ზოგადი აღწერა
თიბისი ბანკში სერვის პროვაიდერად ჩართვა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ და აქვს მოქმედი სტატუსი. ასევე, სერვის პროვაიდერი სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთაშორისო საგადახდო სისტემა ვიზას მიერ.
სერვის პროვაიდერს თიბისი ბანკის ექვაირინგის არხით შესაძლებლობა აქვს მიიღოს გადახდები ნებისმიერი ბანკის ვიზა/მასტერ ქარდის ბარათებით.
თიბისი ბანკი სერვის პროვაიდერებს სთავაზობს ელ-კომერციის სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა თიბისი ელ-კომერცია, ელექტრონული კომერცია, გადახდა ბმულით და ა.შ. აღნიშნული გადახდის სისტემები გადახდის პროცესს მომხმარებლისთaვის უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის, ხოლო თავად სერვის პროვაიდერისთვის ამარტივებს ყოველდღიური ონლაინ ტრანზაქციების მართვას.
- მარტივი ინტეგრაცია
- გადახდების მეთოდების მრავალფეროვნება
- ტრანზაქციების სამართავი სივრცე
- მარტივი გადახდის გვერდი
სერვისის ლიმიტები
სერვის პროვაიდერებისთვის სტანდარტული ლიმიტები ელ-კომერციით სარგებლობის შემთხვევაში სუბ-მერჩანტის ჭრილში:
- ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3 000 ლარი;
- დღის თანხობრივი ლიმიტი - 10 000 ლარი;
სტანდარტული ლიმიტები შესაძლებელია შეიცვალოს მერჩანტის პროფილისა და ბრუნვის შესაბამისად.
ონლაინ რეგისტრაცია
- გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი
- განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი
მოქმედი ტარიფები
სტანდარტული/ ზოგადი ტარიფები (გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ მითითებული ტარიფ(ებ)ი შესაძლებელია შეიცვალოს ბანკსა და სერვის პროვაიდერს შორის შეთანხმებით/ხელშეკრულებით):
- თიბისი ბანკის VISA/MC ბარათებზე- 1,6%
- სხვა ქართული ბანკების VISA/MC ბარათებზე- 2%
- უცხოური ბანკების VISA/MC ბარათებზე- 2,5%
- Apple Pay / Google Pay დამატებითი საკომისიო არ განისაზღვრება
ხელშეკრულება
ხელშეკრულება ძალაშია 25.10.2024-დან.
ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.
არქივი
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 27.09.2024-დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 29.02.2024-დან
ხელშეკრულება - კომპანიებისთვის, რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.01.2024-დან
ხშირად დასმული კითხვები
- რას მოიცავს თიბისის ელ-კომერციის სერვისი?
- ელ-კომერცია არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი, გამარტივებული ინტეგრაციით და მოქნილი გადახდებით. თიბისის ელ-კომერცია სერვის პროვაიდერებს გადახდების მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
- როგორ დავრეგისტრირდე ელ-კომერციის სერვისის მისაღებად?
შეავსებ განაცხადს შემდეგ ბმულზე, რომელსაც ბანკი განიხილავს და განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გეგზავნებათ ტექნიკური ინტეგრაციის დეტალები და შეთავაზება ჩარიცხვის, საკომისიოსა და სხვა პირობების შესახებ.
- რა გადახდის საშუალებებს მოიცავს თიბისის ელ-კომერცია?
- ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით გადახდა;
- TBC ბანკის ინტერნეტ ბანკით გადახდა;
- TBC-ის მობაილბანკით WEB QR-ით გადახდა;
- Apple Pay/Google Pay-თ გადახდა.
- განვადებით გადახდა
- პრეავტორიზაცია
- რომელი ბანკის ბარათებით მივიღებთ გადახდებს?
გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი Visa და Master Card ბარათებით.
- რა არის QR კოდი და როგორ ხდება გადახდა?
QR არის გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალება. QR კოდით გადახდისთვის მომხმარებელს ჭირდება TBC-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია QR კოდის დასკანერება. დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ ბარათს და გადახდა სრულდება.
- საჭიროა თუ არა მქონდეს ვებგვერდი იმისათვის რომ მომხმარებლებმა შეძლონ თიბისის ელ-კომერციის საშუალებით გადახდა?
გადახდების ჩასართავად საჭიროა ვებგვერდის არსებობა. გამონაკლისია ბმულით გადახდა, სადაც ვებ გვერდის ნაცვლად გადახდის დროს გამოიყენება ერთჯერადად დაგენერირებული ბმული.
- რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს, რომ ჩავერთო თიბისის ელ-კომერციის გადახდებში ?
უნდა იყოთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი.
- დამატებით რა მოთხოვნებია საჭირო სერვის პროვაიდერისთვის ელ-კომერციის სერვისის მისაღებად?
აუცილებელია სერვის პროვაიდერი ლიცენზირებული იყოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით და ჰქონდეს მოქმედი სტატუსი.
- განაცხადის განხილვისთვის რა აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება აქვს სერვის პროვადიერს?ეროვნულ ბანკში ლიცენზირების და საერთაშორისო საგადახდო სისტემაში სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
განხილვის ეტაპზე ბანკის მიერ მოთხოვნილი იქნება დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა მერჩანტების რისკების მართვის პოლიტიკა, მერჩანტების ჩართვის პოლიტიკა, გასაჩივრებების მართვის პოლიტიკა, AML პოლიტიკა და ა.შ.
- მოითხოვება თუ არა რეზერვი ელ-კომერციის სერვისის გააქტიურებამდე?
სადაზღვევო რეზერვის პირობა და ოდენობა განისაზღვრება მერჩანტის პროფილის, ბრუნვის, რისკის სტატუსის შესაბამისად.
სადაზღვევო რეზერვი შეიძლება იყოს როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული თანხა. სადაზღვევო რეზერვის პირობა და ოდენობა წინასწარ განსაზღვრულია სახელშეკრულებო პირობებში.
- ფასიანია თუ არა თიბისი ელ-კომერციის გადახდების სისტემაში ჩართვა?
არ არის ფასიანი.