თიბისი ბანკი იცავს კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ბაზელის კომიტეტის მოთხოვნებსა და ბანკის განვითარების გეგმებს. ბანკის მმართველობის სტრუქტურა ჯეროვან მოტივაციას უქმნის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს, რათა მათ ბანკის ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ და ეფექტურად მართონ ურთიერთობა ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს, აქციონერებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. თიბისი ბანკის მმართველი ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი. ასევე, შესაბამისი კომიტეტები არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის დონეზე. აქციონერთა საერთო კრება არის ბანკის უმაღლესი მმართველი ორგანო, რომელიც იღებს ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას. ის ირჩევს ბანკის სამეთალყურეო საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია დირექტორთა დანიშვნასა და ზედამხედველობაზე.
|
|