ჩემი ბიზნესისთვის
  • გაყიდვების წარმოება 24 საათის განმავლობაში
  • ხარჯების დაზოგვა
  • ანგარიშსწორება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან Visa და MasterCard ბარათებით
უფასო
რეგისტრაცია

ზოგადი აღწერა

ელექტრონული კომერციის საშუალებით მიიღებთ ელექტრონულ გადახდებს ინტერნეტ სივრცეში.

თიბისი ბანკის მრავალფუნქციური, სწრაფი, მოქნილი საგადამხდელო სისტემა გაძლევთ საშუალებას გაწეული მომსახურების საფასურის / გაყიდული საქონლის ღირებულების მიღების მიზნით მიიღოთ გადახდები:

  • ქართული და უცხოური ბანკების Visa /MasterCard პლასტიკური ბარათებით
  • პრეავტორიზაციის მეთოდით - ტრანზაქციის თანხა დაიბლოკება და მხოლოდ კომპანიის მიერ დადასტურების შემდეგ ჩამოიწერება კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან 
  • ავტომატური გადახდის სერვისით - ბარათით ერთხელ გადახდის შემდეგ თანხის ავტომატურად ჩამოწერის ფუნქცია 
  • მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგიით - 3D Secure
  • ტრანზაქციის თანხის ჩარიცხვის პერიოდი - 3 სამუშაო დღე
  • მარტივი ინტეგრაცია
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა
  • ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია

ლიმიტი და რეზერვი

სტანდარტული ლიმიტები:

  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი 1 500 ლარი
  • დღის განმავლობაში - 4 000 ლარი
  • დღის რაოდენობრივი/თანხობრივი  ლიმიტი ბარათზე - 5 ტრანზაქცია / 3 000 ლარი
  • თვის რაოდენობრივი/თანხობრივი  ლიმიტი ბარათზე - 20 ტრანზაქცია  / 3 000 ლარი

სტანდარტული სადაზღვევო რეზერვი:

  • ტრანზაქციის 10% (6 თვის ვადით) + ფიქსირებული 500 ლარი

*ლიმიტი - დროის გარკვეულ პერიოდში ტრანზაქციების შეზღუდვა თანხობრივ და რაოდენობრივ ჭრილში.

*სადაზღვევო რეზერვი - კომპანიის მიერ სარეზერვო ანგარიშზე განთავსებული თანხა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გასაჩივრებული ტრანზაქციებით ბანკისთვის მიყენებული  ზარალის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებლად. 

*სტანდარტული სადაზღვევო რეზერვის პირობა აქტიურიტიურია მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ერთად აქვთ ჩართული ქართული და უცხოური ბანკის ბარათები.

*კომპანიებს რომლებსაც სურთ მხოლოდ ქართლი ბანკის ბარათებით მიიღონ გადახდები მათთვის სადაზღვევო რეზერვის პირობა გაუქმებულია.

მოქმედი ტარიფები

ელექტრონული კომერციის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო:

  • შევსებადი საკომისიო მინიმუმ 50 ლარი*

ტრანზაქციის საკომისიო:

  • ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2%
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე-2.5%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

*ავანსად აღებული საკომისიო - პირველი თვის მომსახურების საკომისიოს ბანკი წინასწარ ჩამოწერს კომპანიის ანგარიშ(ებ)იდან

ონლაინ რეგისტრაცია

თუკი თქვენ გსურთ e-commerce სისტემის ინტეგრირება თქვენს ვებგვერდზე, გთხოვთ:

  • გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი - https://tbcecommerce.tbcbank.ge/
  • განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ პასუხს: (დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ მომსახურების პირობებს)

საჭირო დოკუმენტაცია საქმიანობის პროფილის მიხედვით

ვაჭრობის სფერო: 
  • ფიზიკური მაღაზიის ფოტოები (არსებობის შემთხვევაში)
  • საწყობის ფოტოები  (არსებობის შემთხვევაში)
  • გაფორმებული ხელშეკრულებები პარტნიორ კომპანიებთან/მომწოდებლენთან. (არსებობის შემთხვევაში)
  • გაფორმებული ხელშეკრულებები კურიერულ კომპანიებთან( არსებობის შემთხვევაში)
  • ოფიცილური ნებართვა/ლიცენზია ბრენდირებული პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში (რეპლიკის გაყიდვის თავიდან აცილების მიზნით)
 
ტურისტული სფერო:
  • შეთავაზებული პროდუქტის/სერვის აღწერა  (ავიაბილეთები, ტურისტული პაკეტები)
  • გაფორმებული ხელშეკრულებები პარტნიორ კომპანიებთან (სასტუმროები, ავიახაზები)
  • ოფისის ფოტოები (არსებობის შემთხვევაში)
 
სათამაშო ბიზნესი:
  • ლიცენზია.
 
საქველმოქმედო ორგანიზაციები/ფონდები:
  • განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ( ფორმა 100, პროექტის გეგმა , განხორციელებული პროქტების მასალები, სტატიები..) 
რა სახის ბიზნეს საქმიანობისთვის იკრძალება ონლაინ გადახდების სერვისით  სარგებლობა?
  • პორნოგრაფია
  • თამბაქო
  • იარაღი
  • არალიცენზირებული ციფრული კონტენტი
  • რეპლიკა „ფეიქ" პროდუქცია
  • ფორექსი
  • მედიკამენტები რომლებიც გაიცემა რეცეპტით

ტექნიკური დოკუმენტაცია

ხელშეკრულება

ხელშეკრულება ძალაშია 21.01.2020-დან.

ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.

არქივი

ხელშეკრულება - კლიენტებისთვის რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 07.10.2019 - დან

ცვლილება ხელშეკრულებაში

ცვლილებების სანახავად, დააჭირეთ აქ.

ცვლილება ძალაში შედის 21.01.2020-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ელექტრონული გადახდა

ელექტრონული გადახდა არის სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ელექტრონული გადახდები ინტერნეტ სივრცეში.

 

საჭიროა თუ არა მქონდეს ვებ გვერდი?

ონლაინ გადახდების ჩასართავად საჭიროა ვებ გვერდის არსებობა.

 

რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო ონლაინ გადახდებში?

მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.

 

რომელი ბანკის ბარათებით მივიღებთ გადახდებს?

გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული Visa  და Master Card ბარათებით.

 

ფასიანია თუ არა ონლაინ გადახდების სისტემაში ჩართვა

არ არის ფასიანი.

 

რა ტარიფები და საკომისიოები აქვს ამ სერვისს

კომპანია იხდის საკომისიოს განხორციელებული ტრანზაქციიდან ქართულ ბარათებზე 2% -ს და უცხოურ ბარათებზე -2,5 % -ს მინიმალური საკომისიო თვეში 50 ლარი. პირველი თვის საკომისიოს ბანკი იღბს ავანსად.

 

ვინ აკეთებს გადახდის ინტეგრაციას საიტზე?

გადახდის ინტეგრაცია კეთდება  ორგანიზაციის მიერ, ბანკის მხრიდან გაგზავნილი ტექნიკური დომუმენტაციის მიხედვით.

 

რამდენ ხანში ირიცხება ტრანზაქციის თანხები საბანკო ანგარიშზე?

მეორე დღეს შაბათ-კვირის ჩათვლით.

 

რა არის რეზერვი ?

რეზერვი არის კომპანიის მიერ სარეზერვო ანგარიშზე განთავსებული თანხა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გასაჩივრებული ტრანზაქციებით ბანკისთვის მიყენებული  ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში )ასანაზღაურებლად. 

 

რა არის ლიმიტი?

დროის გარკვეულ პერიოდში ტრანზაქციების შეზღუდვა თანხობრივ და რაოდენობრივ ჭრილში.
როგორ დავრეგისტრირდე?

დარეგისტრირდით ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ რეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ უახლოეს ფილიალს
გახსენით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()