უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ანგარიშსწორების სისტემის" მომსახურება სს „თიბისი ბანკის" მიერ, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებას გულისხმობს. სერვისის ფარგლებში, GSSS სისტემის გავლით მიღებული ანგარიშსწორების დავალებებისა და კორპორაციული ქმედებების საფუძველზე, კლირინგისა და ანგარიშსწორების ოპერაციები ავტომატურად ხორციელდება.
მომსახურებით სარგებლობისთვის საჭირო მოთხოვნები:
- სისტემის ოპერატორს წარმოადგენს სს „თიბისი ბანკი".
- ანგარიშსწორების (მონაწილე) ბანკი შესაძლოა გახდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც ჩართულია GSSS სისტემაში.
- ანგარიშსწორების ბანკი, ვალდებულია სს „თიბისი ბანკში" ფლობდეს ლორო ანგარიშს ლარში.
- ანგარიშსწორების ბანკი, ვალდებულია სს „თიბისი ბანკში" ფლობდეს სპეციალურ ანგარიშს უცხოურ ვალუტაში. სპეციალური ანგარიშის გამოყენება უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისთვის მოხდება.
- სისტემაში ანგარიშსწორების ბანკის ჩართვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.
მომსახურების წესები და პირობები
|
|