ჩემი ბიზნესისთვის
  • ჯავშნების მიღება 24 საათის განმავლობაში
  • ხარჯების დაზოგვა
  • ანგარიშსწორება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან Visa და MasterCard ბარათებით

ზოგადი აღწერა

დისტანციურად თანხის ჩამოჭრა GEOPAY არხის გამოყენებით გულისხმობს კლიენტისგან მიღებული ბარათის მონაცემების საფუძველზე ჯავშნის თანხის  დაბლოკვას ან  პირდაპირ ჩამოჭრას მაქსიმალურად უსაფრთხო 3D Secure ტექნოლოგიით. -მომსახურება განკუთვნილია სასტუმროებისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების სერვისისთვის.

მოქმედი ტარიფები

ყოველთვიური საკომისიო:
  • ყოველთვიური საკომისიო -  30 ლარი.
  • GEOPAY-ს გადახდების პორტალზე (გადახდების სისტემაში) რეგისტრაციის საკომისიო -  20 ლარი.
ტრანზაქციის საკომისიო:
  • ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2,5%
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 3%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

ლიმიტი და რეზერვი

სტანდარტული ლიმიტები:

  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 2000 ლარი
  • დღის თანხობრივი ლიმიტი - 2000 ლარი
  • თვის თანხობრივი  ლიმიტი  - 5 000 ლარი
  • ტრანზაქციის შესრულების სიხშირე ერთი ბარათით  - 15 დღეში ერთხელ

სტანდარტული სადაზღვევო რეზერვი:

  • ტრანზაქციის 10% (6 თვის ვადით) + ფიქსირებული 500 ლარი

*ლიმიტი - დროის გარკვეულ პერიოდში ტრანზაქციების შეზღუდვა თანხობრივ და რაოდენობრივ ჭრილში.

*სადაზღვევო რეზერვი - კომპანიის მიერ სარეზერვო ანგარიშზე განთავსებული თანხა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ გასაჩივრებული ტრანზაქციებით ბანკისთვის მიყენებული  ზარალის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებლად. 

 

ონლაინ რეგისტრაცია

თუკი თქვენ გსურთ  სერვის ჩართვა , გთხოვთ:

  • შეავსეთ  განაცხადი და გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: ecommerce@tbcbank.com.ge
  • განაცხადში თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ პასუხს (დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ მომსახურების პირობებს)

საჭირო დოკუმენტაცია საქმიანობის პროფილის მიხედვით

სასტუმრო 

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან იჯარის ხელშეკრულება
  • საიტის მისამართი ან ბუქინგის ლინკი (არ არსებობის შემთხვევაში სასტუმროს ფოტოები).

ტურისტული სააგენტო 

  • შეთავაზებული პროდუქტის/სერვის აღწერა (ავიაბილეთები, ტურისტული პაკეტები);
  • გაფორმებული ხელშეკრულებები პარტნიორ კომპანიებთან (სასტუმროები, ავიახაზები)
  • ოფისის ფოტოები (არსებობის შემთხვევაში)

მანქანის გაქირავების სერვისი 

  • ოფისის სურათები (არსებობის შემთხვევაში); 
  • ტექპასპორტის და ავტომობილების სურათები. 

ხელშეკრულება

მოქმედი ხელშეკრულება

ხელშეკრულება -  ძალაშია - 21.01.2020-დან
ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.

არქივი

ხელშეკრულება - კლიენტებისთვის რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 10.01.2020 - მდე

ცვლილება ხელშეკრულებაში

ცვლილებების სანახავად, დააჭირეთ აქ.

ცვლილება ძალაში შედის 21.01.2020-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა არის დისტანციურად თანხის ჩამოჭრის სერვისი?

ბარათის მფლობელების მიერ ორგანიზაციისთვის თანხის დისტანციურად გადახდის სერვისი.

რა პროფილის კომპანიებისთვის არის დაშვებული ამ სერვისით სარგებლობა ?

  • სასტუმრო
  • ტურისტული სააგენტო
  • მანქანის გაქირავების სერვისი

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს ამ სერვისის გამოყენება ?

კლინეტის მიერ ჯავშნის განხორციებისას თანხის წინასწარ ჩამოჭრის მიზნით.

როგორ ხდება დისტანციურად თანხის ჩამოჭრა?

  • კომპანიას სერვისის ჩართვისას ენიჭება პირადი ანგარიში
  • კომპანია მომხმარებელს უგზავნის ონლაინ ინვოისს, გადახდის ლინკთან ერთად
  • მომხმარებელს შეყავს ბარათის მონაცემები და ეჭრება თანხა

შესაძლებელი არის თუ არა თანხის დაბლოკვა?

დისტანციურად თანხის ჩამოჭრისას შესაძლებელია თანხის დაბლოკვა

შესაძლებელია თუ არა თანხის ნაწილობრივი ჩამოჭრა?

შესაძლებელია თანხის როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული ჩამოჭრა

რამდენ დღეში ირიცხება დისტანციურად ჩამოჭრილი თანხა?

თანხის ჩარიცხვის პერიოდი არის 3 სამუშაო დღე

რატომ მოითხოვება რეზერვი?

განხორციელებული ტრანზაქციების გასაჩივრების შემთხვევაში სარეზერვო ფონდის არსებობის მიზნით.

ჯავშანის გაუქმების შემთხევაში შესაძლებელი არის თუ არა მომხამარებლისთვის წინასწარ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება?

დისტანციურად თანხის ჩამოჭრისას თუკი მომხმარებელი უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე შესაძლებელია თანხის უკან დაბრუნება

 

როგორ შევუკვეთო?

შეუკვეთეთ ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ შეკვეთა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეასრულეთ თქვენთვის სასურველი ოპერაცია უახლოეს ფილიალში
გახსენით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()