- უნაღდო ოპერაციებით გაზრდილი გაყიდვები
- გადახდის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე
- ნაკლები ხარჯი და კონტაქტი ნაღდ ფულთან
ზოგადი აღწერა
გააუმჯობესეთ თქვენი ბიზნესი 4 მიმართულებით, მხოლოდ ერთი მოწყობილობის ინსტალაციით!
- გაყიდვების ზრდა - ცნობილი ფაქტია, რომ პლასტიკური ბარათის მფლობელი ჩვეულებრივ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ის, ვინც საყიდლებზე ნაღდი ფულით დადის. ეს კი იმით აიხსნება, რომ ისინი არ არიან შეზღუდულნი ნაღდი ფულის ოდენობით და ყიდულობენ მაშინვე, როცა სასურველ ნივთს წააწყდებიან.
- მომსახურების გაუმჯობესება - პლასტიკურ ბარათებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სავაჭრო ობიექტების მომსახურების გაუმჯობესებაში. გარიგების დასრულებას წამები სჭირდება, მომსახურე პერსონალს კი მეტი დრო რჩება უკეთ მოემსახუროს კლიენტს და მეტი ყურადღება მიაქციოს მას.
- ხარჯების შემცირება - ნაღდი ფულის მართვას დამატებითი უსაფრთხოება სჭირდება, რაზეც დამატებითი ხარჯების გაწევაა საჭირო. მაშინ კი, როცა თქვენი კლიენტები პლასტიკური ბარათებით იხდიან, თანხა პირდაპირ თქვენი კომპანიის ანგარიშზე ირიცხება და ხარჯიც ავტომატურად გიმცირდებათ.
- გამარტივებული აღრიცხვა - როგორც პლასტიკური ბარათების მომსახურე ობიექტი, ანგარიშსწორების თანხას პირდაპირ თქვენს ანგარიშზე მიიღებთ. ეს კი გაცილებით ამარტივებს და აჩქარებს აღრიცხვის პროცესს.
ონლაინ რეგისტრაცია
თუ გსურთ თქვენს ობიექტზე თიბისი ბანკის პოს ტერმინალის განთავსება, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე.
მოქმედი ტარიფები
პოს ტერმინალის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო:
- შევსებადი საკომისიო* მინიმუმ 50 ლარი ერთეულ ტერმინალზე
ტრანზაქციის საკომისიო:
- თიბისი ბანკის VISA/MC ბარათებზე - 1.5 % (მინიმუმ 0.1 ლარი)
- პარტნიორი ბანკების VISA/MC ბარათებზე - 1.7% (მინიმუმ 0.1 ლარი)
- სხვა ქართული ბანკების VISA/MC ბარათებზე - 2% (მინიმუმ 0.1 ლარი)
- უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე - 2.4% (მინიმუმ 0.1 ლარი)
- უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე DCC ტრანზაქციის შემთხვევაში - 1.5% (მინიმუმ 0.1 ლარი)
*DCC -Dynamic currency conversion ფუნქციონალი, რომელიც გულისხმობს ტერმინალზე თანხის გადახდის დროს ვალუტის ცვლილებას.
*პარტნიორი ბანკების სია იხილეთ ბმულზე.
ფუნქციონალი-თიფი
- პოს-ტერმინალზე თიფის ფუნქციონალის გააქტიურებით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ბარათის მეშვეობით -ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით გადაიხადოს მადლობის თანხა.
- პოს-ტერმინალზე თიფის ფუნქციონალის გააქტიურება/გათიშვა ხდება დისტანციურად, კომპანიის შესაბამისი განაცხადის / მოთხოვნის საფუძველზე.
- თუ ანგარიშის თანხა + თიფის თანხა ჯამურად აღემატება CVM ლიმიტს POS ითხოვს PIN-ის შეყვანას. Wallet-ებით გადახდის შემთხვევაში დადასტურდება გადახდა პინის შეყვანის გარეშე.
- ჩეკზე ამოვა როგორც ჯამური თანხა.ასევე, მომსახურების საფასური და თიფის თანხა ცალ-ცალკე.
- ტრანზაქციის საკომისიო ჩამოიჭრება ჯამური თანხიდან. (ინფორმაცია ტრანზაქციის საკომისიოს თაობაზე იხ.მოქმედი ტარიფების ველში )
- მომხმარებელს ბარათიდან ჩამოეჭრება ჯამური თანხა .
- მომსახურების საფასური ჩაირიცხება კომპანიის მიერ წინასწარ მითითებულ ანგარიშზე , ხოლო თიფის თანხა - თიფის თანხისთვის მოთხოვნილ ანგარიშზე.
- თანხის უკუგატარების (რევერსალი) საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ჯამური თანხის უკუგატარება, მხოლოდ ანგარიშის თანხის ან მხოლოდ თიფის თანხის უკუგატარება არ ხდება.
- ჩარჯბეკის შემთხვევაში - კლენტს უფლება აქვს გაასაჩივროს სრული თანხა, ანგარიშის თანხას + თიფის თანხა. მერჩანტი ვალდებულია წარმოადგინოს ჩარჯბეკის დოკუმენტი - VISA International-ის, Mastercard Worldwide-ის და China Union Pay-ის წესებით დადგენილი ჩარჯბეკის პროცესის შესაბამისად.
POS ტერმინალის გამოყენების ინსტრუქცია
მოქმედი ხელშეკრულება
ხელშეკრულება
ხელშეკრულება ძალაშია 05.21.2022-დან
ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.
არქივი
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 04.11.2021-დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 15.08.2021-დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 12.08.2020-დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 21.01.2020 - დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.09.2018 - დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.09.2018 - მდე
ხელშეკრულება არსებული კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.11.2019 - დან
ხელშეკრულება - ახალი კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.10.2019 - დან
ცვლილება ხელშეკრულებაში
ცვლილებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 05.21.2022-დან
არქივი
ცვლილება ძალაშია 04.11.2021-დან. ცვლილებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 15.08.2021-დან. ცვლილებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 12.08.2020-დან. ცვლილებების სანახავად დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 21.01.2019-დან. ცვლილების სანახავად დააჭირეთ აქ.
ცვლილება ძალაშია 10.11.2019-დან. ცვლილების სანახავად დააჭირეთ აქ.
პარტნიორი ბანკები
- ხალიკ ბანკი
- ბაზისბანკი
- კრედო ბანკი
- ლიბერთი ბანკი
პარტნიორი კომპანიისთვის ტერმინალის დამატება
თქვენს ობიექტზე თიბისი ბანკის POS ტერმინალის დასამატებლად გთხოვთ:
- შეავსეთ ტერმინალის დამატების ფორმა და გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე acquiringadmin@tbcbank.com.ge ;
- გამოგზავნიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში მოგაწვდით ტერმინალს ობიექტზე.