ზოგადი აღწერა
CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით, ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ საიტებით; ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.
- გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფა
- განსაკუთრებული დაცვა თაღლითობისა და ფროდების მიმართ
- ონლაინ გადახდებით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით
- თანამედროვე გადახდის მეთოდებზე Apple Pay/ Google Pay-ზე პირდაპირი წვდომა
სერვისის ლიმიტები
სტანდარტული ლიმიტები თიბისი და CyberSource სარგებლობის შემთხვევაში:
- ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3000 ლარი;
- დღის თანხობრივი ლიმიტი - 10 000 ლარი;
ონლაინ რეგისტრაცია
- გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი
- განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი
მოქმედი ტარიფები
ტრანზაქციის საკომისიო:
- თიბისი ბანკის VISA/MC ბარათებზე- 2,2% (მინ 0,1)
- სხვა ქართული ბანკების VISA/MC ბარათებზე- 2,2% (მინ 0,1)
- უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე- 2,5% (მინ 0,1)
- Apple Pay/ Google Pay განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო - ტრანზაქციის საკომისიოს + 0.2%
ხელშეკრულება
ხელშეკრულება ძალაშია 27.09.2024-დან.
ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.
არქივი
ხელშეკრულება ძალაშია 08.08.2024-დან.
ხელშეკრულება ძალაშია 01.07.2024-დან.
ხელშეკრულება ძალაშია 29.02.2024-დან.
ცვლილება ხელშეკრულებაში
ცვლილებების სანახავად, დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 27.09.2024-დან
არქივი
ცვლილება ხელშეკრულებაში - 08.08.2024
ცვლილება ხელშეკრულებაში - 01.07.2024
ხშირად დასმული კითხვები
რა არის CyberSource
VISA-ს ეს არის საერთაშორისო გადახდების პლატფორმა, ბიზნესს აძლევს საშუალებას მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.
როგორ დავრეგისტრირდე თიბისი ელ-კომერციაზე
განაცხადის შევსების შემდეგ, მიიღებ ინტეგრაციის დეტალებს, ჩარიცხვის, საკომისიოსა და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციას.
რა გადახდის საშუალებებია თიბისი CyberSource-ით?
- ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით გადახდა;
- Apple Pay-თ გადახდა.
- Google Pay-თ გადახდა
რომელი ბანკის ბარათებით მივიღებთ გადახდებს?
გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებით.
რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო თიბისი ელ-კომერციის გადახდებში ?
მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.
ფასიანია თუ არა CyberSource გადახდების სისტემაში ჩართვა?
არ არის ფასიანი.