-
არნე ბერგრენი
თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2019 წლის სექტემბერში; თავმჯდომარედ დაინიშნა 2021 წლის თებერვალში
გამოცდილება
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და მთავრობების კონსულტირება
- დიდი ბრიტანეთის სხვა ბანკების საბჭოს წევრობა და კომიტეტის თავმჯდომარეობა
- საინვესტიციო საბანკო საქმიანობა და წამყვანი ბანკების რესტრუქტურიზაცია
- სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება
არნე 25 წელზე მეტია, რაც ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობს. ეკავა მმართველობითი და საკონსულტაციო პოზიციები ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებში*, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი, შვედეთის ბანკი, კარნეგის საინვესტიციო ბანკი, შვედეთის ფინანსთა სამინისტრო და ბანკების მხარდაჭერის ორგანო. წამყვანი როლი ეკავა შვედეთის საბანკო კრიზისის მოგვარებაში 1991-1993 წლებში. აზიის კრიზისის დროს, პრობლემური აქტივების მართვაში დაეხმარა ფინანსური რესტრუქტურიზაციის ორგანოს (FRA) ტაილანდში, ფინანსური მომსახურების კომისიასა და კორეის აქტივების მართვის კორპორაციას (FSC/KAMCO) სამხრეთ კორეაში. კარიერის მანძილზე, მუშაობდა ასევე აღმასრულებელ დირექტორად ფინანსური სფეროს მიღმა და დამოუკიდებელ არა-აღმასრულებელ დირექტორად აქტივების მართვის თურქულ კომპანიაში - LBT Varlik Yonetim და სლოვენიურ საბანკო აქტივების მართვის კომპანიაში - DUBT Ltd.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები
არ არის
კომიტეტის წევრობა
- კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი, თავმჯდომარე
- ადამიანური რესურსებისა და ანაზღაურების კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
ცირა კემულარია
სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2018 წლის სექტემბერში; უფროს დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა 2021 წლის სექტემბერში
გამოცდილება
- 23 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ენერგეტიკისა და ნავთობ ქიმიკატების ინდუსტრიაში, მათ შორის - რეგულირებად სასაქონლო ვაჭრობასა და ფინანსურ მომსახურებაში
- დირექტორთა ინსტიტუტის დიპლომირებული დირექტორი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ყოფილი წევრი და ბრიტანეთში ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე
- ექსპერტიზა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში
ცირა სხვადასხვა როლს ასრულებდა სასაქონლო სავაჭრო კომპანიების საბაზრო რისკის მართვაში, როგორც Dynegy Inc.-ში აშშ-ში, ასევე Shell International Trading & Shipping Ltd-ში (STASCO) დიდ ბრიტანეთში. 2005-2016 წლებში, იკავებდა მმართველ პოზიციებს შერწყმა-შესყიდვისა და კომერციული ფინანსების, ხაზინის, ვაჭრობისა და მომარაგების განხრით დიდი ბრიტანეთში, მოსკოვსა და ბარბადოსში. 2016-2019 წლებში, იყო ლონდონში დაფუძნებული Shell International Ltd-ში, პენსიების სტრატეგიისა და სტანდარტების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2019 წლიდან, მართავს შიდა აუდიტსა და გამოძიებას Shell-ის გლობალური ვაჭრობისა და მომარაგების ორგანიზაციაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს სასაქონლო ვაჭრობისა და მომარაგების ბიზნესს წარმოადგენს.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები- Shell International Ltd, გლობალური კორპორატიული სეგმენტის ვიცე-პრეზიდენტი და ინგლისში ,,SHELL" -ის ფინანსური დირექტორი
- BG Group Pensions Trustees Limited, რწმუნებული დირექტორი
კომიტეტის წევრობა
- აუდიტის კომიტეტი, წევრი,
- კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი, წევრი
- ადამიანური რესურსებისა და ანაზღაურების კომიტეტი, წევრი
-
ერან კლაინი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივნისში
გამოცდილება
- ფართო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო, კაპიტალის ბაზარზე და იურიდიულ საკითხებში
- მნიშვნელოვანი გამოცდილება რისკების, კორპორატიული მმართველობის, სტრატეგიისა და სტრუქტურირების მიმართულებით
- გამოცდილება განვითარებადი ბაზრების საბანკო საქმეების წარმოებასა და დაინტერესებული მხარეების მართვაში
- შესაბამისი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში
ერანი გამოცდილი საერთაშორისო ბანკირი და იურისტია, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ისეთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობდა, როგორიცაა Commerzbank, Citibank, ING Financial Markets და Deutsche Bank, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე. მან სიღრმისეული ცოდნა დააგროვა კაპიტალის ბაზრების, მცირე და საშუალო საწარმოების, საცალო დაკრედიტების, კორპორატიული მმართველობის, ლიკვიდურობის და საბალანსო ანგარიშების მართვის, ასევე რისკების მართვის, აუდიტისა და სტრატეგიული პროექტების მიმართულებით. ბატონი კლაინი უკრაინაში ყველაზე დიდი ბანკის - პრივატ ბანკის დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორის და რისკების მართვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები
- Chapter Zero Ukraine, Caucasus, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
- Chapter Zero Uzbekistan, მრჩეველთა საბჭოს წევრი
- Discus Advisory Limited, დირექტორი
კომიტეტის წევრობა
- გარემოსდაცვითი/სოციალური/მმართველობითი (ESG) და ეთიკის კომიტეტი, თავმჯდომარე
- ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტი, წევრი
- რისკის კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
პერ ანდერს ფასტი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივლისში
გამოცდილება
- წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება
- დამოუკიდებელ არა-აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება
- საბირჟო კომპანიების მართვის, ლიდერობისა და სტრატეგიული საკონსულტაციო უნარები
- შესაბამისი გამოცდილება ევროპის მასშტაბით, ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (Fintech) და საკრედიტო მენეჯმენტის ინდუსტრიაში
- შესაბამისი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში
პერ ანდერსი 20 წელია, რაც ჩრდილოეთ ევროპის წამყვანი ბანკის SEB-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორია და SBAB ბანკის, Hoist Finance-სა და European Resolution Capital-ის გენერალური დირექტორია. პერ ანდერსს აქვს ღრმა სტრატეგიული საკონსულტაციო გამოცდილება, როგორც უმაღლესი დონის კონსულტანტს McKinsey & Company-სა და QVARTZ-ში (ახლა Bain & Company) 10 წლის განმავლობაში. ის რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის არა-აღმასრულებელი დირექტორი იყო სკანდინავიასა და საბერძნეთში. იყო Piraeus Bank S.A.-ის (საბერძნეთის წამყვანი ბანკის) საბჭოს წევრი. გარდა ამისა, მას ფართო პროფესიული გამოცდილება აქვს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში, სადაც იყო მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები
- Lyra Financial Wealth AB, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე
- Atle Investment Management/Services AB, დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორი
- JSB Ukrgasbank, დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორი
კომიტეტის წევრობა
- აუდიტის კომიტეტი, თავმჯდომარე
- რისკის კომიტეტი, წევრი
- ადამიანური რესურსებისა და ანაზღაურების კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
ტიმიოს კირიაკოპულოსი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივლისში
გამოცდილება
- ინვესტორი, პორტფელის მენეჯერი, რისკის გამწევი და ბალანსის დამგეგმავი
- ბალანსის რისკების შემცირება, საოპერაციო და მმართველობის რესტრუქტურიზაციის ფართო გამოცდილება
- ტრანსფორმაციის ლიდერობა და კრიზისის მართვა სისტემურ ბანკებსა და ფინტექში
- ფინანსური, რისკების და აქტივების მართვის საკონსულტაციო უნარები კომპანიებისა და სამთავრობო უწყებებისთვის
ტიმიოსი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საბანკო მენეჯერია, რომელიც სპეციალიზებულია ოპერაციული ტრანსფორმაციის, ბალანსის და რისკების მართვის, ფინანსური ინჟინერიისა და პორტფელის მართვის სფეროებში. ის აქტივების მართვის ბერძნული კორპორაციის, საბერძნეთის აქტივების სუვერენული ფონდის საბჭოს წევრი და საინვესტიციო და რისკების კომიტეტის თავმჯდომარეა. მანამდე იყო Piraeus Bank S.A-ის (ბირჟაზე არსებული საბერძნეთის წამყვანი ბანკი) აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი და რისკების მართვის დირექტორი, ასევე იყო კორპორაცია Goldman Sachs-ის მმართველი დირექტორი ფიქსირებული შემოსავლის ვალუტისა და საქონლით ვაჭრობის მიმართულებით, და მუშაობდა Insurtech-ის, Fintech-ის, ფინანსური მომსახურებისა და მართვის საკონსულტაციო კომპანიების საბჭოებში და იკავებდა აღმასრულებელ პოზიციებს.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები
- Hellenic Corporation Of Assets And Participations, არა-აღმასრულებელი დირექტორი
- Attica Bank, არა-აღმასრულებელი დირექტორი
- Agreed Payments SA, არა-აღმასრულებელი დირექტორი
კომიტეტის წევრობა
- რისკის კომიტეტი, თავმჯდომარე
- აუდიტის კომიტეტი, წევრი
- ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტის წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
ნინო სუქნიძე
არა-აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ძალის ჩართულობისთვის, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ნოემბერში
გამოცდილება
- ფინანსური მომსახურების სიღრმისეული ცოდნა, როგორც წამყვანი იურიდიული მრჩეველის ფართო გამოცდილება ფინანსური სექტორის ტრანზაქციებში
- მმართველობითი, მარეგულირებელი და რისკების მართვის გამოცდილება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებულ კომპანიაში
- კომპანიების კონსულტირება სხვადასხვა სექტორში - ტელეკომუნიკაციების, ფარმაცევტული პროდუქტების, ენერგეტიკისა და კომერციის ჩათვლით
ნინო არის ბიზნეს იურისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საბანკო, საფინანსო, კორპორატიული, მარეგულირებელი, კონკურენციისა და კაპიტალის ბაზრების ჩათვლით. ამჟამად, იურიდიული ფირმა შპს "სუქნიძე და პარტნიორების" მმართველი პარტნიორია. 2017-2020 წლებში მუშაობდა სს საქართველოს ბანკში მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე. ბანკში მუშაობამდე, 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საერთაშორისო იურიდიული ფირმების Dentons და DLA Piper-ის საქართველოს წარმომადგენლობებში. ამჟამად, ნინო არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები
- Suknidze & Partners, მმართველი პარტნიორი
- Care Caucasus, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
კომიტეტის წევრობა
- აუდიტის კომიტეტი, წევრი
- კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
რაჯივ სოუნი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ნოემბერში
გამოცდილება
- გლობალური კორპორატიული ლიდერობის ფართო გამოცდილება 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
- მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და აღმასრულებელი გამოცდილება ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების კომპანიებისთვის
- ფართო გამოცდილება პერსონალის მენეჯმენტში
- ექსპერტიზა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში
რაჯივ სოუნის კორპორაციული განვითარების მიმართულებით, კერძოდ - ციფრულ ტექნოლოგიებში, აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა მრეწველობის სხვადასხვა დარგში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. ამჟამად, ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო მოწყობილობის შემქმნელი კომპანიის შპს Oxsight-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და არა-აღმასრულებელი დირექტორია. ასევე, მუშაობდა როგორც შპს Zensar-ის გენერალური დირექტორის მთავარი მრჩეველი ბრიტანეთში და კიბერუსაფრთხოების კომპანიის - Garble Cloud Inc. - მრჩეველთა საბჭოს წევრი სილიკონ ველიში (აშშ). მანამდე, მდიდარი საოპერაციო გამოცდილება შეიძინა Hewlett Packard-ის HCL Technologies და Mphasis-ში პრეზიდენტად მუშაობისას.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობებიარ არის
კომიტეტის წევრობა
- ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტი, თავმჯდომარე
- კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი, წევრი
- გარემოსდაცვითი/სოციალური/მმართველობითი (ESG) და ეთიკის კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა -
ჯანეტ ჰეკმანი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
ბანკს შემოუერთდა 2023 წლის ივლისში
გამოცდილება
- ხანგრძლივი გამოცდილება კორპორაციულ და გლობალური საბანკო ურთიერთობების მიმართულებით
- 15 წლიანი გამოცდილება ოპერაციების მართვაში
2017 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე ჯანეტი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა (SEMED) რეგიონის მმართველი დირექტორი. ის ასევე ცხოვრობდა კაიროში და იყო ეგვიპტეში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. დღეს ის ასტანის საერთაშორისო ბირჟის და „ეარ ასტანას" (ყაზახეთი) ბორდის წევრია. „CITI"-ში ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, მას ეკავა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) რეგიონის კორპორატიული და საინვეტიციო მმართველი დირექტორის პოზიცია, ასრულებდა სხვა არაერთ როლს ამავე რეგიონში და ასევე იყო გლობალურ საბანკო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონებში (CEMEA). ჯანეტი ფლობს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს დიპლომატიური მომსახურებების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისგან, ვაშინგტონი და მიღებული აქვს ისტორიის ბაკალავრის ხარისხი კენიონის კოლეჯში, ოჰაიო. ის ასევე სწავლობდა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, ლიბანში.
მიმდინარე გარე არა-აღმასრულებელი თანამდებობები- Air Astana, არა-აღმასრულებელი დირექტორი
- Astana international exchange (AIX), არა-აღმასრულებელი დირექტორი
- Citi Kazakstan, არა-აღმასრულებელი დირექტორი
კომიტეტის წევრობა
- ადამიანური რესურსებია და ანაზღაურების კომიტეტი, თავმჯდომარე
- რისკის კომიტეტი, წევრი
- გარემოსდაცვითი/სოციალური/მმართველობითი (ESG) და ეთიკის კომიტეტი, წევრი
სრულად ნახვა დახურვა
სამეთვალყურეო საბჭო