გაიმარტივეთ ბანკთან ურთიერთობა!
მობაილბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია TBC Bank უფასოდ Apple store-დან |
ჩამოტვირთეთ App Store-დან |
ტარიფები
მობაილბანკის სერვისი სრულიად უფასოა.
მას არ აქვს არც სააბონენტო გადასახადი და არც სტანდარტულზე ძვირი საკომისიოები საბანკო ტრანზაქციებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვისას და მისი შემდგომი მოხმარებისას თქვენმა მობილურმა ოპერატორმა შესაძლოა დაგარიცხოთ ინტერნეტით სარგებლობის საკომისიო.
მობაილბანკში ოპერაციების განხორციელების საკომისიოები
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
გადარიცხვა საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) გადარიცხვა – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
მობილური ბალანსის შევსება - უფასო;
კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი
უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!
მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს iPad ბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს. თუმცა მობაილბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. თავდაცვის ზომები:
- არავის გაანდოთ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი, სატელეფონო კოდი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
- მობაილბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
- მობაილბანკში სხვისი iPad-ით შესვლა, ან iPad-ის სხვა პირისთვის თხოვება არ არის რეკომენდირებული ;
- iPad-ის გასხვისების შემთხვევაში რეკომენდირებულია მობაილბანკის აპლიკაციის წაშლა;
- არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
- თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;
- თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.
რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?
- სერვისზე რეგისტრაციის პროცესისას მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს მობაილბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება;
- მობაილბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
- ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.
დამატებითი უსაფრთხოებისათვის:
- გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სამი ავტორიზაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ და დამატებით გაზარდოთ მობაილბანკის უსაფრთხოება;
- საბაზისო დონის შემთხვევაში ავტორიზაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, რომელიც არ იცვლება. საშუალო დონის სერთიფიკაციის შემთხვევაში გამოიყენება უნიკალური ერთჯერადი SMS კოდი. რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე. უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერთიფიკაციის საბაზისო დონის შემთხვევაშიც კი, თქვენი უსაფრთხოება დაცულია მსოფლიოში აღიარებული მობაილტრანზაქციების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი iPad-ებისთვისაა თავსებადი მობაილბანკის აპლიკაცია?
აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერი მოდელის iPad-ის მომხმარებლებს.
ონლაინ რეგისტრაცია
ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
|
დარეგისტრირდით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |