ჩემი ბიზნესისთვის
  • სავალუტო რისკის დასაზღვევად
  • გაუთვალისწინებელი ხარჯების შესამცირებლად
კურსის
დაფიქსირება

ზოგადი აღწერა

სავალუტო ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის შესრულებაზე მომავალში, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე. ფორვარდული გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის სავალდებულოა.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო ფორვარდებს?

კომპანიები რომელთაც აღებული აქვთ სესხი ან დაფინანსება ერთ ვალუტაში და შემოსავლებს იღებენ სხვა ვალუტაში:

  • სურთ გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები რომელთაც:

  • სურთ უცხოურ ვალუტაში გადასახდელი და მისაღები თანხების სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.
მაგალითი: ქართულ კომპანიას ევროპიდან შემოაქვს საქონელი და ანგარიშსწორებას ახდენს ევროში, ხოლო საქონლის რეალიზაციას ლარში. საქონლის რეალიზაციას ის ახდენს მომავალი ორი თვის განმავლობაში და მიღებული თანხით სურს ხელახლა შეიძინოს ევრო ახალი საქონლის შესაკვეთად.

კომპანიას სურს სავალუტო რისკების დაზღვევა, ამის საუკეთესო შესაძლებლობას მას EUR/GEL (ევროს შეძენა) ფორვარდული გარიგება აძლევს.

 

  • გარიგების მოცულობა - 500,000
  • მიმდინარე გაცვლითი კურსი: 1 EUR  =  3.25 GEL
  • ფორვარდის მარჟა - 10% წლიური განაკვეთი
  • გარიგების ვადა - 2 თვე
  • ფორვარდის კურსი:  1 EUR = 3.2676 GEL, დაანგარიშების პრინციპი: (3.25 +3.25*10%/12*2)
  • ფორვარდული ფასი - 3.2676 კომპანიას სრულად აზღვევს სავალუტო კურსების ნებისმიერი შესაძლო ცვალებადობისაგან მომავალი ორი თვის განმავლობაში. 

სავალუტო ფორვარდული კურსები

EUR ევრო
გაყიდვა
ყიდვა
1 წელი 3.0323 3.1926
USD აშშ დოლარი
გაყიდვა
ყიდვა
1 წელი 2.7389 2.8880

არაკონვერტირებადი ფორვარდი

არაკონვერტირებადი ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის პირობებზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღზე, კონკრეტული თარიღისთვის კონვერტაციის შესრულების გარეშე. ბანკი ახდენს ფორვარდისა და მიმდინარე კურსებს შორის საკურსო სხვაობის დაანგარიშებას და მხარეებს შორის შესაბამის ანგარიშსწორებას. 

არაკონვერტირებადი ფორვარდი არ ავალდებულებს კლიენტს კონვერტაციას შესრულების თარიღისათვის და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ აშშ დოლარი ლარის სავალუტო წყვილზე.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს არაკონვერტირებად ფორვარდებს?

  • კომპანიები, რომელთაც სურთ დააზღვიონ სავალუტო რისკი, მაგრამ არ იციან რეალურად შეძლებენ თუ არა თანხის დაკონვერტირებას წინასწარ დაფიქსირებული (შესრულების) თარიღისათვის;
  • კომპანიები რომელთაც სურთ სავალუტო კურსის დაზღვევა, თუმცა არ გეგმავენ მომავალში თანხის კონვერტირებას.

კომპანიები რომელთაც აღებული აქვთ სესხი ან დაფინანსება ერთ ვალუტაში და შემოსავლებს ღებულობენ სხვა ვალუტაში:

  • სურთ გადასახდელი სარგებლის და ძირი თანხის სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები რომელთაც:

  • სურთ უცხოურ ვალუტაში გადასახდელი და მისაღები თანხების სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა.

ზოგადი პირობები

სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტების პირობები:

   
კონტრაქტის ვადა 1 წლამდე
სავალუტო წყვილები* გარიგება ხორციელდება ყველა ძირითად ვალუტაში
კონტრაქტის მინიმალური მოცულობა 50,000 აშშ დოლარიდან 2,000,000 აშშ დოლარამდე ან მისი ექვივალენტი. თანხობრივი ვალუტიდან გადახრა საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან
გარიგების უზრუნველყოფა გარიგების მოცულობის 10% უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ უნდა იქნას ბლოკირებული თიბისი ბანკში კლიენტის ანგარიშზე, რომელიც გარიგების შესრულებისას გათვალისწინებული იქნება კონვერტაციის თანხაში
მომსახურეობის ღირებულება მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ფორვარდული კურსით
გარიგების შეთანხმება პირდაპირ თიბისი ბანკის ხაზინასთან

*არაკონვერტირებადი ფორვარდის გამოყენება ხდება მხოლოდ აშშ დოლარი ლარის სავალუტო წყვილზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თიბისი ბანკის ხაზინა

Tel: +322 2 27 27 28
+332 2 27 27 25
+332 2 27 27 27 (*1108, *1105,*1173)

e-mail: treasury@tbcbank.com.ge
Dealing Code: TBCG