ოფსეტი - არის ფუქნცია სესხზე, რომლის საშუალებითაც ხდება სესხზე დასარიცხი პროცენტის დაანგარიშება. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ იპოთეკური სესხით.
ოფსეტის ანგარიში: მსესხებლის/თანამსესხებლის საბარათე ანგარიში (ანგარიშზე არ ხდება პროცენტის დარიცხვა)
ოფსეტის ანგარიშის ტარიფები:
ოფსეტ ანგარიშის ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო - სესხის ვალუტის შესაბამისად. სესხის ვალუტა არ უნდა განსხვავდებოდეს ოფსეტის ანგარიშის ვალუტისგან.
ოფსეტ ანგარიშის გახსნა:
ოფსეტის ვადა - ნაკლები ან ტოლი შესაბამისი სესხის ვადაზე
ოფსეტის ფუნქციის დახმარებით სესხზე პროცენტის დაანგარისების წესი:
ოფსეტის ფუნქციის ჩართვის შემთხვეაში სესხზე პროცენტის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: სესხის მიმდინარე ნაშთს - ოფსეტის ანგარიშზე განთავსებული თანხა* სესხის წლიურ პროცენტზე/365* დღეების რაოდენობა
მაგ: კლიენტის მიმდინარე სესხის თანხა შეადგენს 80 000 აშშ დოლარს. დაფარვის თარიღი აქვს 25 რიცხვში. თვის 1-დან 15 რიცხვამდე ოფსეტ ანგარიშზე ქონდა 25 000 აშშ დოლარი, ხოლო 15 რიცხვიდან 25-მდე- 0 აშშ დოლარი. მაშინ სესხის პროცენტი 1- დან 15 რიცხვამდე დაერიცხება 80 000-25 000=55 000 აშშ დოლარზე, ხოლო 15-დან სესხის მთლიან ნაშთზე ანუ 80 000-ზე.
მინიმალური ზღვარი სადამდეც შესაძლებელია შემცირდეს სესხის თანხა, რომლსაც ერიცხება პროცენტი: სესხის მიმდინარე ნაშთის 50%
მაგ: თუ სესხის თანხაა 100 000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელს ოფსეტ ანგარიშზე 7 დღით აქვს 100 000 აშშ დოლარი- ამ 7 დღის განმავლობაში პროცენტი დაერიცხება 50 000 აშშ დოლარს (სესხის თანხას გამოკლებული ოფსეტ ანგარიშზე არსებულ თანხა, მინიმუმ სესხის მიმდინარე ნაშთის 50 %)
ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხა: ითვლება ყოველდღიურად, დღის ბოლოს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთის შესაბამისად.
ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხის მინიმალური ქვედა ზღვარი: 100 ერთეული.
თუ ოფსეტ ანგარიშზე დღის ბოლოს დაფიქსირებული ნაშთი ნაკლებია 100 ერთეულზე - არ ხდება ოფსეტ ფუნქციის გამოყენება.
მაგ: კლიენტის მიმდინარე სესხის თანხა შეადგენს 80 000 აშშ დოლარს. დაფარვის თარიღი აქვს 25 რიცხვში. თვის 1-დან 15 რიცხვამდე ოფსეტ ანგარიშზე ქონდა 25 000 აშშ დოლარი, ხოლო 15 რიცხვიდან 25-მდე- 50 აშშ დოლარი. მაშინ სესხის პროცენტი 1-დან 15 რიცხვამდე დაერიცხება 80 000-25 000=55 000 აშშ დოლარზე, ხოლო 15-დან სესხის მთლიან ნაშთზე ანუ 80000-ზე, რადგან ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხანაკლებია პროცენტის შემცირებისთვის საჭირო თანხის მინიმალური ქვედა ზღვარზე - 100 ერთეულზე.
ოფსეტის ფუნქციის გააქტიურება: შესაძლებელია როგორც ახალ ასევე მიმდინარე იპოთეკურ სესხებზე
ოფსეტის ჩართვის ღირებულება - სესხის მიმდინარე ნაშთის 0.1%, მინ 30 მაქს 500 ერთეული
|
|