თიბისი ბანკი გთავაზობთ ინტეგრაციის სერვისს, რომელიც გაგიმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას. მისი მეშვეობით თქვენ აგზავნით საგადახდო დავალებებს თქვენი საბუღალტრო სისტემიდან თიბისი ბანკში და იღებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ბანკიდან თქვენსავე სისტემაში. თქვენ აღარ მოგიწევთ ინტერნეტბანკიდან და ბანკი-კლიენტიდან საბანკო ინფორმაციის ხელით გადატანა თქვენს საბუღალტრო სისტემაში. ინტეგრაციის სერვისის შესაძლებლობები:
ინტეგრაციის სერვისი გულისხმობს სტანდარტულ და არასტანდარტულ ინტეგრაციას. სტანდარტული ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ ყველა იურიდიულ პირს, ხოლო არასტანდარტული ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ ლიცენზირებულ სუბიექტებს - საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. ტექნიკური სპეციფიკაციების დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე. |
|
ERP სისტემების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიები
ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი ERP სისტემებით:
SAP Business One - მომწოდებელი BDO Solutions
1C: ERP 2 - მომწოდებელი BDO Solutions
ბალანსი - მომწოდებელი BDO Solutions
"ინფო საწარმო" - მომწოდებელი FMG Soft
"ინფო-ბუღალტერი" - მომწოდებელი შპს "იბერ-ინფო"
Microsoft Business Central - მომწოდებელი UGT
ან აქვთ საკუთარი ERP ან საბუღალტრო სისტემა.
ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ERP სისტემებით (SAP, IFS, Exact, Navision, 1C და ა.შ)
ტარიფები
- სტანდარტული ინტეგრაციის ღირებულებაა
რეგისტრაცია | 20 GEL |
დიჯიპასი | 85 GEL |
მომსახურება | 30 GEL კვარტალში |
- არასტანდარტული ინტეგრაციის ღირებულებაა
რეგისტრაცია | 20 GEL |
დიჯიპასი | 85 GEL |
მომსახურება | 30 GEL კვარტალში |
აზარტულ თამაშობებთან, კრიპტოვალუტასთნ და ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული ტრანზაქციების 1%.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება და სისტემის დაცულობა ჩვენი პრიორიტეტია
- საბუღალტრო სისტემასა და ბანკს შორის კავშირის დროს მონაცემების გადაცემა განხორციელდება დაშიფრული სახით (გამოიყენება TLS 1.2 პროტოკოლი);
- თქვენი საბუღალტრო სისტემიდან საგადახდო დავალებების ჩატვირთვისას და ტრანზაქციების ისტორიის მოთხოვნის დროს თქვენ შეგყავთ ბანკის მიერ გადმოცემული მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი პაროლი (ე.წ. დიჯიპასის კოდი);
- დამატებით უსაფრთხოებისთვის, სერვისით ატვირთული საგადახდო დავალებები შესრულდება მხოლოდ ინტერნეტბანკში ავტორიზაციის შემდეგ.