Morgan და Ashmore თიბისი ბანკის აქციონერთა რიგს შეემატნენ.
- 2009 წლის განმავლობაში, მიუხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისა, თიბისი ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 161 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი მოიზიდა.
- თიბისი ბანკს მეორეჯერ გადაეცა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001 : 2008.
- სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, Deutshe Bank-მა თიბისი ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2008 USD STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.
- წარმატებით გაგრძელდა ანაბრების ყველაზე მასშტაბური გათამაშება "გახდი მილიონერი, რომლის ფარგლებშიც 9 საცხოვრებელი ბინა და 1 მილიონი ლარი გათამაშდა.
-
2010
- შეიქმნა Smart Club - პროგრამა ლოიალური კლიენტებისთვის
- თიბისი ბანკმა, ადგილობრივ ბაზარზე პირველად, დანერგა ლოიალურობის პროგრამა SMART CLUB, რომლის ფარგლებში ბანკის აქტიური კლიენტები, ყოველ საბანკო ტრანზაქციაზე, ბანკისგან ბონუსად იღებენ SMART ქულებს, ხოლო შემდეგ მათ გადაცვლიან საჩუქრებზე ათობით პარტნიორ ობიექტებში.
- EBRD-მა თიბისი ბანკი სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაში წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა საქართველოში.
- საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings დაადასტურა თიბისი ბანკისადმი 2009 წელს მინიჭებული რეიტინგი და ბანკს კვლავ მიანიჭა ,,B+" კატეგორია, პროგნოზი – სტაბილური. Fitch-მა ხაზი გაუსვა და პოზიტიურად შეაფასა თიბისი ბანკის მაღალი კაპიტალიზაცია, ლიკვიდურობის დონე და მომგებიანობა.
- Financial Times Group-ის ჟურნალმა "The Banker", მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს შორის, თიბისი ბანკი უკვე მეხუთედ დასახელდა ,,წლის საუკეთესო ბანკად'' საქართველოში.
-
2011
- თიბისი ბანკი გახდა ბანკი კონსტანტას აქციების 80%-ის მფლობელი
- საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's თიბისი ბანკის დეპოზიტების გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში 2 საფეხურით - B3-დან B1-მდე აამაღლა და ბანკის ფინანსური მდგრადობის პროგნოზი შეაფასა, როგორც ,,სტაბილური".
- Deutsche Bank-მა თიბისი ბანკი სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2010 USD STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.
- თიბისი ბანკმა ბანკი კონსტანტას აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ბანკი კონსტანტა ერთ-ერთი საუკეთესო ბანკია მიკროსაფინანსო ბაზარზე, რამაც განაპირობა თიბისი ბანკის დაინტერესება ამ საფინანსო ინსტიტუტით. თიბისი ბანკი კონსტანტას აქციათა 80%-ის მფლობელი გახდა.
- COMMERZBANK-მა თიბისი ბანკი დაასახელა საუკეთესო ბანკად მაღალი ხარისხით შესრულებული სავალუტო გადარიცხვებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის, რის გამოც მას „2010 USD STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.
- თიბისი ბანკი უმსხვილესი ევროპული ფინანსური ჟურნალის Euromoney 2011 წლის რჩეული გახდა და საქართველოში საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა.
-
2012
- თიბისი ბანკმა აღნიშნა 20 წლის იუბილე
- იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკმა თბილისს აჩუქა ქანდაკება სახელწოდებით "საათები"
- ქანდაკება შექმნილია ცნობილი ქართველი სკულპტორის თამარ კვესიტაძის მიერ
- 2012 წელს თიბისი ბანკმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე იზეიმა. ბანკი დაფუძნდა 1992 წელს და მისი საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს თიბისი ბანკი წამყვანი, უნივერსალური ბანკია საქართველოში 370 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით და 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებით. ბანკი ემსახურება 1,000,000-მდე მომხმარებელს ოთხ ბიზნეს-სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო-საფინანსო საბანკო მომსახურება (რომელიც ხორციელდება შვილობილი კომპანია, ბანკი „კონსტანტას" საშუალებით).
- თიბისი ბანკი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საცალო დეპოზიტების ბაზარზე და მისი წილი ამ სეგმენტში 36,0%-ს შეადგენს.
- 2012 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა აწია თიბისი ბანკის საერთაშორისო რეიტინგები სხვადასხვა კატეგორიებში: გრძელვადიანი რეიტინგი (IDR)[1] ‘BB-' -დან ‘B+' -მდე, ხოლო Viability (VR)[2] რეიტინგი - ‘bb-'-დან ‘b+'-მდე. ბანკის რეიტინგის პროგნოზი (Rating Outlook)[3] განისაზღვრა როგორც "სტაბილური".
- პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ინტერნეტ ბანკის აპლიკაციები iPhone-ების, Android-ებისა და სხვა Smartphone-ებისათვის.
- ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დააჯილდოვა ერთდროულად ორ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი", ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი". თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური აღიარება.
- ჟურნალებმა Euromoney, Global Finance და EMEA Finance თიბისი ბანკი 2012 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელეს.
- Deutsche Bank-მა და Commerzbank-მა თიბისი ბანკი სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელეს საქართველოში. ეს უკვე მეშვიდე ჯილდოა Deutsche Bank-ისგან სავალუტო გადარიცხვების კატეგორიაში.
- ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დაასახელა როგორც 2013 წელს სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.
- ბანკმა 192 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
2013
- ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი დააჯილდოვა, როგორც საუკეთესო ინტერნეტ ბანკი
- თიბისი ბანკმა დანერგა პირველი iPad ბანკის აპლიკაცია საქართველოში
- თიბისი ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.
- თიბისი ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ბაზელ 3-ის მეორე პილარის მოთხოვნების მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინა ICAAP (კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების პროცესის) ანგარიში.
- თიბისი ბანკი უკვე მეშვიდე წელია ინარჩუნებს ლიდერობას საცალო დეპოზიტების ბაზარზე და 2013 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ფლობს ბაზრის 33.1%
- თიბისი ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ბაზელ 3-ის მეორე პილარის მოთხოვნების მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინა ICAAP (კაპიტალის ადეკავატურობის შიდა შეფასების პროცესის) ანგარიში.
- ბანკის კორპორატიული მართვა კიდევ უფრო დაიხვეწა და სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე შეიქმნა სამი დამატებითი კომიტეტი: (1) რისკების, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი (2) ანაზღაურების კომიტეტი და (3) კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა აუდიტის კომიტეტში, რათა სრულად შესაბამისობაში ყოფილიყო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბაზელის მოთხოვნებთან.
- თიბისი ბანკის ახალი ინტერნეტბანკის პლატფორმა დაჯილდოვდა რამდენიმე ნომინაციაში Global Finance Magazine-სგან, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: (1) მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებ-გვერდი, (2) მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი, ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთი ქართული ბანკის ონლაინ სერვისს არ მიუღია.
- მას შემდეგ, რაც 2012 წელს, პირველმა დანერგა მობაილბანკის აპლიკაციები iPhone და Android ტელეფონებისთვის, თიბისი ბანკმა კიდევ უფრო განავითარა დისტანციური საბანკო მომსახურების მრავალფეროვანი არხები და ამ მიზნით, 2013 წელს, პირველმა შესთავაზა ქართველ მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია BlackBerry-სთვის და ინტერნეტბანკის iPad-ისთვის.
- თიბისი ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიის და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. თიბისი ბანკი პირველი და ერთადერთი ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამგვარ არასაფინანსო მომსახურებას სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს.
- თიბისი ბანკმა ინოვაციური საბრენდო და მარკეტინგული ინიციატივები განახორციელა, მათ შორის „სამი მუშკეტერის" კამპანია და „სენსორული" მარკეტინგის პროექტი.
- თიბისი ბანკმა აზიის განვითარების ბანკიდან მოიზიდა 50 მილიონი აშშ დოლარი, რაც განკუთვნილია ექსკლუზიურად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოს რეგიონებში. ეს პირველი ასეთი მასშტაბური თანამშრომლობაა თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის.
- ასევე, 2013 წელს თიბისი ბანკმა მიიღო 35 მილიონი ა.შ.შ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სუბორდინირებული სესხი კერძო ფონდებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან. ჰოლანდიური განვითარების სააგენტოს, FMO-ს მიერ ორგანიზებულ სინდიცირების ტრანზაქციაში, სადაც თვითონ FMO-ს კონტრიბუცია განისაზღვრა 20 მილიონი აშშ დოლარით, მონაწილეობა მიიღეს ასევე კანადრუმა კერძო საინვესტიციო ფონდმა, Cordiant Capital-მა, 5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ოდენობით და Swedfund-მა, შვედურმა განვითარების ბანკმა, 10 მილიონი ა.შ.შ. დოლარის თანამონაწილეობით.
-
2014
- თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო
- თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო.
- თიბისი ბანკმა ბანკი კონსტანტას აქციათა 100% შეიძინა.
-
2015
- ბანკი კონსტანტასთან შერწყმის პროცესი დასრულდა.
- ბანკი კონსტანტასთან შერწყმის პროცესი დასრულდა.
-
2016
- თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა.
- თიბისი ბანკმა სადაზღვევო კომპანიის კოპენბურის აქციათა 100% შეიძინა.
- თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა.
- თიბისი ბანკმა სადაზღვევო კომპანიის კოპენბურის აქციათა 100% შეიძინა. სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის" რებრენდინგი დასრულდა და ის „თიბისი დაზღვევის" სახელით აგრძელებს ოპერირებას.
-
2017
- თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ინდექსში შევიდა
- წარმატებით დასრულდა თიბისი ბანკის ბანკ რესპუბლიკასთან შერწყმის პროცესი.
- თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ინდექსში შევიდა. ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თიბისი ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს. FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს.
-
2018
- თიბისი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დასახელდა
- საერთაშორისო გამოცემამ Global Finance თიბისი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დაასახელა;
- თიბისიმ პირველი სრულიად ციფრული ბანკი, Space, გაუშვა საქართველოში;
- თიბისიმ აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი" სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.