ჩემი ბიზნესისთვის
  • გაყიდვების წარმოება 24 საათის განმავლობაში
  • ხარჯების დაზოგვა
  • ანგარიშსწორება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან Visa და MasterCard ბარათებით
უფასო
რეგისტრაცია

ზოგადი აღწერა

ელექტრონული კომერციის საშუალებით მიიღებთ ელექტრონულ გადახდებს ინტერნეტ სივრცეში.

თიბისი ბანკის მრავალფუნქციური, სწრაფი, მოქნილი საგადამხდელო სისტემა გაძლევთ საშუალებას გაწეული მომსახურების საფასურის / გაყიდული საქონლის ღირებულების მიღების მიზნით მიიღოთ გადახდები:

  • ქართული და უცხოური ბანკების Visa /MasterCard პლასტიკური ბარათებით
  • პრეავტორიზაციის მეთოდით - ტრანზაქციის თანხა დაიბლოკება და მხოლოდ კომპანიის მიერ დადასტურების შემდეგ ჩამოიწერება კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან 
  • ავტომატური გადახდის სერვისით - ბარათით ერთხელ გადახდის შემდეგ თანხის ავტომატურად ჩამოწერის ფუნქცია 
  • მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგიით - 3D Secure
  • ტრანზაქციის თანხის ჩარიცხვის პერიოდი - 3 სამუშაო დღე
  • მარტივი ინტეგრაცია
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა
  • ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია

სპეციალური შეთავაზება*

#თიბისიშენთვის პროგრამის ფარგლებში, შექმენი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის ან განათავსე პროდუქცია Vendoo • ვენდუსა და MY.GE-ზე განსაკუთრებული პირობებით.

ლიმიტი და რეზერვი

სტანდარტული ლიმიტები:

  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3 000 ლარი
  • დღის განმავლობაში - 10 000 ლარი

 

სტანდარტული სადაზღვევო რეზერვი უცხოური ბარათების ტრანზაქციების შემთხვევაში:

  • ტრანზაქციის 10% (6 თვის ვადით) + ფიქსირებული 500 ლარი

*ლიმიტი - დროის გარკვეულ პერიოდში ტრანზაქციების შეზღუდვა თანხობრივ და რაოდენობრივ ჭრილში.

*სადაზღვევო რეზერვი - კომპანიის მიერ სარეზერვო ანგარიშზე განთავსებული თანხა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გასაჩივრებული ტრანზაქციებით ბანკისთვის მიყენებული  ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებლად. 

*  სადაზღვევო რეზერვის მოთხოვნა ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც გადახდებს მიიღებენ ქართული და უცხოური ბანკ(ებ)ის ბარათებით

*სადაზღვევო რეზერვი არ მოეთხოვებათ კომპანიებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გადახდები მხოლოდ ქართული ბანკ(ებ)ის ბარათებით.

მოქმედი ტარიფები

მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარი;

ტრანზაქციის საკომისიო:

  • თიბისი ბანკის  VISA/MC  ბარათებზე- 2% (მინ 0,1)
  • სხვა ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2% (მინ 0,1)
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2,5% (მინ 0,1)
  • Digital Wallet-ით განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო - ტრანზაქციის საკომისიოს + 0.4%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

საჭირო დოკუმენტაცია საქმიანობის პროფილის მიხედვით

ვაჭრობ: 

  • სავაჭრო ფართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოები
  • საწყობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოები
  • პარტნიორ კომპანიებთან / მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • საკურიერო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ბრენდირებული პროდუქციის გაყიდვის ნებართვა/ლიცენზია   

ტურიზმი:

  • შეთავაზებული პროდუქტის / მომსახურების აღწერა  (ავიაბილეთები, ტურისტული პაკეტები)
  • პარტნიორ კომპანიებთან (სასტუმროები, ავიახაზები) დადებული ხელშეკრულებები
  • ოფისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოები

სათამაშო ბიზნესი:

  • ნებართვა / ლიცენზია.

საქველმოქმედო ორგანიზაციები / ფონდები:

  • განხორციელებული / განსახორციელებელი პროექტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფორმა 100, პროექტის გეგმა, განხორციელებული პროქტ(ებ)ის მასალები, სტატიები...) 

ელექტრონული კომერციის მომსახურებითვერ ისარგებლებს:

  • პორნოგრაფიული ბიზნესი
  • თამბაქოს ბიზნესი
  • იარაღის ბიზნესი
  • არალიცენზირებული ციფრული კონტენტი
  • რეპლიკა „ფეიქ" პროდუქცია
  • ფორექსი
  • მედიკამენტები, რომლებიც გაიცემა რეცეპტით

ტექნიკური დოკუმენტაცია

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა მქონდეს ვებგვერდი?

ელექტრონული კომერციის მომსახურების მისაღებად საჭიროა ვებგვერდის არსებობა.

 

რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო ელექტრონულ კომერციაში?

მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.

 

ფასიანია თუ არა ონლაინ გადახდების სისტემაში ჩართვა? 

არ არის ფასიანი.

 

ვინ აკეთებს გადახდის ინტეგრაციას ვებგვერდზე?

გადახდის ინტეგრაციას ახდენს კომპანია, ბანკის მიერ გაგზავნილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.