ახალი სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა შესაძლებელია შემდეგი პირობებით თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, 1 წლამდე ასაკის, თანადაფინანსების პროცენტი განისაზღვრება:
თუ გყავს ორი ან ერთი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, 1 წლამდე ასაკის, თანადაფინანსების პროცენტი განისაზღვრება:
შენიშვნა:
|
|
ვის შეუძლია სარგებლობა
- სუბსიდირებით სარგებლობისთვის აუცილებელია მსესხებელი იყოს საქართველოს მოქალაქე (სუბსიდირებით სარგებლობის პერიოდში).
- დაოჯახებული;
- მარტოხელა მშობელი;
- რეგისტრირებულ ქორწინებაში არ მყოფი
- ქვრივი;
რა მიზნობრიობით შეგიძლია იპოთეკური სესხის აღება
რა დოკუმენტები დაგჭირდება?
- სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
- ცნობა, რომ არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
- ბავშვების დაბადების მოწმობა/ები;
- შვილად აყვანის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გერის შემთხვევაში, სტატუსი დგინდება დაბადების მოწმობიდან.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინო?
შესაძენი/ასაშენებელი უძრავი ქონება სუბსიდირების მანძილზე უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული ბანკის სასარგებლოდ;
აღნიშნულ სესხებზე დაშვებული არ არის საშეღავათო პერიოდი/პროცენტის გადანაწილება
თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებენ მსესხებლები, თუ უკვე ისარგებლეს 2020 წლის იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის პროგრამით.
თუ გყავს შვილად აყვანილ/შეძენილი 1 წლამდე ასაკის ბავშვი
(მეუღლეებს როგორც ერთად, ასევე, ცალ-ცალკე) მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამით, მიუხედავად იმისა თუ რა რაოდენობის სესხი გაქვს აღებული პროგრამის ფარგლებში;
თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, 1 წლამდე ასაკის,
შეგიძლია ისარგებლო მეორეჯერაც , თუ შენ პროგრამაში ჩართვის შემდეგ, გააჩენ ან/და შვილად აიყვან მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია დამატებით აიღო სესხი და ჯამური მოცულობა შენს მიერ აღებული სუბსიდირებული სესხების არ უნდა აჭარბებდეს 200 00 ლარს.
მრავალშვილიანთა/ახალშობილთა სუბსიდირებული პროგრამის მაგალითები
მრავალშვილიანთა/ახალშობილთა სუბსიდირებული პროგრამის („სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ) ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში სსიპ „აწარმოე საქართველოში"-ის (შემდგომში „სახელმწიფო" / „სააგენტო") მიერ თანადაფინანსების წილის განსაზღვრის პირობები და მაგალითები.
თუ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი პროცენტის (თანხის) გადახდის დღის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში „ეროვნული ბანკი" / „სებ") მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი შეადგენს 10%, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შემდეგნაირად:
მრავალშვილიანთა თანადაფინანსება: 10% (რეფინანსირების განაკვეთს) - 1.5% (არაუმეტეს 8 %-სა) -> 8%
ახალშობილთა თანადაფინანსება: 10% (რეფინანსირების განაკვეთს) - 3.5% (არაუმეტეს 6%-სა) ->6%
თუ, სესხის მოქმედების პერიოდში შეიცვალა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი და გახდა 9%, ასეთ შემთხვევაში შეიცვლება სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი და განისაზღვრება შემდეგნაირად:
მრავალშვილიანთა თანადაფინანსება: 9% (რეფინანსირების განაკვეთს) -1.5% (არაუმეტეს 8%-სა) –> 7.5%
ახალშობილთა თანადაფინანსება: 9% (რეფინანსირების განაკვეთს) -3.5% (არაუმეტეს 6%-სა) –> 5.5%
თუ, სესხის მოქმედების პერიოდში ისევ გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი და მაგალითად გაზრდის შედეგად გახდება 13%, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შემდეგნაირად:
მრავალშვილიანთა თანადაფინანსება: 13% (რეფინანსირების განაკვეთს)- 1.5% (არაუმეტეს 8 %-სა) -> 8%
ახალშობილთა თანადაფინანსება: 13% (რეფინანსირების განაკვეთს) - 3.5% (არაუმეტეს 6%-სა) ->6%
სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების (შემცირების / გაზრდის) მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად:
მრავალშვილიანთა თანადაფინანსება: 8%
ახალშობილთა თანადაფინანსება: 6%
ამავდროულად, თუ, სესხის მოქმედების პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი ცვლილების შედეგად გაუტოლდება 5%-ს, შეჩერდება თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მომენტიდან, როდესაც (თუ) სებ-ის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება 5%-ზე მეტი ოდენობით.
მაგალითები:
მსესხებელს აქვს სესხი 200 000 ლარის ოდენობით, რომელიც გაცემულია შერეულგანაკვეთიანი პროცენტით: ფიქსირებულ საპროცენტო პერიოდში 11.4%, ხოლო ინდექსირებულ საპროცენტო პერიოდში, 12.2% (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებულ (დაფიქსირებულ) საჯარო ინდექსს დამატებული ბანკის პროცენტი), ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებები თანხობრივად აისახება შემდეგნაირად:
- როდესაც რეფინანსირების განაკვეთი არის 10%, ფიქსირებულ პერიოდში ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა - 2000 ლარი:
ახალშობილთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 180 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 5.4% - 800 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 6% - 920 ლარი
მრავალშვილიანთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 180 ლარი
- დაზღვევა 100ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 3.4% - 600 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 8% - 1120ლარი
რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე შემცირების შემთხვევაში, ფიქსირებულ პერიოდში ყოველთვიურად ჯამურად გადასახდელი თანხა რჩება უცვლელი - 2000 ლარი, თუმცა იცვლება კლიენტისა და სააგენტოს მიერ განსახორციელებელი შენატანები (გადასახდელი პროცენტის წილები):
ახალშობილთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 180 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 5.9% - 900 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 5.5% - 820 ლარი
მრავალშვილიანთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 180 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 3.9% - 680 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 7.5% - 1040 ლარი.
- თუ სესხი არის ინდექსირებულ პერიოდში და მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთია 10%, სესხის პროცენტი - 12.2%, ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა - 2500 ლარი:
ახალშობილთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 250 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 6.2% - 1200 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 6% - 950 ლარი
მრავალშვილიანთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 250 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 4.2% - 700 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 8% - 1450 ლარი
რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე შემცირების შემთხვევაში, ინდექსირებულ პერიოდში შეიცვლება სესხის როგორც ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტი, ასევე, მსესხებლისა და სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი. სესხის პროცენტი იქნება 11.2%, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა 2200 ლარი:
ახალშობილთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 250 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 5.2% - 900 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 6% - 950 ლარი
მრავალშვილიანთა თანადაფინანსების შემთხვევაში:
- ძირი 250 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 3.2% - 500 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 8% - 1350 ლარი.
დეველოპერთა სუბსიდირებული პროგრამის მაგალითები
დეველოპერთა სუბსიდირებული პროგრამის („იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ) ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში სსიპ „აწარმოე საქართველოში"-ის (შემდგომში „სახელმწიფო" / „სააგენტო") მიერ თანადაფინანსების წილის განსაზღვრის პირობები და მაგალითები:
- თუ სესხი გაიცა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთით და/ან სესხი გაიცა შერეული განაკვეთით და დადგა ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მოქმედების პერიოდი და სესხის გაცემის დღის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი შეადგენდა 10%, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შემდეგნაირად:
10% (რეფინანსირების განაკვეთს) - 4.25% (არაუმეტეს 4%-სა) -> 4%.
ხოლო, თუ სესხის გაცემის დღის მდგომარეობით სებ-ის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი შეადგენდა 8%, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შემდეგნაირად:
8% (რეფინანსირების განაკვეთს) - 4.25% (არაუმეტეს 4%-სა) -> 3.75%.
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მოქმედების პერიოდში სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მიუხედავად, სააგენტოს თანადაფინანსების წილი არ შეიცვლება (თანადაფინანსების მიზნებისთვის გამოყენებული იქნება სესხის გაცემის დღის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი).
- თუ სესხი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით და/ან სესხი გაიცა შერეული განაკვეთით და დადგა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მოქმედების პერიოდი, სააგენტოს თანადაფინანსების მიზნებისთვის გამოყენებული იქნება სესხის გაცემის / საპროცენტო განაკვეთის პერიოდის ცვლილების დღის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც შეიცვლება (გაიზრდება / შემცირდება) სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
მაგალითად:
თუ, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის პერიოდის დროს სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი იყო 10%, სააგენტოს თანადაფინანსება იქნება - 10% (რეფინანსირების განაკვეთს) -4.25% (არაუმეტეს 4%-სა) -> 4%.
სესხის გაცემის / საპროცენტო განაკვეთის პერიოდის ცვლილების შემდგომ (სესხის მოქმედების პერიოდში) სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების (გაზრდის/შემცირების) შემთხვევაში, შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება სააგენტოს თანადაფინანსების პროცენტიც (წილიც).
მაგალითად:
თუ, სესხის გაცემის / საპროცენტო განაკვეთის პერიოდის ცვლილების შემდგომ (სესხის მოქმედების პერიოდში) რეფინანსირების განაკვეთი გახდა 8%, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება შემდეგნაირად: 8% (რეფინანსირების განაკვეთს) - 4.25% (არაუმეტეს 4%-სა) -> 3.75%.
ხოლო, თუ, სესხის მოქმედების პერიოდში ისევ გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი და მაგალითად გაზრდის შედეგად გახდება 9%, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შემდეგნაირად: 9% (რეფინანსირების განაკვეთს) - 4.25% (არაუმეტეს 4%-სა) -> 4%.
ამავდროულად, თუ, სესხის მოქმედების პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შედეგად გაუტოლდება 5%-ს, შეჩერდება თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მომენტიდან, როდესაც (თუ) სებ-ის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება 5%-ზე მეტი ოდენობით.
მაგალითები:
მსესხებელს აქვს სესხი 135 000 ლარის ოდენობით, რომელიც გაცემულია შერეულგანაკვეთიანი პროცენტით: ფიქსირებულ პერიოდში - 12.25%, ინდექსირებულ პერიოდში 13.75% (ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებულ (დაფიქსირებულ) საჯარო ინდექსს დამატებული ბანკის პროცენტი) და სესხის გაცემის მომენტში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი იყო 8%, კლიენტის / სახელმწიფოს მიერ გადასახდელი თანხ(ებ)ის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თუ სესხი გაიცა ფიქსირებულ პროცენტში, ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა 2000 ლარი:
- ძირი 550 ლარი
- დაზღვევა 90 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 8.5% -1000 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 3.75% - 360 ლარი
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მოქმედების პერიოდში სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მიუხედავად, სააგენტოს თანადაფინანსების წილი არ შეიცვლება (თანადაფინანსების მიზნებისთვის გამოყენებული იქნება სესხის გაცემის დღის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი). ასევე, არ შეიცვლება ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხა/თანხები.
სესხის ინდექსირებულ პერიოდში გადასვლისას, თუ საპროცენტო განაკვეთის პერიოდის ცვლილების დღის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთია 8% და სესხის პროცენტი 13.75%, ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა 2600 ლარი:
- ძირი 600 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 10% - 1400 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 3.75% - 500 ლარი
- თუ სესხი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით, სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთია 10%, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15.75%-ს და სესხზე ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა 2800 ლარი:
- ძირი 600 ლარი
- დაზღვევა 100 ლარი
- კლიენტის გადასახდელი პროცენტის წილი: 11.75% - 1550 ლარი
- სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილი: 4% - 550 ლარი
რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეიცვლება სესხის როგორც ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტი (თანხა), ასევე, მსესხებლისა და სააგენტოს გადასახდელი პროცენტის წილ(ებ)ი: სესხის პროცენტი იქნება 14.75%, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი ჯამური თანხაა 2700 ლარი.