ჩემი ბიზნესისთვის
ზოგადი აღწერა თიბისი ელ-კომერცია (იგივე TBC Checkout)
 
თიბისი ელ-კომერცია არის ახალი გადახდის სისტემა ონლაინ მაღაზიებისთვის. მისი საიტზე ინტეგრაციით, გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის, უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდი, ხოლო თავად მარტივად შეძლებ ყოველდღიური ონლაინ ტრანზაქციების მართვას.
  • მარტივი აქტივაცია
  • გადახდების მეთოდების მრავალფეროვნება
  • ტრანზაქციების სამართავი სივრცე

სერვისის ლიმიტები

ტანდარტული ლიმიტები თიბისი ელ-კომერციით სარგებლობის შემთხვევაში:

  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3 000 ლარი;
  • დღის თანხობრივი ლიმიტი - 10 000 ლარი;

ონლაინ რეგისტრაცია

  • გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი
  • განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი

მოქმედი ტარიფები

თიბისი ელ-კომერციის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარი;

ტრანზაქციის საკომისიო:

  • თიბისი ბანკის  VISA/MC  ბარათებზე- 2%
  • სხვა ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2%
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2,5%
  • Digital Wallet-ით განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო - ტრანზაქციის საკომისიოს + 0.2%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

ხშირად დასმული კითხვები

რა არის თიბისი ელ-კომერცია

თიბისი ელ-კომერცია არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი, გამარტივებული ინტეგრაციით და მოქნილი გადახდებით. თიბისი ელ-კომერცია ინტერნეტ მაღაზიებს გადახდების მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

 

როგორ დავრეგისტრირდე თიბისი ელ-კომერციაზე

შეავსებ განაცხადს, რის შემდეგაც იღებ ტექნიკური ინტეგრაციის დეტალებს და შეთავაზებას ჩარიცხვის, საკომისიოსა და სხვა პირობების შესახებ.

 

რა გადახდის საშუალებებია თიბისი ელ-კომერციაზე

  • ნებისმიერი Visa/Mastercard  ბარათით გადახდა;
  • TBC ბანკის ინტერნეტ ბანკით გადახდა;
  • WEB QR-ით გადახდა TBC-ის მობაილბანკით;
  • Apple Pay / Google Pay-ით გადახდა
  • ერთგული ქულებით გადახდა
  • განვადებით გადახდა
  • განაწილება

 

რომელი ბანკის ბარათებით მივიღებთ გადახდებს?

გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი Visa  და  Master Card  ბარათებით.

 

რა არის QR კოდი და როგორ ხდება გადახდა?

QR არის გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალება. QR კოდით გადახდისთვის მომხმარებელს ჭირდება TBC-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია QR კოდის დასკანერება. დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ ბარათს და გადახდა სრულდება.

 

საჭიროა თუ არა მქონდეს ვებ გვერდი იმისათვის რომ მომხმარებლებმა შეძლონ TBC Checkout არხით გადახდა?

გადახდების ჩასართავად საჭიროა ვებ გვერდის არსებობა.

 

რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო თიბისი ელ-კომერციის გადახდებში ?

მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად , არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.

 

 

ფასიანია თუ არა  თიბისი ელ-კომერციის გადახდების სისტემაში ჩართვა?

არ არის ფასიანი.