ჩვენ შესახებ

რისკების მართვა

თიბისი ბანკში დანერგილია ძლიერი, დამოუკიდებელი და ბიზნესზე ორიენტირებული რისკების მართვის სისტემა. მისი მთავარი მიზანია, რისკის მართვის ეფექტური სისტემის მეშვეობით ხელი შეუწყოს ბანკის მდგრადი მომგებიანობის უზრუნველყოფას აღებული რისკების გათვალისწინებით.  რისკების მართვა ემყარება შემდეგ ოთხ ძირითად პრინციპს:

  • რისკების გამჭვირვალედ მართვა სანდობის მოსაპოვებლად. რისკებთან დაკავშირებულ პროცესებსა და პოლიტიკებში თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა სხვადასხვა დაკავშირებული მხარის ნდობის მოპოვების წინაპირობაა. რისკის პერსონალის მთავარი ამოცანაა  რისკის მიზნებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მმართველი ორგანოებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად და პასუხისმგებლიანად მიწოდება.
  • რისკების გონივრულად მართვის მეშვეობით თიბისი ბანკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა. რისკების მართვა უზრუნველყოფს ბანკისთვის არასასურველი რისკების თავიდან აცილებას. კაპიტალის ადეკვატურობის მართვა,  მომავალზე ორიენტირებული მიდგომადა გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმები არის თიბისი ბანკის მდგრადობისწინაპირობა.
  • რისკების მართვა თიბისი ბანკის სტრატეგიის განხორციელების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფქტორია  რისკების პერსონალი რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის მეშვეობით იძლევიან რწმუნებას მიზნების მიღწევადობასთან დაკავშირებით. რისკების იდენტიფიკაცია მათი ადეკვატურად შეფასება და მიტიგაციის ღონისძიებები ხელს უწყობს სასურველი ამონაგებისა და დასახული მიზნის მიღწევას.
  • რისკების მართვა თიბისი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. რისკის სრულყოფილი, გამჭვირვალე და გონივრული მენეჯმენტი აყალიბებს ბანკის მიმართ სხვადასხვა დაკავშირებული მხარეების ნდობას. უზრუნველყოფს ბიზნეს მოდელის მდგრადობას, განვითარებასა და რისკის მართვის პოზიციონირებას თიბისი ბანკის კონკურენტულ უპირატესობად. 

 

რისკის მართვის სტრუქტურა

თიბისი ბანკი რისკების მართვის ღონისძიებებს ატარებს რისკების მართვის საერთო სისტემის ფარგლებში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს თიბისი ბანკის რისკის მართვის სტრუქტურას:

 

ნახაზი:

სამეთვალყურეო საბჭო,  სამეთვალყურეო საბჭო, რისკების, ეთიკისა და შესაბამისობის კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი

დირექტორთა საბჭო, რისკების კომიტეტი, საოპერაციო რისკების კომიტეტი, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტი

რისკების მართვის სტრუქტურა

სტრუქტურები:  ორგანიზაციის რისკების მართვა, საკრედირო რისკები, რესტრუქტურიზაცია და პრობლემური აქტივების მართვა, ფინანსური რისკები, არაფინანსური რისკები

კომიტეტები

სესხის დამტკიცების კომიტეტები, რესტრუქტურიზაციის და ამოღების კომიტეტები.

 

თიბისი ბანკის რისკის მართვის პოლიტიკა დაწვრილებითაა მოცემულ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში.

TBC Bank Risk Management Policy Download