ზოგადი აღწერა
ახალი ფუნქციონალი კორპორატიულ სადისტრიბუციო კომპანიებს და მცირე მეწარმეებს აძლევს საშუალებას ნაღდი ანგარიშსწორება ჩაანაცვლონ უსაფრთხო ალტერნატივით. უკვე შესაძლებელია დისტრიბუტორს თანხა პოს ტერმინალის და სადისტრიბუციო ბარათის დახმარებით გადაუხადოთ.
ამ ფუნქციონალის გამოსაყენებლად სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს სჭირდებათ სპეციალური ბარათები, რომელსაც აქვთ მხარდაჭერა პოსის დახმარებით კომპანიის ანგარიშზე თანხა ასახოს, ხოლო მცირე მეწარმეებს სჭირდებათ პოს ტერმინალი, რომელსაც ექნება სადისტრიბუციო ფუნქციონალი.
ბანკი სადისტრიბუციო კომპანიებს გადასცემს სპეციალურად შექმნილ ბარათებს. ყველა დისტრიბუტორი ვინც ბარათს ამა წლის 1 ივნისამდე აიღებს, 1 წლის მანძილზე გათავისუფლდება ბარათის საკომიოსგან. 1 ივნისამდე ასევე გაუქმდება სადისტრიბუციო ტრანზაქციებზე დარიცხული საკომისიო გადასახადი ყველა იმ დისტრიბუტორისთვის ვინც გამოიყენებს უნაღდო ანგარიშსწორების ახალ საშუალებას.
მცირე მეწარმეებისთვის, ვინც ფუნქციონალის მოთხოვნით განაცხადს შეავსებენ, ბანკი უფასოდ გააქტიურებს სადისტრიბუციო ფუნქციონალს არსებულ ტერმინალებზე.
როგორ გავააქტიუროთ სადისტრიბუციო ფუნქციონალი?
- მცირე მეწარმეებს შეუძლიათ ფუნქციონალის მოთხოვნით განაცხადი შეავსონ, როგორც ფილიალში, ასევე ქოლ ცენტრში. პოს ტერმინალზე ფუნქციონალის განახლება მოხდება განაცხადის მიღებიდან -1 დან 3 დღემდე ვადაში.
- სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორმა ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს კორპორატიულ ბანკირს ან ქოლ-ცენტრს.
გამოყენების ინსტრუქცია
აუცილებელია, პოს ტერმინალს ქონდეს დისტრიბუციის ფუნქციონალის მხარდაჭერა.
გამოყენების ეტაპები:
- მერჩანტი პოს ტერმინალზე მენიუში ირჩევს დისტრიბუციის ფუქციონალს
- მერჩანტს შეჰყავს პაროლი
- ირჩევს თანხას
- დისტრიბუტორი ბარათს ატარებს პოს ტერმინალზე
- იბეჭდება გადარიცხვის დამადასტურებელი ჩეკი, რომელიც მიაქვს დისტრიბუტორს
თანხა ერიცხება სადისტრიბუციო კომპანიას
![]() შეუკვეთეთ ონლაინ
ამ ეტაპზე ონლაინ შეკვეთა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
შეასრულეთ თქვენთვის სასურველი ოპერაცია უახლოეს ფილიალში
|
გახსენით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |