ჩემი ბიზნესისთვის

არ გაქვთ დრო ბანკში მისასვლელად?
შეასრულეთ ტრანზაქციები ოფისიდან!

 

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით თქვენ შეგიძლიათ:

  • ანაგრიშებზე არსებული ბალანსების ნახვა, ამონაწერის გაკეთება;
  • გადარიცხვა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • დეპოზიტებისა და სესხების მართვა;
  • ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია;
  • ინტერნეტბანკის მომხმარებლების დამატება და მათთვის უფლებების მინიჭება;
  • კომპანიის მოთხოვნებს მორგებული სერტიფიკაციის მეთოდის დაყენება.

                    

ინტერნეტბანკზე რეგისტრაციით საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ დისტანციური მოსმახურების მთელი პაკეტით: ინტერნეტბანკი, მობაილბანკი და iPad ბანკი. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ერთი პროდუქტიდან მეორეში გადაიცემა მომენტალურად.

Product img
დარეგისტრირდით თიბისი ბანკის ფილიალებში

ტარიფები

 

სტანდარტული

სტარტაპერი*

ინტერნეტ ბანკის რეგისტრაციის საკომისიო

უფასო

უფასო

ინტერნეტ ბანკის ყოველკვარტალური მომსახურების საკომისიო

15 ლარი

15 ლარი

მხოლოდ ხედვის უფლებით ინტერნეტ ბანკის ყოველკვარტალური მომსახურების საკომისიო

უფასო

უფასო

TBC DIGIPASS აპლიკაციის პირველადი რეგისტრაციის საკომისიო

20 ლარი

უფასო

TBC DIGIPASS აპლიკაციის განმეორებითი ინსტალაციის საკომისიო

უფასო

უფასო

დიჯიპას მოწყობილობის პირველადი რეგისტრაციის საკომისიო

85 ლარი

85 ლარი

დიჯიპას მოწყობილობის განახლების საკომისიო

85 ლარი

85 ლარი

 

*აღნიშნული ტარიფი ვრცელდება სტარტაპერებზე, რომელთა რეგისტრიაციის ვადა არ აღემატება 6 თვეს

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ბანკისაგან მიღებული მოწყობილობის - "Digipass Token"-ის საშუალებით, მისი გადმოცემიდან (მიღებიდან) 6 თვის ვადაში არ განახორციელებთ აქტიურ ოპერაციას (არ დაადასტურებთ ტრანზაქციას), განხორციელდება მისი გაუქმება (დეაქტივაცია). ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, მოწყობილობის გადაცემის დროს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს ინტერნეტბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა ინტერნეტბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. 

 

თავდაცვის ზომები:

ინტერნეტბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე: https://www.tbconline.ge აღნიშნული მისამართის სისწორე ასევე შეამოწმეთ უსაფრთხოების სერტიფიკატით – ინტერნეტბრაუზერის ქვედა ან ზედა პანელზე მოთავსებულ ბოქლომზე დაჭერით;

არავის გაანდოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და  პაროლი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საერთო მოხმარების კომპიუტერებთან მუშაობისას. ინტერნეტბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით;

არ დატოვოთ კომპიუტერი უკონტროლოდ, თუ თქვენ შესული ხართ ინტერნეტბანკში;

არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;

თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;

თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა გამოგზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.

 

 

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?

 

სერვისზე რეგისტრაციისას მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს ინტერნეტბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება;

ინტერნეტბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;

ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს სერტიფიკაციას, ანუ დადასტურებას მხოლოდ თქვენთვის ცნობილი კოდით.

 

 

დამატებითი უსაფრთხოებისთვის

მეტი უსაფრთხოებისთვის, 2021 წლის 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება:

  • აპლიკაციაში შესასვლელად და 50 ლარს ზემოთ ტრანზაქციის შესასრულებლად, საჭირო იქნება სმს/დიჯიპას კოდის შეყვანა
  • ყოველდღიურობის გასამარტივებლად, შეგიძლია სანდო მოწყობილობის და კონტაქტების გააქტიურება
  • თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა.  გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.
  • სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.

დამატების შემდეგ სანდო შაბლონი 24 საათში გააქტიურდება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე კორპორატიული ინტერნეტბანკის მომსახურებაზე?

კორპორატიულ ინტერნეტბანკზე რეგისტრაცისთვის უნდა ეწვიოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც თქვენ მიიღებთ ინტერნეტბანკში შესვლისთვის საჭირო მომხამრებლის სახელს და ერთჯერად პაროლს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ კორპორატიულ ინტერნეტბანკზე რეგისტრაციის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს ან მასთან გათანაბრებულ/უფლებამოსილ პირს.

 

როგორ შევიდე ინტერნეტბანკის სისტემაში?

კორპორატიულ ინტერნეტბანკში შესასვლელად უნდა შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge, აირჩიოთ კორპორატიული ინტერნეტბანკი და შესაბამის ველებში ჩაწეროთ კორპორატიული ინტერნეტბანკის თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი.

 

რა უფლებები შეიძლება ქონდეთ კორპორატიული ინტერნეტბანკის მომხმარებლებს?

არის რამდენიმე ძირითადი უფლება, რითიც სარგებლობენ კორპორატიული ინტერნეტბანკის მომხმარებლები, ესენია:

  • ადმინისტრირების უფლება;
  • ავტორიზაციის უფლება;
  • შემოწმების უფლება;
  • ტრანზაქციების შექმნის უფლება;
  • ხედვის უფლება.

ადმინისტრატორ მომხმარებელს უფლება აქვს დაამატოს ახალი მომხმარებელები (გარდა ადმინისტრატორი, მაავტორიზებელი და შემმოწმებელი მომხმარებლებისა). მას ასევე აქვს ნებისმიერი მომხმარებლისთვის პაროლის განახლების უფლება.

მაავტორიზებელ მომხმარებელს აქვს ფინანსური ტრანზაქციების ავტორიზაციის უფლება. ასეთი უფლება შეიძლება იყოს შეუზღუდავი (რაც გულისხმობს ყველა ტიპის და ნებისმიერი თანხის ტრანზაქციის ავტორიზაციის უფლებას) ან შეზღუდული (რაც გულისხმობს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ტიპის და თანხის ფარგლებში შესრულებული ტრანზაქციის ავტორიზაციის უფლებას). სტანდარტულად კომპანიის ანგარიშებს შორის შესრულებული, კომუნალური და ჯარიმების გადარიცხვების გარდა ყველა სხვა სახის ტრანზაქციის ავტორიზაციისას გამოიყენება დიჯიპასის კოდი.

შემმოწმებელ მომხმარებელს აქვს უფლება გადაამოწმოს უკვე შექმნილი ფინანსური ტრანზაქციები და მაავტორიზებელს მისცეს ვიზირება საბოლოო ავტორიზაციისთვის. მაგალითად, შემმოწმებელმა მომხმარებელმა შესაძლოა გადახედოს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს და დირექტორს დაუდასტუროს ოპერაციის სისწორე მის საბოლოო ავტორიზაციამდე.

ტრანზაქციების შექმნის უფლება  გულისხმობს ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შექმნის უფლებას, მაგალითად: გადარიცხვის, კონვერტაციის, ჯგუფური გადარიცხვის დავალების შექმნის უფლებას. დავალების შექმნა არ გულისხმობს მის ავტორიზაციას, რაც ცალკე პროცესია და რასაც სპეციალური უფლება სჭირდება. შესაძლებელია, რომ მომხმარებელს ტრანზაქციების შექმნის შეზღუდული უფლება მიენიჭოს, მაგალითად მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვის, მხოლოდ კონვერტაციის, ან  მხოლოდ საბიუჯეტო გადარიცხვების და ა.შ. შექმნის უფლება.

ხედვის უფლება ავტომატურად ენიჭება კორპორატიულ ინტერნეტბანკზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს. თუმცა შესაძლებელია ასეთ მომხმარებლებს ქონდეთ შეზღუდული ხედვის უფლება; მაგალითად, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ამა თუ იმ მომხმარებელს შესაძლოა გაეთიშოს წვდომა გარკვეულ ანგარიშ(ებ)ზე.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრირების, ავტორიზაციის და შემოწმების უფლებას მომხმარებელს ანიჭებს მხოლოდ ბანკი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ან კომპანიის დირექტორის, ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. მომხმარებლისთვის ავტორიზაციის უფლების მინიჭება ასევე შესაძლებელია კომპანიის დირექტორის ან სხვა უფლებმოსილი პირის მიერ გაცემული ნოტარულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.

 

ავტორიზაციის რა დონეები არსებობს კორპორატიულ ინტერნეტბანკში?

როგორც წესი, ტრანზაქციების ავტორიზაციის შეუზღუდავი უფლება ავტომატურად ენიჭება კომპანიის დირექტორს. თუმცა სურვილის შემთხვევებში დირექტორს აქვს უფლება ავტორიზაციის შეუზღუდავი ან შეზღუდული უფლება მიანიჭოს კომპანიის სხვა თანამშრომლებსაც, მაგალითად ფინანსურ მენეჯერს, ბუღალტერს, დეპარტამენტის უფროსებს და ა.შ. ასეთი უფლებები ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე რეგულირდება, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რა ტიპის ტრანზაქციების, რა თანხის ფარგლებში და რა ვადით აქვს მინდობილ პირს ავტორიზაციის უფლება.

სწორედ ასეთი მინდობილობის მიხედვით რეგულირდება მომხმარებელთა უფლებათა დონეები ინტერნეტბანკში.

 

როგორ გავაკეთო ჯგუფური გადარიცხვები?

ჯგუფური გადარიცხვის ფაილი შესაძლოა შეიცავდეს საგადახდო დავალებებს შემდეგი ტიპის გადარიცხვებისათვის:

  • გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე;
  • გადარიცხვა თიბისი ბანკში;
  • გადარიცხვა სხვა ბანკში;
  • საბიუჯეტო გადარიცხვა;
  • საბიუჯეტო გადარიცხვა სხვის ნაცვლად.
     

ჯგუფური გადარიცხვის ფაილები:

 

როგორ გამოვიყენო ინტერნეტბანკის დახმარება?

არსებობს რამდენიმე დახმარების საშუალება

  • დახმარება - ინტერნეტბანკში ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება. Help-ის ღილაკზე დაჭერის დროს, გამოსულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანისას, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას.
  • მომხმარებლის სახელმძღვანელო - ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც მოკლედ აღწერს კორპორატიული ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან დეტალს. მის სანახავად შებრძანდით მისამართზე www.tbconline.ge აირჩიეთ კორპორატიული ინტერნეტბანკი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ვირტუალური ინსტრუქცია". გახსნილ გვერდზე თქვენ ნახავთ სახელმძღვანელოს.
  • ვიდეო ინსტრუქცია - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge აირჩიოთ კორპორატიული ინტერნეტბანკი,  დააჭიროთ ღილაკს „ვიდეო ინსტრუქცია", ახლადგახსნილ გვერდზე აირჩიოთ „ვიდეო ინსტრუქცია", სადაც ვიზუალურად ნახავთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, ამა თუ იმ ოპერაციის შესრულება ახალ ინტერნეტბანკში.
  • ხშირად დასმული კითხვები - ეს არის დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა პასუხი გაცემული შესაძლო კითხვებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება წარმოეშვას კორპორატიული ინტერნეტბანკით სარგებლობისას.
როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()