ჩემი ბიზნესისთვის
  • კომუნალური გადახდების უმარტივესი საშუალება
  • გადახდას ახორციელებს ბანკი თქვენ მაგივრად
  • გადახდები თქვენთვის სასურველ თარიღებში
უფასო

მეტი ინფორმაცია

დაგღალათ ქვითრებმა? დაავალეთ კომუნალური გადახდები ბანკს.

თიბისი ბანკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ როგორც ფიქსირებული გადასახადები (მაგ.: სადაზღვევო გადასახადი, ინტერნეტისა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადი), ასევე ისეთი გადასახადიც, რომლის თანხა თვიდან თვემდე განსხვავდება.

თქვენ თავად ირჩევთ კომპანიებს, რომლებშიც გსურთ პერიოდულად თანხის გადარიცხვა, ასევე თავად უთითებთ გადარიცხვის თარიღს. თუ თქვენ გსურთ ფიქსირებული გადასახადების გადარიცხვა, თქვენ უთითებთ გადარიცხვის თანხასაც, სხვა შემთხვევებში ბანკი თავად „არკვევს" გადასახდელ თანხას კომუნალური კომპანიების მიერ მოწოდებული ელექტორული ქვითრების მეშვეობით და თქვენ მაგივრად აკეთებს გადარიცხვას. 

თქვენგან საჭიროა მხოლოდ მომსახურებაზე რეგისტრაცია და ყოველთვიურად კომპანიის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის უზრუნველყოფა.

ტარიფები

რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო

ხშირად დასმული კითხვები

როდის სრულდება ავტომატური გადარიცხვები?

ავტომატური გადარიცხვები სრულდება დღის განმავლობაში ორჯერ: 9:00 საათზე და18:30 საათზე;

 

რა ხდება, თუ ანაგრიშზე არ არის გადარიცხვისთვის საჭირო თანხა?

ავტომატური გადარიცხვები შესრულდება ანგარიშზე გადასარიცხი თანხის არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ განხორციელდება). საბარათე ანგარიშიდან ავტომატური კომუნალური გადარიცხვების განსახორციელებლად ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობასთან ერთად აუცილებელია, რომ ბარათი იყოს გააქტიურებული;

 

რატომ არ არის სასურველი ანგარიშზე თანხის შეტანა გადახდის ბოლო დღეს?

იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულებისათვის საჭირო თანხა კლიენტის ანგარიშზე შეტანილი იქნება პროვაიდერი კომპანიის მიერ დადგენილი გადახდის ბოლო დღეს, ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში აისახება მომდევნო დღეს. ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერი კომპანიის მიერ კლიენტისთვის დაკისრებულ სანქციებზე;

 

რატომ შეიძლება გადაირიცხოს უკვე დაფარული დავალიანება?

თუ კომუნალური დავალიანება გადახდილი იქნება უშუალოდ პროვაიდერ კომპანიაში და ეს კომპანია გადახდის დღესვე არ გაანულებს დავალიანებას, ბანკი მაინც შეასრულებს ავტომატურ გადარიცხვას პროვაიდერი კომპანიის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ბანკი არ არის პასუხისმგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე;

 

რა შემთხვევაში შეუძლია ბანკს გააუქმოს დავალება?

ბანკს უფლება ექნება გააუქმოს დავალება ავტომატური გადარიცხვების შესახებ, თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 365 დღის განმავლობაში. დავალების გაუქმების შემდეგ ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი ავტომატური გადარიცხვების შესახებ;

 

გადაირიცხება თუ არა ვერშესრულებული გადახდა?

ფიქსირებული ტიპის გადასახადებისას (მაგალითად ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ავტომატური გადარიცხვის შესრულებისას), თუ დავალება ვერ შესრულდა შესაბამის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის ან კლიენტის სხვა მიზეზით, ყოველ მომდევნო დღეს შემდეგი თვის ფიქსირებულ თარიღამდე ბანკი განახორციელებს დავალების შესრულების მცდელობას;

 

რა მოხდება, თუ გადარიცხვის თარიღი ემთხვევა უქმე დღეს?

თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს,  ბანკის მიერ დავალება შესრულებულ იქნება მომდევნო სამუშაო დღეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ინტერნეტბანკიდან სახლიდან გაუსვლელად.

 

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
Register online
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()